დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| შენობა-ნაგებობათა ფასადებზე (ღიობებზე, ვიტრაჟებზე)შესაბამისი საქმიანობის ან/და შესაბამისი სასაქონლო ნიშნის აღმნიშვნელი წარწერის განთავსების ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 40 |
| დოკუმენტის მიმღები | თვიმმართველი ქალაქი ბათუმი |
| მიღების თარიღი | 15/07/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110719005, 21/07/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 03/12/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 330130000.35.132.016067 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (21/07/2011 - 22/08/2019)
თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს
დადგენილება №40
2011 წლის 15 ივლისი
ქ. ბათუმი
შენობა-ნაგებობათა ფასადებზე (ღიობებზე, ვიტრაჟებზე) შესაბამისი საქმიანობის ან/და შესაბამისი სასაქონლო ნიშნის აღმნიშვნელი წარწერის განთავსების ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1. თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის ტერიტორიაზე არსებულ შენობა-ნაგებობათა ფასადებზე (ღიობებზე, ვიტრაჟებზე) შესაბამისი საქმიანობის ან/და შესაბამისი სასაქონლო ნიშნის აღმნიშვნელი წარწერა სავალდებულოა განთავსდეს ქართულ და ინგლისურ ენაზე. დაინტერესებულ პირს მიეცეს უფლება ქართულ და ინგლისურ ენებთან ერთად შესაბამისი წარწერა განათავსოს აგრეთვე მისთვის სასურველ სხვა რომელიმე ენაზე. დაუშვებელია ინგლისურ ან/და სხვა ენაზე განთავსებული წარწერა იყოს ქართულ ენაზე შესრულებულ წარწერაზე მეტი ზომის ან/და უკეთესად გაფორმებული (განათებული და სხვა) და კითხვადი.
მუხლი 2. შესაბამის სუბიექტებს დაევალოს 2011 წლის 1 სექტემბრამდე შენობა-ნაგებობათა ფასადებზე (ღიობებზე, ვიტრაჟებზე) საქმიანობის ან/და სასაქონლო ნიშნის აღმნიშვნელი წარწერის ამ დადგენილებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა.
მუხლი 3. ქალაქ ბათუმის მერიამ უზრუნველყოს დადგენილების შესრულებაზე კონტროლის განხორციელების მიზნით კანონმდებლობით გათვალისწინებული ორგანიზაციულ-სამართლებრივი ღონისძიებების განხორციელება.
მუხლი 4. დადგენილება ძალაშია კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე გ. კირთაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები