„საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების დამატებით ღონისძიებათა გატარების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2011 წლის 15 ივლისის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების დამატებით ღონისძიებათა გატარების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2011 წლის 15 ივლისის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 44
დოკუმენტის მიმღები თვიმმართველი ქალაქი ბათუმი
მიღების თარიღი 20/12/2013
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/12/2013
სარეგისტრაციო კოდი 310130000.35.132.016195
44
20/12/2013
ვებგვერდი, 24/12/2013
310130000.35.132.016195
„საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების დამატებით ღონისძიებათა გატარების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2011 წლის 15 ივლისის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
თვიმმართველი ქალაქი ბათუმი
 

თვითმმართველი ქალაქი  ბათუმის საკრებულოს

დადგენილება №44

2013 წლის 20 დეკემბერი

ქ. ბათუმი


 

„საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების დამატებით ღონისძიებათა გატარების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2011 წლის 15 ივლისის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, თვით­მ­მართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების დამატებით ღონისძიებათა გატარების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ბა­თ­უმის საკრებულოს 2011 წლის 15 ივლისის №36 დადგენილებაში (სსმ, 18.07.2011 წ.) შეტანილ იქნეს ცვლილება და  დადგენილების 1-ლი  მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1. საავტომობილო გზებზე სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის ნებადართულ სიჩქარედ განისაზღვროს:

1. არაუმეტეს 60 კმ/სთ ქ. ბათუმში მდებარე შემდეგ ქუჩებზე (საავტომობილო გზებზე): თამარ მეფის გამზირი, ოდისეი დიმიტრიადის ქუჩა; შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩა: ლეხ და მარია კაჩინსკის ქუჩა; საავტომობილო გზა (უსახელო ქუჩა) ლეხ და მარია კაჩინსკის ქუჩის (ახალი ბულვარის) გაგრძელებიდან აეროპორტის გზატკეცილთან შეერთებამდე; აეროპორტის გზატკეცილი ანგისის წრიულიდან (ბათუმი – სარფი – ახალციხის გამანაწილებელი გზის მონაკვეთიდან) მდინარე ჭოროხის ხიდამდე; აფსაროსის ქუჩა; ანდრია პირველწოდებულის ქუჩა;  პეტრე ბაგრატიონის ქუჩა;  მეგობრობის გამზირი.

2. არაუმეტეს 40 კმ/სთ ქ. ბათუმში მდებარე საავტომობილო გზებზე, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საავტომობილო გზებისა (ქუჩებისა).“.

მუხლი 2
ა(ა)იპ – სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტომ უზრუნველყოს დადგენილების შესრულების მიზნით შესაბამისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ღონისძიების განხორციელება თავისი კომპეტენციის ფარგლებში.
მუხლი 3
დადგენილების შესახებ ეცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო  პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარ სამმართველოს.
მუხლი 4
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნების­თანავე.

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეირაკლი ჩავლეიშვილი