დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ პირთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2008 წლის 30 დეკემბრის №211 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 70 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 14/03/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 33, 19/03/2009 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 280.040.050.22.030.012.899 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 280.040.050.22.030.012.899
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის
ბრძანება №70
2009 წლის 14 მარტი
ქ. თბილისი
,,საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ პირთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2008 წლის 30 დეკემბრის №211 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. ,,საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ პირთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2008 წლის 30 დეკემბრის №211 ბრძანებაში (სსმ III, 30.12.2008 წ., №186, მუხ. 1947) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
ა) ბრძანების მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,5.საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ მოსამსახურეს, რომელიც როტაციის დროს მგზავრობს მისი ან მისი ოჯახის წევრის საკუთრებაში არსებული ავტომანქანით, ავტომანქანის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტის (ასლის) წარმოდგენის საფუძველზე, ერთჯერადი გასაცემლის სახით, ეძლევა მგზავრობისა და ბარგის გადაზიდვის ხარჯების საკომპენსაციო თანხა, რომელიც შეესაბამება ერთი ,,ეკონომ“ კლასის სამგზავრო ავიაბილეთის (ერთი მიმართულებით) ღირებულების 100%-ის ოდენობას.“;
ბ) ბრძანებას მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 პუნქტი:
,,71. ამ ბრძანების მე-6 პუნქტით გათვალისწინებული პირველადი მოწყობის ხარჯები არ გაიცემა იმავე ქალაქში განლაგებულ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში დანიშნულ მოსამსახურეებზე.“;
გ) ბრძანების დანართი №3-ის (ადგილსამყოფელი ქვეყნის/ქალაქის სიძვირის ადაპტირებული კოეფიციენტი) მე-2 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
| 2.
| საქართველოს საელჩო აზერბაიჯანის რესპუბლიკაში | 1,281 | 24 |
2. ეს ბრძანება, გარდა პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
3. ბრძანების პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2009 წლის 1 აპრილიდან.
გ. ვაშაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები