სალიცენზიო მოწმობის ფორმების დამტკიცების თაობაზე

  • Word
სალიცენზიო მოწმობის ფორმების დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 10
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსი
მიღების თარიღი 26/11/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 175, 08/12/2008
ძალის დაკარგვის თარიღი 26/03/2015
სარეგისტრაციო კოდი 300310000.10.036.012437
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
10
26/11/2008
სსმ, 175, 08/12/2008
300310000.10.036.012437
სალიცენზიო მოწმობის ფორმების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

პირველადი სახე (08/12/2008 - 26/03/2015)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.310.000.40.036.012.437

საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსის

ბრძანება №10

2008 წლის 26 ნოემბერი

ქ. თბილისი

სალიცენზიო მოწმობის ფორმების დამტკიცების თაობაზე

,,საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1995 წელი, №27-30) 53-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის, 70-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის 29-ე, 30-ე, 31-ე, 34-ე, 35-ე, 36-ე, 37-ე, 38-ე, 39-ე, მე-40, 41-ე პუნქტებისა და მე-14 მუხლის, ,,საქართველოს სახელმწიფო გერბის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, ,,ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის, ,,არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის, ,,დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის საფუძველზე, სალიცენზიო მოწმობის ფორმების დამტკიცების მიზნით, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს თანდართული სახით ,,სალიცენზიო მოწმობის ფორმები“ (დანართები 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11).

2. ამ ბრძანების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი:

ა) საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის 2007 წლის 6 აგვისტოს №74 დადგენილება ,,სალიცენზიო მოწმობის ფორმების დამტკიცების თაობაზე“ (სსმ III, 14.08.2007 წ., №114, მუხლი 1266);

ბ) საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2005 წლის 26 დეკემბრის №25 ბრძანება ,,საქართველოს ტერიტორიაზე სიცოცხლის დაზღვევის, დაზღვევის (არასიცოცხლის) და გადაზღვევის განხორციელებაზე ლიცენზიის ფორმების დამტკიცების შესახებ“ (სსმ III, 28.12.2005 წ., №151, მუხლი 1674).

3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ. ქადაგიძე