დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2011 წლის 28 თებერვლის #6 დადგენილებით დამტკიცებულ ,,გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ დადგენილებაში (სსმ,15/03/2011)ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 35 |
| დოკუმენტის მიმღები | გარდაბნის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 11/07/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110711064, 14/07/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 11/08/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200140030.35.161.016058 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (14/07/2011 - 09/08/2011)
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №35
2011 წლის 11 ივლისი
ქ. გარდაბანი
გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2011 წლის 28 თებერვლის №6 დადგენილებით დამტკიცებულ ,,გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ დადგენილებაში (სსმ,15/03/2011) ცვლილების შეტანის თაობაზე
,,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
მუხლი1
შეტანილ ქნეს ცვლილება ,,გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 თებერვლის №6 დადგენილების „დანართ №1-ში“ დაჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი №1
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი
1. გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ერთი კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი (შემდგომში _ მიწის ნორმატიული ფასი) დიფერენცირებულია ქ. გარდაბნის ზონირების საფუძველზე შესაბამისი ზონების მიხედვით და გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით:
CN=IMGXItLXCXK, სადაც:
ა) CN – არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი;
ბ) IMG – არის ქ. გარდაბნის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც უდრის 0,52-ს;
გ) ItLL – არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც უდრის:
გ.ა) ცენტრალური ზონისათვის – 1.2-ს;
გ.ბ) შუალედური ზონისათვის – 1.0-ს;
გ.გ) პერიფერიული ზონისათვის – 0,8-ს;
დ) C არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0,24 ლარს;
ე) K არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა ყველა ზონაში უდრის 70-ს.
2. პირველი პუნქტის მიხედვით ქ. გარდაბნის მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს შემდეგი სახით:
| IMG | ItL | C | K | CN (ლარი) | |||||||||
| ცენტრალურიზონა | |||||||||||||
| 0,52 | 1.2 | 0.24 | 70 | 10.4832 | |||||||||
| შუალედური ზონა | |||||||||||||
| 0,52 | 1.0 | 0.24 | 70 | 8.736 | |||||||||
| პერიფერიულიზონა | |||||||||||||
| 0.52 | 0.8 | 0.24 | 70 | 6.9888 | |||||||||
3. გარდაბნის მუნიციპალიტეტის:
ა) სოფლებში: მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. გარდაბნის შუალედური ზონისათვის დადგენილი ფასის 50%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 4.368 ლარს.
4. გარდაბნის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. გარდაბნის შუალედური ზონისათვის დადგენილი ფასის 50%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 4.368 ლარს.
5. გარდაბნის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში გამავალი „საქართველოს საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 15 სექტემბრის №554 ბრძანებულებით განსაზღვრულ და სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. გარდაბნის შუალედური ზონისათვის დადგენილი ფასის 70%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 6.1152 ლარს.”.
მუხლი 2
შეტანილ ქნეს ცვლილება ,,გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28თებერვლის №6 დადგენილების დანართ №2-ში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი №2
დამტკიცებულია: გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 თებერვლის №6 დადგენილებით
|
ქ. გარდაბნის ზონების აღწერა |
ლოკალური ტერიტორიული ინდექსი LtL | |
| ცენტრალური ზონა | ||
| ცენტრალური ზონა: დავით აღმაშენებლის ქუჩა. | 1.2 | |
| შუალედურიზონა | ||
| შუალედური ზონა: კიროვის ქუჩა, სტალინის ქუჩა, კომკავშირის ქუჩა, ს. ვურგუნის ქუჩა, გორკის ქუჩა, ოქტომბრის ქუჩა, სადგურის ქუჩა სტალინის ქუჩის გადაკვეთამდე, კოლმეურნის ქუჩა კომკავშირის ქუჩის გადაკევთამდე, სიხნოს ქუჩას. ვურგუნის ქუჩის გადაკვეთამდე. ბაქოს, კომისრების, პირველი მაისის ქუჩები გორკის ქუჩის გადაკვეთამდე, სადგურის და დ. აღმაშენებლის ჩიხი ოქტომბრის ქუჩის გადაკვეთამდე. | 1.0
| |
| პერიფერიული ზონა | ||
| პერიფერიული ზონა: გამარჯვების ქუჩა, ნიზამის ქუჩა, კოსმონავტების ქუჩა, კონსტიტუციის ქუჩა, ჭაჭავჭავაძის ქუჩა, თბილწყაროს დასახლება, მე-7 ქარხნის დასახლება, თბილსრესის დასახლება, აზიზბეკოვის ქუჩა, ოქტომბრის ქუჩის ჩიხი, ოქტომბრის ქუჩის II ჩიხი, ქვემოკაპანახჩის დასახლება, ლელაშხას დასახლება და სხვა. | 0.8
| |
მუხლი 3
დადგენილება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.
მუხლი 4
დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში (მის: ქ. გარდაბანი, დ. აღმაშენებლის ქ. №14) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით.
საკრებულოს თავმჯდომარე გ. ფეიქრიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები