დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში 2007-2008 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩასარიცხ ბავშვთა მინიმალური ასაკის განსაზღვრის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 476 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 29/06/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 96, 06/07/2007 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 18/09/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430030000.22.022.010539 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (06/07/2007 - 12/09/2008)
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 430.030.000.22.022.010.539
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №476
2007 წლის 29 ივნისი
ქ. თბილისი
საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში 2007-2008 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩასარიცხ ბავშვთა მინიმალური ასაკის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის, „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაი-სის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში 2007-2008 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩასარიცხ ბავშვთა ასაკი განისაზღვროს 2001 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებული ბავშვებით.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში 2006-2007 სასწავლო წელს 1-ლ კლასში ჩასარიცხ ბავშვთა მინიმალური ასაკის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 5 ივლისის №661 ბრძანება (სსმ III, 12.07.2006, №92, მუხ. 1234).
3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ლომაია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები