,, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 თებერვლის N6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
,, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 თებერვლის N6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 40
დოკუმენტის მიმღები გარდაბნის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 09/08/2011
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110809028, 11/08/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 25/01/2012
სარეგისტრაციო კოდი 200140030.35.161.016063
  • Word
40
09/08/2011
ვებგვერდი, 110809028, 11/08/2011
200140030.35.161.016063
,, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 თებერვლის N6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
გარდაბნის მუნიციპალიტეტი

 გარდაბნის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №40

2011 წლის 9 აგვისტო

ქ. გარდაბანი

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“  გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 თებერვლის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს კანონის „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დ ა ა დ გ ი ნ ა:

    მუხლი 1

შეტანილ იქნეს ცვლილება ,,გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 თებერვლის №6 დადგენილების (სსმ,15/03/2011) „დანართ №1-ში“ და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:                                                                                                                                                                                                                           

„დანართი №1

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი

1. გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ერთი კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი (შემდგომში _ მიწის ნორმატიული ფასი) დიფერენცირებულია ქ. გარდაბნის ზონირების საფუძველზე შესაბამისი ზონების მიხედვით და გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით:

CN=IMGXItLXCXK, სადაც:

) CN – არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი;

) IMG–Gარის ქ. გარდაბნის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც უდრის 0,52-;

) ItL– არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც უდრის:

.) ცენტრალური ზონისათვის – 1.2-;

.) შუალედური ზონისათვის – 1.0-;

.) პერიფერიული ზონისათვის – 0,8-;

) C-არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0,24 ლარს.

) Kარის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა ყველა ზონაში უდრის 70-.

2. პირველი პუნქტის მიხედვით ქ. გარდაბნის მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს შემდეგი სახით:

IMG

ItL

C

K

CN (ლარი)

ცენტრალური ზონა

  0,52

 1.2

    0.24

     70

   10.4832

შუალედური ზონა

   0,52

    1.0

   0.24

    70

   8.736

პერიფერიული ზონა

  0.52

   0.8

  0.24

   70

  6.9888

“.

3. გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში: მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. გარდაბნის შუალედური ზონისათვის დადგენილი ფასის 50%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 4.368 ლარს.  

4. გარდაბნის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. გარდაბნის შუალედური ზონისათვის დადგენილი ფასის 50%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 4.368 ლარს.

 5. გარდაბნის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში გამავალი „საქართველოს საერთაშორისო და შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 15 სექტემბრის №554 ბრძანებულებით განსაზღვრულ საერთაშორისო და შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. გარდაბნის შუალედური ზონისათვის დადგენილი ფასის 70%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 6.1152 ლარს.“.  

    მუხლი 2

  ,,გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 თებერვლის 6 დადგენილებას დაემატოს დანართი 3 და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

  „დანართი №3

 

           ქ. გარდაბნის ზონების აღწერა

 

 ლოკალური ტერიტორიული ინდექსი LtL

                                         ცენტრალური ზონა

ცენტრალური ზონა: დავით აღმაშენებლის ქუჩა.

  1.2

                    შუალედური ზონა

უალედური ზონა: კიროვის ქუჩა, სტალინის ქუჩა, კომკავშირის ქუჩა, ს.ვურგუნის ქუჩა, გორკის ქუჩა, ოქტომბრის ქუჩა, სადგურის ქუჩა სტალინის ქუჩის გადაკვეთამდე, კოლმეურნის ქუჩა კომკავშირის ქუჩის გადაკვთამდე, სიხნოს ქუჩა ს.ვურგუნის ქუჩის გადაკვეთამდე. ბაქოს, კომისრების, პირველი მაისის ქუჩები გორკის ქუჩის გადაკვეთამდე, სადგურის და დ.აღმაშენებლის ჩიხი ოქტომბრის ქუჩის გადაკვეთამდე.

     1.0

 

                    პერიფერიული ზონა

პერიფერიული ზონა: გამარჯვების ქუჩა, ნიზამის უჩა, კოსმონავტების ქუჩა, კონსტიტუციის ქუჩა, ჭაჭავჭავაძის ქუჩა, თბილწყაროს დასახლება, მე-7 ქარის დასახლება, თბილსრესის დასახლება, აზიზბეკოვის ქუჩა, ოქტომბრის ქუჩის ჩიხი, ქტომბრის ქუჩის II ჩიხი, ქვემო კაპანახჩის დასახლება, ელაშხას დასახლება და სხვა.

                   0.8

 

“.

    მუხლი 3

ძალადაკარგულად იქნეს გამოცხადებული „გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2011 წლის 28 თებერვლის №6 დადგენილებით დამტკიცებულ „გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ დადგენილებაში (სსმ, 15/03/2011) ცვლილების შეტანის თაობაზე“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ 2011 წლის 11 ივლისის №35 დადგენილება.

       მუხლი 4

 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

     საკრებულოს თავმჯდომარე                               . ფეიქრიშვილი