დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “საზღვარგარეთ საქართვეოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ პირთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების აბაზღაურების წესის შესახებ" საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2006 წლის 18 იანვრის №19 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე" | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 226 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 13/09/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 129, 20/09/2006 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 26/12/2006 |
| სარეგისტრაციო კოდი | 480.070.000.22.030.009.254 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 480.070.000.22.030.009.254
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის
ბრძანება №226
2006 წლის 13 სექტემბერი
ქ. თბილისი
,,საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ პირთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2006 წლის 18 იანვრის №19 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის, პირველი პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1. ,,საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ პირთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2006 წლის 18 იანვრის №19 ბრძანებაში (სსმ III, 26.01.2006 წ., №10, მუხლი 114) შეტანილ იქნეს შემდეგი შინაარსის ცვლილებები:
1. ბრძანებით დამტკიცებული დანართი №1-ის – ,,საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ პირთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ხარჯების ანაზღაურების ნორმების გაანგარიშების წესის შესახებ“ ინსტრუქციის მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3.
1. გაეროს რეგულირების კოეფიციენტების ადაპტირების მიზნით საზღვარგარეთ საქართველოს ცალკეული დიპლომატიური დაწესებულებების დაფინანსებისათვის გამოიყენება კორექტირების შემდეგი წესები:
ა) K= K1+0.22
ა.ა) საელჩო აშშ-ში;
ა.ბ) მუდმივი წარმომადგენლობა გაეროში;
ბ) K= K1-0.4
ბ.ა) დსთ-ს ქვეყნები;
გ) K= K1+0.15
გ.ა) საელჩო დიდ ბრიტანეთში;
გ.ბ. საელჩო ისრაელში;
დ) K= K1-0.2
დ.ა) საელჩო ბულგარეთში;
დ.ბ) საელჩო ეგვიპტეში;
დ.გ) საელჩო ირანში;
დ.ე) საელჩო იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში;
ე) K= K1-0.25
ე.ა) საელჩო რუსეთის ფედერაციაში;
შენიშვნა: K1 არის გაეროს დაფინანსების სისტემის რეგულირების შესაბამისი კოეფიციენტი.“.
2. ბრძანებით დამტკიცებულ დანართ №3-ში ,,ადგილსამყოფელი ქვეყნის მაკორექტირებელი კოეფიციენტი“ შეტანილ იქნეს ცვლილებები და ჩამოყალიბდეს თანდართული დანართის შესაბამისად.
მუხლი 2. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
გ. ბეჟუაშვილი
დანართი №3
ადგილსამყოფელი ქვეყნის მაკორექტირებელი კოეფიციენტი
| N | დაწესებულების დასახელება | ადგილსამყოფელი ქვეყნის მაკორექტირებელი კოეფიციენტი | საცხოვრებელი ფართის კოეფიციენტი %-ში |
| 1 | 2 | 3 | 4 |
| 1 | საელჩო ავსტრიის რესპუბლიკაში | 1.439 | 19 |
| 2 | საელჩო აზერბაიჯანში | 1.031 | 24 |
| 3 | საელჩო აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში | 1.628 | 26 |
| 4 | საელჩო ბენილუქსის ქვეყნებში | 1.407 | 17 |
| 5 | საელჩო ბულგარეთში | 1.047 | 12 |
| 6 | საელჩო გერმანიაში | 1.430 | 26 |
| 7 | საელჩო დანიის სამეფოში | 1.563 | 26 |
| 8 | საელჩო დიდ ბრიტანეთში | 1.703 | 24 |
| 9 | საელჩო ეგვიპტეში | 1.069 | 21 |
| 10 | საელჩო თურქეთში | 1.328 | 19 |
| 11 | საელჩო თურქმენეთსა და ავღანეთში | 1.146 | 11 |
| 12 | საელჩო ირანში | 1.164 | 28 |
| 13 | საელჩო ისრაელში | 1.468 | 20 |
| 14 | საელჩო იაპონიაში | 1.921 | 28 |
| 15 | საელჩო იტალიაში | 1.449 | 22 |
| 16 | საელჩო იორდანიის სამეფოში | 1.062 | 16 |
| 17 | საელჩო კანადაში | 1.517 | 23 |
| 18 | საელჩო კვიპროსის რესპუბლიკაში | 1.357 | 20 |
| 19 | საელჩო ლიტვაში, ლატვიასა და ესტონეთში | 1.289 | 19 |
| 20 | საელჩო პოლონეთის რესპუბლიკაში | 1.346 | 21 |
| 21 | საელჩო რუსეთის ფედერაციაში | 1.326 | 28 |
| 22 | საელჩო რუმინეთში | 1.330 | 21 |
| 23 | საელჩო საბერძნეთის რესპუბლიკაში | 1.355 | 19 |
| 24 | საელჩო საფრანგეთსა და იუნესკოში | 1.477 | 23 |
| 25 | საელჩო სლოვენიისა და სლოვაკეთის რესპ-ში | 1.259 | 23 |
| 26 | საელჩო სომხეთში | 0.906 | 20 |
| 27 | საელჩო უზბეკეთში | 0.867 | 22 |
| 28 | საელჩო უნგრეთის რესპუბლიკაში | 1.396 | 23 |
| 29 | საელჩო უკრაინაში | 1.031 | 24 |
| 30 | საელჩო ყაზახეთში | 0.918 | 17 |
| 31 | საელჩო შვეიცარიაში | 1.620 | 26 |
| 32 | საელჩო შვედეთის სამეფოში | 1.430 | 26 |
| 33 | საელჩო ესპანეთის სამეფოში | 1.409 | 24 |
| 34 | საელჩო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში | 1.446 | 26 |
| 35 | საელჩო ჩეხეთის რესპუბლიკაში | 1.262 | 22 |
| 36 | მუდ. წარმომადგენლობა გაეროსთან | 1.863 | 29 |
| 37 | მუდ. წარმომადგენლობა ევროსაბჭოსთან | 1.477 | 19 |
| 38 | მუდ. წარმომადგენლობა წმ. საყდართან | 1.449 | 22 |
| 39 | მუდ. წარმომადგენლობა ნატოსთან | 1.407 | 17 |
| 40 | გენ. საკონსულო ქ. ოდესაში | 1.031 | 24 |
| 41 | გენ. საკონსულო ქ. სტამბოლში | 1.328 | 19 |
| 42 | გენ. საკონსულო ქ. ტრაპიზონში | 1.328 | 19 |
| 43 | გენ. საკონსულო ქ. სალონიკში | 1.355 | 19 |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები