დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| სალიცენზიო მოწმობის ფორმების დამტკიცების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 74 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფასიანი ქაღალდების კომისია |
| მიღების თარიღი | 06/08/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ფასიანი ქაღალდების კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 114, 14/08/2007 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 08/12/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 240090000.12.005.010724 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (14/08/2007 - 26/11/2008)
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 240.090.000.12.005.010.724
საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის
დადგენილება №74
2007 წლის 6 აგვისტო
ქ. თბილისი
სალიცენზიო მოწმობის ფორმების დამტკიცების თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 141 მუხლის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის 36-41 პუნქტების, მე-14 და 22-ე მუხლების, „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის 29-ე და 50-ე პუნქტების, მე-20, 23-ე და 31-ე მუხლების, ასევე „არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ზ“ ქვეპუნქტების მოთხოვნათა საფუძველზე, საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისია ადგენს:
1. დამტკიცდეს:
ა) საფონდო ბირჟის სალიცენზიო მოწმობის ფორმა (დანართი №1);
ბ) ცენტრალური დეპოზიტარის სალიცენზიო მოწმობის ფორმა (დანართი №2);
გ) საბროკერო საქმიანობის სალიცენზიო მოწმობის ფორმა (დანართი №3);
დ) ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის სალიცენზიო მოწმობის ფორმა (დანართი №4);
ე) სპეციალიზებული დეპოზიტარის სალიცენზიო მოწმობის ფორმა (დანართი №5);
ვ) აქტივების მმართველის საქმიანობის სალიცენზიო მოწმობის ფორმა (დანართი №6).
2. ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის 2006 წლის 25 აგვისტოს №69 დადგენილება „ლიცენზიის ფორმების დამტკიცების შესახებ“.
3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარის მოადგილე,
თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი თ. გოდერძიშვილი






უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები