დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების დამატებით ღონისძიებათა გატარების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 36 |
| დოკუმენტის მიმღები | თვიმმართველი ქალაქი ბათუმი |
| მიღების თარიღი | 15/07/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110718001, 18/07/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 310130000.35.132.016063 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (18/07/2011 - 20/12/2013)
თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს
დადგენილება №36
2011 წლის 15 ივლისი
ქ. ბათუმი
საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების დამატებით ღონისძიებათა გატარების შესახებ
თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის, როგორც საკურორტო და ტურისტული ქალაქის ტერიტორიის გაფართოებისა და განვითარების კვალდაკვალ სულ უფრო იზრდება ამ ქალაქში ხალხისა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა, რაც თავისთავად მისასალმებელია, თუმცა ქვეითად მოსიარულეთა და ტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილების მიზნით საჭიროა გატარდეს დამატებითი სპეციალური ღონისძიებები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1. თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის ტერიტორიაზე არსებულ ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის ნებადართულ სიჩქარედ განისაზღვროს არა უმეტეს 40 კმ/სთ.
მუხლი 2. ეთხოვოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარ სამმართველოს (ჯ. ბაკურიძე) დადგენილების შესრულების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.
მუხლი 3. ქალაქ ბათუმის მერიამ თავისი კომპეტენციიის ფარგლებში უზრუნველყოს დადგენილების შესრულების მიზნით კანონმდებლობით გათვალისწინებული ორგანიზაციულ-სამართლებრივი ღონისძიებების განხორციელება.
მუხლი 4. დადგენილება ძალაშია კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე გ. კირთაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები