დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ პირთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ანაზღაურების წესის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 211 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 30/12/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 186, 30/12/2008 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2009 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 480040050.22.030.012534 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (30/12/2008 - 14/03/2009)
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 480.040.050.22.030.012.534
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის
ბრძანება №211
2008 წლის 30 დეკემბერი
ქ. თბილისი
საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ პირთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ანაზღაურების წესის შესახებ
„დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და 49-ე მუხლის მე-3 პუნქტის „გ.დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს თანდართული:
ა) „ინსტრუქცია საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ პირთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ხარჯების ანაზღაურების ნორმებისა და გაანგარიშების წესის შესახებ“ (დანართი №1);
ბ) „საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ მოსამსახურეთა თანამდებობრივი მაჩვენებლები“ (დანართი №2);
გ) „ადგილსამყოფელი ქვეყნის/ქალაქის სიძვირის ადაპტირებული კოეფიციენტი“ (დანართი №3).
2. გეგმურ სავალუტო კურსად განისაზღვროს 1 აშშ დოლარი – 1,68 ლარი და 1 ევრო – 2,35 ლარი.
3. საანგარიშგებო პერიოდში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ პირთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ანაზღაურებისათვის გაანგარიშების საბაზისო თანხა განისაზღვროს 5 700 (ხუთი ათას შვიდასი) ლარის ოდენობით.
4. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ მოსამსახურეს და მის ოჯახის წევრებს როტაციისას ერთჯერადად აუნაზღაურდებათ:
ა) მგზავრობის ღირებულება – „ეკონომ“ (ან შესაბამისი) კლასის სამგზავრო ბილეთებზე დადგენილი ტარიფების მიხედვით (ორი მიმართულებით);
ბ) ბარგის გადაზიდვის ხარჯები – ერთ პირზე 80 კგ-ის ოდენობით, საერთო ღირებულებით არა უმეტეს „ეკონომ“ კლასის ერთი სამგზავრო ავიაბილეთის (ერთი მიმართულებით) ღირებულების 100%-ისა, ხოლო ოჯახზე – არა უმეტეს 240 კგ-ისა, საერთო ღირებულებით არა უმეტეს „ეკონომ“ კლასის ერთი სამგზავრო ავიაბილეთის (ერთი მიმართულებით) ღირებულების 200 %-ისა.
5. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ მოსამსახურეს, რომელიც როტაციის დროს მგზავრობს მისი ან მისი ოჯახის წევრის საკუთრებაში არსებული ავტომანქანით, ავტომანქანის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტის (ასლის) წარმოდგენის საფუძველზე, ერთჯერადი გასაცემლის სახით, ეძლევა მგზავრობის საკომპენსაციო თანხა ერთი „ეკონომ“ კლასის სამგზავრო ავიაბილეთის (ერთი მიმართულებით) ღირებულების 100%-ის ოდენობით.
6. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ მოსამსახურეს როტაციისას უნაზღაურდება მისი და მისი ოჯახის წევრების პირველადი მოწყობის ხარჯები, რომელიც მოიცავს:
ა) ბინის დაქირავებამდე ხარჯებს (სასტუმროს და სხვა ხარჯები);
ბ) ბინის დაქირავებასთან დაკავშირებულ ხარჯებს (სატრანსპორტო, მაკლერის და სხვა ხარჯები);
გ) პირველად საყოფაცხოვრებო მოწყობასთან დაკავშირებულ ხარჯებს (საოჯახო ინვენტარი, მოწყობილობა და სხვა).
7. ამ ბრძანების მე-6 პუნქტით გათვალისწინებული პირველადი მოწყობის ხარჯებისათვის მოსამსახურეებს ერთჯერადი დახმარების სახით მიეცემათ „მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის №231 ბრძანებულების №2 დანართით განსაზღვრული ქვეყნის ფარგლებს გარეთ მოკლევადიანი მივლინების დროს უცხოური ვალუტით ანაზღაურების სადღეღამისო ნორმების სამოცმაგი ოდენობის თანხა.
8. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ მოსამსახურეს და მის ოჯახის წევრებს ყოველწლიურად კუთვნილ შვებულებასთან დაკავშირებით აუნაზღაურდება:
ა) მოსამსახურეს – გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ყოველთვიური განაკვეთით – კუთვნილი ერთი თვის თანხა (დანართი №1);
ბ) მოსამსახურეს და მის ოჯახის წევრებს – „ეკონომ“-კლასის (ან შესაბამისი) სამგზავრო ბილეთების (ორივე მიმართულებით) ღირებულება ნებისმიერ ქვეყანაში გასამგზავრებლად, მაგრამ მათი საერთო ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს საქართველოში მგზავრობის ღირებულებას „ეკონომ“ კლასის სამგზავრო ავიბილეთებზე (ორივე მიმართულებით) დადგენილი ტარიფების მიხედვით;
გ) მოსამსახურის (გარდა მოსამსახურისა, რომელსაც სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე შეუწყდება შვებულება) მიერ ყოველწლიური შვებულების ნაწილ-ნაწილ გამოყენების შემთხვევაში მგზავრობის ხარჯები აუნაზღაურდება მხოლოდ ერთხელ, ამავე ბრძანების მე-8 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად;
დ) მოსამსახურის არყოფნის პერიოდში, მის ნაცვლად დროებით მოვალეობის შემსრულებლად დანიშნულ მოსამსახურის გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ხარჯების ანაზღაურება გადაანგარიშებას არ ექვემდებარება.
9. ნება დაერთოთ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ხელმძღვანელებს, გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, საჭიროების შემთხვევაში, როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ მოსამსახურეზე ავანსის სახით გასცენ ბინის დაქირავებასთან დაკავშირებით საავანსო თანხები არა უმეტეს სამი თვის ბინის ქირის ოდენობისა. საავანსო თანხის ხელმეორედ გაცემა დასაშვებია მხოლოდ ამ ბრძანების მე-11 პუნქტის შესაბამისად მოსამსახურის მიერ ავანსის დაბრუნების შემდეგ.
10. ბინის დაქირავებასთან დაკავშირებული ავანსის გარდა სხვა ავანსის გაცემა დაუშვებელია, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
11. ავანსად გაცემული საავანსო თანხის არა უმეტეს ექვსი თვის ვადაში დაბრუნებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მოსამსახურეს, ხოლო კონტროლის განხორციელების ვალდებულება – დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელს.
12. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ მოსამსახურეს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთამდე უნაზღაურდება დაკავებული თანამდებობრივი სარგო სრული ოდენობით, ხოლო საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის შემდგომ უნარჩუნდება შესაბამისი თანამდებობრივი სარგოს განაკვეთის 5 (ხუთი) პროცენტი.
13. ძალადაკარგულად ჩაითვალოს „საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ პირთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №196 ბრძანება.
14. წინამდებარე ბრძანებით განსაზღვრული ღონისძიებების ფინანსური უზრუნველყოფა განხორციელდეს „საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსათვის დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში.
15. ბრძანების შესრულებაზე კონტროლი და პასუხისმგებლობა დაევალოთ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ხელმძღვანელებს.
16. ბრძანება ამოქმედდეს 2009 წლის 1 იანვრიდან.
გ. ვაშაძე
დანართი №1
ინსტრუქცია
საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ პირთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ხარჯების ანაზღაურების ნორმებისა და გაანგარიშების წესის შესახებ
მუხლი 1
დაფინანსების რეგულირების ადაპტირებული კოეფიციენტების გამოანგარიშებისათვის გამოიყენება შემდეგი ძირითადი ელემენტები:
ა) კვების პროდუქტები და უალკოჰოლო სასმელები;
ბ) ალკოჰოლური სასმელები და თამბაქო;
გ) ფეხსაცმელი და ტანსაცმელი;
დ) ბინის დაქირავების, ექსპლუატაციის, კომუნალური და სხვა ხარჯები;
ე) ბინის ინვენტარი;
ვ) სამედიცინო დაზღვევა;
ზ) განათლების ხარჯები;
თ) სატრანსპორტო ხარჯები;
ი) კულტურულ-გამაჯანსაღებელი ღონისძიებების ხარჯები;
კ) გაუთვალისწინებელი ხარჯები.
მუხლი 2
საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ პირთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ხარჯების შემადგენელი ძირითადი ელემენტებია:
ა) საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ დამტკიცებული საბაზისო თანხა;
ბ) დაფინანსების რეგულირების ადაპტირებული კოეფიციენტები:
ბ.ა) ადგილსამყოფელი ქვეყნის/ქალაქის სიძვირის კოეფიციენტი (დგინდება გაეროს მიერ ყოველი წლის ნოემბერში გამოქვეყნებული ცირკულარის საფუძველზე);
ბ.ბ) ბინის ქირის ხვედრითი წილი (დგინდება გაეროს მიერ ყოველი წლის ნოემბერში გამოქვეყნებული ცირკულარის საფუძველზე).
მუხლი 3
1. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ პირთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების თანხის გაანგარიშება ხორციელდება შემდეგი წესით:
ა) გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ყოველთვიური განაკვეთი (S) გაიანგარიშება ფორმულით:
S = D + (– T + F)
სადაც:
D არის სამივლინებო თანხის პერსონალური განაკვეთი;
T – სამივლინებო თანხის პერსონალურ განაკვეთში ბინის ქირის წილი;
F – ბინის ქირის სუბსიდია.
ბ) სამივლინებო თანხის პერსონალური განაკვეთი გაიანგარიშება ფორმულით:
D = (H x A x K ) x (100+C x Q)%
სადაც:
H არის საბაზისო თანხა;
A – თანამდებობრივი მაჩვენებელი პროცენტებში;
K – ადგილსამყოფელი ქვეყნის/ქალაქის სიძვირის ადაპტირებული კორექტირებული კოეფიციენტი;
C – ოჯახის წევრთა რაოდენობა;
Q – ადგილსამყოფელ ქვეყანაში მყოფი (საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის მომენტიდან) ოჯახის თითოეულ წევრზე პროცენტული დანამატი (Q=7).
გ) სამივლინებო თანხის პერსონალურ განაკვეთში ბინის ქირის წილი (T) გაიანგარიშება ფორმულით:
T = D x E
სადაც:
D – სამივლინებო თანხის პერსონალური განაკვეთი;
E – ბინის ქირის ხვედრითი წილი პროცენტებში.
დ) ბინის ქირის სუბსიდია (F) გაიანგარიშება:
დ.ა) იმ შემთხვევაში, როდესაც ბინის ქირა (G) ნულის ტოლია, მაშინ ბინის ქირის სუბსიდიაც ტოლია ნულის:
G = 0 = F
დ.ბ) იმ შემთხვევაში, როდესაც G < T, მაშინ:
F = T
დ.გ) იმ შემთხვევაში, როდესაც G > T, მაშინ:
დ.გ.ა) დიპლომატიური დაწესებულების ხელმძღვანელებს აუნაზღაურდებათ სხვაობის 80%, ანუ F = T + (G - T) x 80%, ოღონდ არა უმეტეს ბინის ქირის წილის 200%-ის – (G - T) x 80% <= 2 x T;
დ.გ.ბ) დიპლომატიური დაწესებულების დანარჩენ მოსამსახურეებს აუნაზღაურდებათ სხვაობის 50%, ანუ F = T + (G - T) x 50%, ოღონდ არა უმეტეს ბინის ქირის წილის 100%-ის – (G - T) x 50% <= T.
2. გრძელვადიანი სამუშაო მივლინების თანხის გაანგარიშებისას გამოიყენება წინამდებარე ბრძანებით დამტკიცებული გეგმური სავალუტო კურსი.
მუხლი 4
1. საზღვარგარეთ საქართველოს ერთსა და იმავე დიპლომატიურ წარმომადგენლობასა ან საკონსულო დაწესებულებაში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებული მოსამსახურის ოჯახის ორი ან მეტი წევრის შემთხვევაში ოჯახის სხვა წევრებზე დანამატს მიიღებს მხოლოდ ის, რომელიც ამ ბრძანების №2 დანართით დამტკიცებული თანამდებობრივი მაჩვენებლებით უფრო მაღალ კატეგორიას განეკუთვნება, ხოლო ბინის დაქირავება უნდა განახორციელოს, მათ შორის, ერთ-ერთმა.
2. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებული პირის ბინის ქირის ოდენობის ან მისი ოჯახის წევრთა რაოდენობის შეცვლის შემდეგ ხორციელდება გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ხარჯის გადაანგარიშება დიპლომატიური დაწესებულებისათვის დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებული პირი ვალდებულია სამი დღის ვადაში წარმოადგინოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დიპლომატიური დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი ცნობა მოსამსახურის ბინის ქირის ოდენობისა ან ოჯახის წევრების რაოდენობის შეცვლის შესახებ.
დანართი №2
საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ მოსამსახურეთა თანამდებობრივი მაჩვენებლები
| № | თანამდებობის დასახელება | მაჩვენებელი პროცენტებში |
| 1 | 2 | 3 |
| 1 | საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, საერთაშორისო ორგნიზაციასთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი, საქართველოს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი | 100 |
| 2 | საქართველოს გენერალური კონსული | 80 |
| 3 | საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი, საერთაშორისო ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე | 75 |
| 4 | უფროსი მრჩეველი, კონსული | 70 |
| 5 | მრჩეველი, ფინანსური მენეჯერი | 65 |
| 6 | ვიცე-კონსული, პირველი მდივანი | 60 |
| 7 | მეორე მდივანი | 55 |
| 8 | მესამე მდივანი, ატაშე, რეფერენტი | 50 |
| 9 | კანცელარიის გამგე, სამეურნეო ნაწილის გამგე | 45 |
| 10 | მძღოლი | 40 |
დანართი №3
ადგილსამყოფელი ქვეყნის/ქალაქის სიძვირის ადაპტირებული კოეფიციენტი
| № | საელჩოების დასახელება | ადაპტირებული კორექტირებული | K ბინა |
| 1 | საქ. საელჩო ავსტრიის რესპუბლიკაში და საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა ევრობის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასა და ქ. ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებთან | 1.760 | 21 |
| 2 | საქ. საელჩო აზერბაიჯანის რესპუბლიკაში | 1.181 | 24 |
| 3 | საქ. საელჩო აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში | 1.637 | 28 |
| 4 | საქ. საელჩო ბელარუსის რესპუბლიკაში | 1.221 | 21 |
| 5 | საქ. საელჩო ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგში და ევროკავშირთან საქ. მუდმივი წარმომადგენლობა | 1.750 | 18 |
| 6 | საქ. საელჩო ბულგარეთის რესპუბლიკაში | 1.365 | 14 |
| 7 | საქ. მუდმივი წარმომადგენლობა გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან | 1.882 | 32 |
| 8 | საქ. საელჩო გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში | 1.793 | 28 |
| 9 | საქ. საელჩო დანიასა და ნორვეგიის სამეფოებში | 1.903 | 26 |
| 10 | საქ. საელჩო დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში და ირლანდიის რესპუბლიკაში | 1.982 | 30 |
| 11 | საქ. მუდმივი წარმომადგენლობა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში | 1.982 | 30 |
| 12 | საქ. საელჩო ეგვიპტისა და სირიის არაბთა რესპუბლიკებში | 1.268 | 21 |
| 13 | საქ. მუდმივი წარმომადგენლობა ევროპის საბჭოსთან | 1.799 | 23 |
| 14 | საქ. საელჩო ესპანეთის სამეფოში | 1.710 | 23 |
| 15 | საქ. საელჩო ესტონეთის რესპუბლიკაში | 1.473 | 20 |
| 16 | საქ. საელჩო თურქეთის რესპუბლიკაში, ალბანეთის რესპუბლიკაში, ბოსნიასა და ჰერცოგოვინაში | 1.573 | 21 |
| 17 | საქ. გენ. საკონსულო ქ. სტამბულში | 1.573 | 21 |
| 18 | საქ. გენ. საკონსულო ქ. ტრაპიზონში | 1.573 | 21 |
| 19 | საქ. საელჩო თურქმენეთსა და ავღანეთში | 1.327 | 11 |
| 20 | საქ. საელჩო იაპონიაში | 2.202 | 29 |
| 21 | საქ. საელჩო იორდანიის ჰაშიმიტურ საემფოში, ერაყისა და ლიბანის რესპუბლიკაში | 1.263 | 17 |
| 22 | საქ. საელჩო ირანის ისლამურ რესპუბლიკაში | 1.472 | 24 |
| 23 | საქ. საელჩო ისრაელის სახელმწიფოში | 1.563 | 21 |
| 24 | საქ. საელჩო იტალიის რესპუბლიკაში, მალტასა და სანმარინოში და ქ. რომში განლაგებულ გაეროს საერთაშორისო ორგანიზაციებთან (FAO, IFAD, WEP) საქართველოს წარმომადგენლობა | 1.791 | 22 |
| 25 | საქ. საელჩო კვიპროსის რესპუბლიკაში | 1.575 | 20 |
| 26 | საქ. საელჩო ლატვიის რესპუბლიკებში | 1.570 | 21 |
| 27 | საქ. საელჩო ლიტვის რესპუბლიკებში | 1.514 | 19 |
| 28 | საქ. მუდმივი წარმომადგენლობა ნატოსთან | 1.750 | 18 |
| 29 | საქ. საელჩო ნიდერლანდების სამეფოში | 1.711 | 25 |
| 30 | საქ. საელჩო პოლონეთის რესპუბლიკაში | 1.594 | 21 |
| 31 | საქ. საელჩო რუსეთის ფედერაციაში | 1.716 | 27 |
| 32 | საქ. საელჩო რუმინეთსა და მოლდოვას რესპუბლიკებში | 1.493 | 21 |
| 33 | საქ. საელჩო საბერძნეთისა და ხორვატიის რესპუბლიკაში | 1.634 | 17 |
| 34 | საქ. საელჩო საფრანგეთში, პორტუგალიასა და მონაკოს სამთავროში და მუდმივი წარმომადგენლობა იუნესკოში | 1.799 | 23 |
| 35 | საქ. საელჩო სლოვაკიისა და სლოვენიის რესპუბლიკაში | 1.636 | 20 |
| 36 | საქ. საელჩო სომხეთის რესპუბლიკაში | 1.144 | 18 |
| 37 | საქ. საელჩო უზბეკეთისა და ტაჯიკეთის რესპუბლიკებში | 1.021 | 21 |
| 38 | საქ. საელჩო უკრაინის რესპუბლიკაში | 1.227 | 28 |
| 39 | საქ. მუდმივი წარმომადგნლობა სუამში | 1.227 | 28 |
| 40 | საქ. საელჩო უნგრეთისა და სერბეთის რესპუბლიკებში | 1.567 | 24 |
| 41 | საქ. საელჩო ქუვეითის სახელმწიფოში, საუდის არაბეთის სამეფოში, ბაჰრეინის სამეფოში, კატარის სახელმწიფოში, ომანის სასულთნოსა და არაბთა გაერთიანებულ საემიროებში | 1.423 | 23 |
| 42 | საქ. გენ. საკონსულო ქ. ნიუ-იორკში | 1.882 | 32 |
| 43 | საქ. გენ. საკონსულო ქ. ოდესაში | 1.227 | 28 |
| 44 | საქ. გენ. საკონსულო ქ. სალონიკში | 1.634 | 17 |
| 45 | საქ. საელჩო ყაზახეთისა და ყირგიზეთის რესპუბლიკებში | 1.285 | 21 |
| 46 | საქ. საელჩო შვედეთის სამეფოსა და ფინეთის რესპუბლიკაში | 1.735 | 24 |
| 47 | საქ. საელჩო შვეიცარიის კონფედერაციაში – ჟენევაში გაეროს განყოფილებასა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა | 1.849 | 23 |
| 48 | საქ. საელჩო ჩეხეთის რესპუბლიკაში | 1.696 | 23 |
| 49 | საქ. საელჩო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში | 1.588 | 23 |
| 50 | საქ. საელჩო წმინდა საყდართან (ვატიკანში) | 1.791 | 22 |
| 51 | საქ. საელჩო ინდოეთის რესპუბლიკაში | 1.320 | 24 |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები