პროგრამული ბიუჯეტის შედგენის მეთოდოლოგიის დამტკიცების თაობაზე

  • Word
პროგრამული ბიუჯეტის შედგენის მეთოდოლოგიის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 385
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 08/07/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110711025, 11/07/2011
სარეგისტრაციო კოდი 190040000.22.033.016212
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
385
08/07/2011
ვებგვერდი, 110711025, 11/07/2011
190040000.22.033.016212
პროგრამული ბიუჯეტის შედგენის მეთოდოლოგიის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (11/07/2011 - 11/07/2012)

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება 385

2011 წლი 8 ივლისი

ქ. თბილისი

პროგრამული ბიუჯეტის შედგენის მეთოდოლოგიის დამტკიცების თაობაზე

საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის მე-9 მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე , ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს სახელმწიფო ბიუჯეტის პროგრამული ბიუჯეტის ფორმატით შედგენის მეთოდოლოგია დანართის შესაბამისად.

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებს დაევალოს:

ა) პროგრამული ბიუჯეტის დანერგვის მიზნით 2011 წლის 31 აგვისტომდე „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში“ ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის მომზადება ;

ბ) 2012 წლის 1 მარტამდე ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების პროგრამული ბიუჯეტის ფორმატით შედგენის მეთოდოლოგიის შემუშავება.

3. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2011 წლის 11 ივლისიდან.

მინისტრი                                                                                                . გვინდაძე

 

დანართი

სახელმწიფო ბიუჯეტის პროგრამული ბიუჯეტის ფორმატით შედგენის მეთოდოლოგია

 

1. შესავალი

საქართველოს საბიუჯეტო პროცესში ბოლო წლებში განხორციელებული მნიშვნელოვანი რეფორმების შემდგომი ეტაპია ბიუჯეტის პროგრამულ დაგეგმვაზე გადასვლა. 2009 წელს მიღებული საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის მიხედვით საკანონმდებლო დონეზე მოხდა აღნიშნული ვალდებულების აღიარება, კერძოდ, სახელმწიფო ბიუჯეტი პროგრამული ბიუჯეტის ფორმატით უნდა მომზადდეს 2012 წლისთვის, ხოლო ავტონომიურმა რესპუბლიკებმა და ადგილობრივმა თვითმმართველმა ერთეულებმა მათი ბიუჯეტები პროგრამული ბიუჯეტის ფორმატით უნდა მოამზადონ 2013 წლისათვის.

პროგრამული ბიუჯეტის შედგენის მეთოდოლოგიის შემუშავება მიზნად ისახავს, საბიუჯეტო პროცესში ჩართული ყველა მხარისათვის შეძლებისდაგვარად ნათელი წარმოდგენის შექმნას პროგრამული  ბიუჯეტის შედგენისა და ანგარიშგების პროცესთან დაკავშირებულ საკითხებზე.  შესაბამისად პირველ რიგში აუცილებელია განიმარტოს თავად პროგრამული ბიუჯეტის არსი და მისი შემოღების მიზანშეწონილობა.

პროგრამული ბიუჯეტის ძირითადი უპირატესობა ტრადიციული ორგანიზაციული სტრუქტურის მქონე ბიუჯეტთან შედარებით, იმაში მდგომარეობს, რომ პროგრამული ბიუჯეტი საშუალებას იძლევა დაგეგმვის პროცესიდანვე ბიუჯეტი ორიენტირებული იყოს შედეგებზე. პროგრამულ ფორმატში ნათელია მიზეზ-შედეგობრივი კავშირი კონკრეტულ ღონისძიებაში ჩადებულ ფინანსურ რესურსებსა და მიღებულ შედეგებს შორის, რაც სახელმწიფო ფინანსების ეფექტურად გამოყენების უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა. ასევე, პროგრამული ბიუჯეტი საშუალებას იძლევა მთელი ბიუჯეტი დავინახოთ მისი დაფინანსებით გასატარებელი ძირითადი პროგრამების და მათი შედეგების თვალსაზრისით და არა მხოლოდ ორგანიზაციულ ჭრილში.

პროგრამული ბიუჯეტის შესრულების შეფასებისას ნათლად უნდა გამოჩნდეს მიღწეული შედეგები და არა მხოლოდ ათვისებული ასიგნებები, შესაბამისად პროგრამული ბიუჯეტის შესრულების შეფასებისას აქცენტი გადატანილი უნდა იყოს დაგეგმილ და მიღებულ შედეგს შორის არსებულ განსხვავებაზე და არა მხოლოდ მხარჯავი დაწესებულების და მისი საბიუჯეტო ორგანიზაციებისათვის დამტკიცებული და დაზუსტებული გეგმით გათვალისწინებულ ასიგნებებსა და საკასო შესრულებას შორის არსებულ განსხვავებებზე.

პროგრამული ბიუჯეტის უპირატესობა სწორედ ისაა, რაშიც მდგომარეობს მის დანერგვასთან დაკავშირებული ყველაზე დიდი პრობლემა. პროგრამული ბიუჯეტის დაგეგმვა შედეგზეა ორიენტირებული, მის ამოსავალ წერტილს წარმოადგენს მისაღები საბოლოო და შუალედური შედეგები და არა მხოლოდ პროგრამების განმახორციელებლებზე გადანაწილებული რესურსები. შესაბამისად უნდა დაიგეგმოს ჯერ შედეგი და ის ინდიკატორები, რომელთა საშუალებითაც შედეგის გაზომვა გახდება შესაძლებელი, შემდეგ ითვლება შედეგის მისაღწევად აუცილებელი ხარჯები და ბიუჯეტის დაგეგმვისას შესაბამისობაში მოდის ერთმანეთთან პროგრამის დასახული მიზნის მისაღწევად საჭირო და არსებული რესურსები.

ბოლო წლების მანძილზე პილოტურ სამინისტროებთან პროგრამულ ბიუჯეტზე გადასვლის კონცეფციის შესამუშავებლად ჩატარებული სამუშაოებისა და საერთაშორისო გამოცდილების შედეგად გამოიკვეთა რა მიმართულებით უნდა განვითარდეს გარდამავალი ეტაპი, რა შესაძლო სირთულეები იქნება გადასალახი პროგრამული ბიუჯეტის ფორმატის მთელ ბიუჯეტზე გავრცელების შემდეგ და რა მეთოდებით შეიძლება გარდამავალი ეტაპი მაქსიმალურად მოქნილი იყოს სახელმწიფო სექტორისთვის.

წინამდებარე მეთოდოლოგიის შემუშავება მიზნად ისახავს უკვე ჩატარებული სამუშაოებიდან მიღებული გამოცდილებისა და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციების საფუძველზე წარმოადგინოს პროგრამულ ბიუჯეტზე გადასვლასთან დაკავშირებული საკითხების დეტალური განმარტება, პროგრამული ბიუჯეტის კანონის ფორმატი და მეთოდური მითითებები მხარჯავი დაწესებულებებისათვის, რაც მათ გაუადვილებთ ტრადიციული ბიუჯეტის სტრუქტურიდან პროგრამული ბიუჯეტის ფორმატზე გადასვლას.

თავიდანვე უნდა აღინიშნოს, რომ გარდამავალი ეტაპი საკმაოდ რთული და შრომატევადი პროცესი იქნება. საწყის ეტაპზე, რომელიც გულისხმობს 3 წლიან პერიოდს, განსაკუთრებით რთული იქნება ბიუჯეტის ახალი ფორმატით აწყობა და თავად ეს მეთოდოლოგიაც გახდება გადახედვის საგანი შემდგომი დახვეწის მიზნით. პროგრამული ბიუჯეტის დანერგვის საწყის ეტაპზე შესრულების შეფასების ინდიკატორები ინფორმაციული სახის იქნება. შეფასების ინდიკატორები არ დამტკიცდება წლიური საბიუჯეტო კანონით და ისინი წარმოდგენილი იქნება ბიუჯეტის დანართებში. პირველი ეტაპზე შეფასების შესრულების ინდიკატორების მსგავსი სახით წარმოდგენა საშუალებას მოგვცემს დაიხვეწოს მათი შემუშავების მეთოდები და ინდიკატორებით წარმოდგენილი ინფორმაცია გახდეს მაქსიმალურად რეალური, ზუსტი და შესრულების ეფექტურად გაზომვის საშუალება.

 წინამდებარე მეთოდოლოგია მოიცავს შემდეგ საკითხებს:

ქვეყნის ძირითადი მონაცემების და მიმართულებების (BDD) დოკუმენტი _ დოკუმენტის, როგორც ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესის პირველი ეტაპის განხილვა, მისი შემადგენელი ნაწილები და მასში მოცემული ინფორმაციის დატვირთვა ზოგადად საბიუჯეტო პროცესთან მიმართებაში.

პროგრამული ბიუჯეტის სტრუქტურა _ როგორ აიწყობა პროგრამული ფორმატის წლიური საბიუჯეტო კანონი, რა თავებისგან შედგება იგი და რას მოიცავს თითოეული მათგანი;

პროგრამა, როგორც პროგრამული ბიუჯეტის ძირითადი კატეგორია _ მეთოდოლოგიის დიდი ნაწილი ეთმობა თავად პროგრამის, როგორც პროგრამული კლასიფიკაციის ძირითადი კატეგორიის განსაზღვრას, მის სახეებს და ტიპებს, ასევე პროგრამის შემადგენელი ელემენტების (ქვეპროგრამები/ღონისძიებები) დახასიათებას. აქვეა წარმოდგენილი პროგრამის საბოლოო შედეგების და მისი შესრულების შეფასების ინდიკატორების აღწერა;

პროგრამული ბიუჯეტის დანართი და მისი შევსების ინსტრუქცია _ პროგრამის, მისი ქვეპროგრამების, განმახორციელებლების, საბოლოო შედეგების, მიღწეული შედეგების შეფასების ინდიკატორების, დაფინანსების წყაროებისა და მოცულობის შესახებ რა ინფორმაცია უნდა იყოს წარმოდგენილი დანართში ;

კაპიტალური ბიუჯეტის დანართი და მისი შევსების ინსტრუქცია _ რა ინფორმაცია უნდა იყოს წარმოდგენილი კაპიტალურ პროექტებთან მიმართებაში;

პროგრამული  ბიუჯეტის შესრულების ანგარიში _ როგორ უნდა აიწყოს პროგრამული ბიუჯეტის შესრულების ანგარიში, რომელიც დაფუძნებული იქნება ინდიკატორების საშუალებით მიღწეული შედეგების გაანალიზებაზე და არა მხოლოდ ასიგნებების ათვისებაზე; ასევე წარმოდგენილია კაპიტალური ბიუჯეტის შესრულების შეფასების ანგარიშის ფორმატი;

გარდამავალი ეტაპი _ მეთოდური მითითებები მხარჯავი დაწესებულებებისათვის, როგორ შეიძლება განხორციელდეს ორგანიზაციული სტრუქტურის მქონე ბიუჯეტის გადაწყობა პროგრამულ ფორმატში .

 

2. ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების (BDD) დოკუმენტი

საქართველო სახელმწიფო ბიუჯეტის მომზადების პირველი ეტაპი იწყება ყოველი წლის პირველ მარტამდე, როდესაც საქართველოს მთავრობა განსაზღვრავს იმ მხარჯავი დაწესებულებების ნუსხას, რომლებიც უნდა ჩაერთონ დასაგეგმი წლებისათვის ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის მომზადებაში. მთავრობის მიერ ასევე განისაზღვრება იმ სხვა მხარჯავი დაწესებულებების ჩამონათვალი, რომლებიც სამინისტროებთან ერთად ვალდებულები იქნებიან თავიანთი ბიუჯეტის პროექტი წარმოადგინონ პროგრამული ფორმატით.

მხარჯავი დაწესებულებების განსაზღვრასთან ერთად მთავრობის დადგენილებით უნდა განისაზღვროს იმ ინფორმაციის ნუსხა და მისი მომზადების ვადები, რომელიც საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ უნდა გამოიყენოს ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის მომზადების პროცესში.

საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად საქართველოს ფინანსთა სამინისტროში წარდგენილი უნდა იყოს არანაკლებ შემდეგი ინფორმაცია:

გასული ორი წლის განმავლობაში, პრიორიტეტების ფარგლებში დაგეგმილ პროგრამებსა და ღონისძიებებზე მიმართული სახსრები და მათი განხორციელებით მიღწეული შედეგები;

მიმდინარე წლისთვის არსებული პრიორიტეტების ფარგლებში დაგეგმილ პროგრამებსა და ღონისძიებებზე გამოყოფილი სახსრები და მათი განხორციელებით მოსალოდნელი შედეგები;

დასაგეგმი წლებისათვის მხარჯავი დაწესებულებების პრიორიტეტების ჩამონათვალი, მათი მოკლე აღწერა, მოსალოდნელი შედეგები და შედეგების შეფასების ინდიკატორები;

დასაგეგმი წლების პრიორიტეტების საშუალოვადიანი ბიუჯეტი, რომელიც ჩაშლილი უნდა იყოს პროგრამების  მიხედვით;

დასაგეგმი წლისათვის მხარჯავ დაწესებულებებში დასაქმებულთა საორიენტაციო ზღვრული მოცულობები;

დასაგეგმი წლებისათვის გამოსაყოფი ასიგნებების საორიენტაციო ზღვრული მოცულობები.

 

აღნიშნული ინფორმაციის მიღების შემდგომ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო საქართველოს სამინისტროებთან კონსულტაციების საფუძველზე ამზადებს ინფორმაციას საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებებისა და ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზების შესახებ, რომელიც წარედგინება საქართველოს მთავრობას.

საქართველოს მთავრობის სხდომაზე განხილვის შემდგომ აღნიშნული ინფორმაცია ეგზავნება საქართველოს პარლამენტს. საქართველოს პარლამენტის შესაბამისი კომიტეტების დასკვნების გათვალისწინებით საქართველოს სამინისტროები ამტკიცებენ მათ საშუალოვადიან სამოქმედო გეგმებს და უგზავნიან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს.

საქართველოს სამინისტროების საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმების, მხარჯავი დაწესებულებების მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის, მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და პროგნოზირებული საფინანსო რესურსის საფუძველზე საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ამზადებს ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის პირველად ვარიანტს.

ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტში საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით გათვალისწინებული ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს შემდეგი სტრუქტურის მიხედვით:

დოკუმენტის პირველ ნაწილში წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს მთავრობის მიერ დასახული მიზნები, რისი მიღწევა სურს საშუალოვადიან პერიოდში და რა ძირითადი სამოქმედო გეგმები აქვს დასახული აღნიშნული მიზნების მისაღწევად.

მეორე ნაწილში აღწერილი უნდა იყოს ქვეყანაში არსებული მაკროეკონომიკური სიტუაციის მოკლე ანალიზი, ძირითადი მაკროეკონომიკური ინდიკატორების ფაქტ ობრივი და საპროგნოზო მაჩვენებლები და მათი აღწერა;

მაკროეკონომიკური სიტუაციის აღწერის შემდგომ წარმოდგენილი უნდა იყოს გასული ორი წლის ბიუჯეტის შესრულების საბოლოო შედეგები, შემოსულობების ფაქტიური მაჩვენებლები და ბიუჯეტიდან დაფინანსებული მნიშვნელოვანი ღონისძიებები;

შემდგომ ნაწილში მოცემული უნდა იყოს მიმდინარე საბიუჯეტო წლის და დასაგეგმი წლების ნაერთი და სახელმწიფო ბიუჯეტის აგრეგირებული მაჩვენებლები და საფინანსო რესურსის პროგნოზების მოკლე აღწერა;

დოკუმენტის მეხუთე ნაწილში წარმოდგენილი უნდა იყოს დასაგეგმი წლებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების რიცხოვნობის და ასიგნებების საორიენტაციო ზღვრული მოცულობები. ასიგნებების საორიენტაციო ზღვრულ მოცულობაში არ უნდა იყოს გათვალისწინებული დონორების მიერ დაფინანსებული პროგრამები და მათ ფარგლებში სახელმწიფოს თანადაფინანსებისა და თანამონაწილეობისთვის საჭირო ასიგნებები. ზღვრული მოცულობების გაანგარიშებისას საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ უნდა გაითვალისწინოს შემდეგი გარემოებები:

- საქართველოს პარლამენტის და საქართველოს კონტროლის პალატის ზღვრულ მოცულობებში საქართველოს პარლამენტის შესაბამისი დადგენილებით გათვალისწინებული ასიგნებები;

- საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს და საერთო სასამართლოების ასიგნებების განსაზღვრისას, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 42-ე მუხლის შესაბამისად არ უნდა შეამციროს აღნიშნული ორგანიზაციების ხარჯების მოცულობა მიმდინარე წლის მოცულობასთან შედარებით;

- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შეთხვევაში უნდა გაითვალისწინოს, რომ საქართველოს პროკურატურისათვის გამოყოფილი ხარჯების მოცულობა არ უნდა იყოს წინა წლის შესაბამის მოცულობაზე ნაკლები;

- საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროების ასიგნებების ზღვრული მოცულობების განსაზღვრისას საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 44-ე მუხლის მოთხოვნები;

საშტატო განრიგით გათვალისწინებულ თანამშრომელთა რაოდენობა და მათი თანამდებობრივი სარგოების წლიური მოცულობა გაითვალისწინოს მიმდინარე წელს მოქმედი საშტატო განრიგის მიხედვით;

- შტატგარეშე თანამშრომელთა სახელფასო ფონდი განსაზვროს არა უმეტეს მიმდინარე წელს არსებული ოდენობისა;

- მივლინებების, ოფისის, ტრანსპორტის, ტექნიკის და იარაღის ექსპლოატაციისა და მოვლა-შენახვის (გარდა საქართველოს თავდაცვის და შინაგან საქმეთა სამინისტროების) და საბიუჯეტო ორგანიზაციის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული სხვა მიმდინარე ხარჯები განსაზღვროს გასული და მიმდინარე წლების სტატისტიკური მონაცემების გათვალისწინებით. ამასთან , აღნიშნული ხარჯები არ უნდა იყოს მიმდინარე წლის გეგმიურ მაჩვენებელზე მეტი; პროგრამების და მათ ფარგლებში განსახორციელებელი ქვეპროგრამებისა და ღონისძიებებისათვის საჭირო თანხები განსაზღვროს მათი შესრულების გასული და მიმდინარე სტატისტიკური ინფორმაციის და საფინანსო რესურსის პროგნოზის გათვალისწინებით. გარდა ამისა , პროგრამის ბიუჯეტის განსაზღვრისას გაანალიზებულ უნდა იქნეს გასულ წლებში შესაბამისი პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი და ფაქტ ობრივად მიღწეული შედეგები;

პრემიერ-მინისტრის სიტყვიერი დავალებების შესაბამისად, ფინანსთა სამინისტრო უფლებამოსილია შეამციროს ან გაზარდოს ზემოთაღნიშნული პრინციპებით გაანგარიშებული ზღვრული მოცულობები;

დოკუმენტის მეექვსე ნაწილში წარმოდგენილი უნდა იყოს მთავრობის მიერ დასახული მიზნების მისაღწევად დაგეგმილი პრიორიტეტული მიმართულებები, თითოეული მათგანის მოკლე აღწერა, მათ ფარგლებში მხარჯავი დაწესებულებების მიერ დაგეგმილი პროგრამები, მათი აღწერა და მოსალოდნელი შედეგები;

დოკუმენტის ბოლო ნაწილში მოცემული უნდა იყოს მთავრობის მიერ განსაზღვრული პრიორიტეტული მიმართულებების ფარგლებში მხარჯავი დაწესებულებების მიერ დაგეგმილი თითოეული პროგრამის დაფინანსების მოცულობა დასაგეგმი საბიუჯეტო წლებისათვის. აღნიშნულ ნაწილში წარმოდგენილი უნდა იყოს პროგრამის განხორციელებაზე მიმართული მთლიანი სახსრები და მათ შორის გამოყოფილი უნდა იყოს ბიუჯეტით გასათვალისწინებელი თანხის მოცულობა;

დოკუმენტს თან უნდა ახლდეს შესაბამისი დანართები, სადაც წარმოდგენილი იქნება განახლებული მაკროეკონომიკური პროგნოზები .

 

3. ბიუჯეტის სტრუქტურა

პროგრამულ ბიუჯეტზე გადასვლის შემდგომ ბიუჯეტის კანონში ძირითადი ყურადღება გამახვილებული იქნება დაგეგმილი პროგრამების მოსალოდნელ შედეგებზე და არა საბიუჯეტო ორგანიზაციებისათვის გამოყოფილ ასიგნებებზე, რისი გათვალისწინებითაც ბიუჯეტის კანონის პროექტი უნდა შემუშავდეს შემდეგი სტრუქტურის მიხედვით:

 

3.1 - სახელმწიფო ბიუჯეტის ძირითადი მაჩვენებლები (პირველი თავი)

აღნიშნული თავში წარმოდგენილი იქნება სახელმწიფო ბიუჯეტის ბალანსი საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით. მონაცემები წარმოდგენილი უნდა იყოს გასული და მიმდინარე წლებისათვის, ხოლო დასაგეგმი წლის მონაცემები უნდა დაიყოს საბიუჯეტო და დონორების დაფინანსებად. ასევე აღნიშნული თავი უნდა მოიცავდეს ინფორმაციას სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების და გადასახდელების მთლიანი მაჩვენებლებისა და ნაშთის ცვლილების შესახებ.

 

3.2 - სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები (მეორე თავი)

აღნიშნულ თავში წარმოდგენილი უნდა იყოს შემოსავლების ჩაშლა საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით და მონაცემები წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც დასაგეგმი, ასევე გასული და მიმდინარე წლებისათვის.

 

3.3 - სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯები, არაფინანსური აქტივები და მათი ფუნქციონალური კლასიფიკაცია (მესამე თავი)

აღნიშნულ თავში წარმოდგენილი უნდა იყოს ხარჯების მთლიანი მოცულობა, არაფინანსური აქტივების ზრდის მთლიანი მოცულობა ჩაშლილი მხარჯავი დაწესებულებების მიხედვით, არაფინანსური აქტივების კლების მთლიანი მოცულობა ჩაშლილი საბიუჯეტო კლასიფიკაციის ძირითადი კატეგორიების მიხედვით და ხარჯების და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია.

 

3.4 - სახელმწიფო ბიუჯეტის მთლიანი სალდო, ფინანსური აქტივებისა და ვალდებულებების ცვლილება (მეოთხე თავი)

აღნიშნულ თავში წარმოდგენილი უნდა იყოს:

სახელმწიფო ბიუჯეტის მთლიანი სალდოს მოცულობა;

ფინანსური აქტივების ზრდის და კლების მოცულობები ჩაშლილი საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით გასული, მიმდინარე და დასაგეგმი წლებისათვის;

სახელმწიფო ვალების ზრდის მოცულობა, მათ შორის საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისა და უცხო ქვეყნების მთავრობების მიერ საქართველოს მთავრობისათვის გამოსაყოფი გრძელვადიანი საინვესტიციო, შეღავათიანი კრედიტები ჩაშლილი პროექტების მიხედვით გასული, მიმდინარე და დასაგეგმი წლებისათვის;

ვალდებულებების კლების მაჩვენებელი გასული, მიმდინარე და დასაგეგმი წლებისათვის;

შესაბამისი წლის ბოლოსათვის სახელმწიფო ვალის საპროგნოზო ზღვრული მოცულობა ჩაშლილი კრედიტორების (გარდა სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების) მიხედვით;

 

3.5 - სახელმწიფო ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები (მეხუთე თავი)

აღნიშნულ თავში წარმოდგენილი იქნება სახელმწიფო ბიუჯეტის პრიორიტეტები, ამ პრიორიტეტების ფარგლებში, შესაბამისი წლის განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებებით მხარჯავი დაწესებულებების მიერ განსახორციელებელი პროგრამები (ქვეპროგრამები/ღონისძიებები), მათი აღწერა და მიზანი.

ძირითადად ყველა პროგრამა დაკავშირებული უნდა იყოს ქვეყნის პრიორიტეტებთან და  განხორციელდეს ამ პრიორიტეტების მიზნების მისაღწევად, თუმცა ბიუჯეტში შესაძლებელია იყოს წარმოდგენილი რამდენიმე პროგრამა, რომელიც არ ემსახურება კონკრეტულ პრიორიტეტულ მიმართულებას, მაგრამ მის ფარგლებში დაგეგმილ ქვეპროგრამებს და ღონისძიებებს მნიშვნელოვანი როლი ენიჭება სახელმწიფო ფუნქციების შესასრულებლად და მათი განხორციელება ყველა პრიორიტეტისათვის აუცილებელია.

 

3.5.1 - პროგრამა

პროგრამა წარმოადგენს ბიუჯეტით განსაზღვრული პრიორიტეტების მიზნების მისაღწევად განსახორციელებელი ღონისძიებების ერთობლიობას, რომლებიც დაჯგუფებულია მსგავსი შინაარსის მიხედვით და ხორციელდება გრძელვადიან პერიოდში ერთი საბოლოო შედეგის მისაღწევად.

ბიუჯეტით განსაზღვრული პროგრამისათვის აუცილებელია შესაბამისი წლის ბიუჯეტის კანონით გამოყოფილი იყოს ასიგნებები და ქონდეს შესაბამისი პროგრამული კოდი.

პროგრამები უნდა ჩამოყალიბდეს მხარჯავი დაწესებულებების კომპეტენციიდან გამომდინარე. ერთი პროგრამის განმახორციელებელი უნდა იყოს ერთი მხარჯავი დაწესებულება.

უმეტეს შემთხვევაში პროგრამები უნდა იყოს გრძელვადიანი და მუდმივი, თუმცა , შესაძლებელია , სპეციფიკიდან გამომდინარე , არსებობდეს პროგრამები, რომლებიც განხორციელდება კონკრეტული წლის განმავლობაში.

ბიუჯეტის მე-5 თავში წარმოდგენილი უნდა იყოს თითოეული პროგრამის აღწერა და მიზანი, ანუ უნდა გაიწეროს რა ღონისძიებებია დაგეგმილი პროგრამის ფარგლებში და რას უნდა მივაღწიოთ პროგრამის განხორციელებით.

პროგრამა რამდენიმე ტიპის შეიძლება იყოს, მაგრამ ყველა მათგანი უნდა წარმოადგენდეს იმ ღონისძიებების ერთობლიობას, რომლებიც ემსახურებიან საერთო საბოლოო შედეგების მიღებას, პრიორიტეტის მიზანს. პროგრამას უნდა ქონდეს მისი მიზანი და ბიუჯეტი.

 

პროგრამა შინაარსით ძირითადად შეიძლება იყოს:

მართვის და რეგულირების

პროგრამა განეკუთვნება ამ ტიპს, თუ იგი მოიცავს ისეთ ღონისძიებებს, რომლებიც ადმინისტრაციული ხასიათისაა და ხელს უწყობს სისტემის გამართულ ფუნქციონირებას ან/და დაკავშირებულია შესაბამის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებასთან და სხვადასხვა საკითხების რეგულირებასთან. ამ ტიპის პროგრამა შესაძლოა იყოს წმინდა ადმინისტრირების და მართვის, როდესაც მოიცავს მხოლოდ ისეთ ღონისძიებებს, როგორიცაა აპარატის შენახვის ხარჯები, ხოლო თუ პროგრამაში ადმინისტრაციულ საკითხებთან დაკავშირებული ღონისძიებების გარდა ასევე ერთიანდება პოლიტიკის დამგეგმავი სტრუქტურული დანაყოფების მიერ გასატარებელი ღონისძიებებიც, მაშინ პროგრამის ეს ტიპი უფრო რეგულირების ხასიათს იძენს.

სამინისტროების უმრავლესობაში არსებობს როგორც სამინისტროს ფუნქციონირების ტექნიკურ საკითხებზე მომუშავე, ასევე შესაბამის სფეროში პოლიტიკის შემმუშავებელი დეპარტამენტები, რისი გათვალისწინებითაც სამინისტროების აპარატები, იმ შემთხვევაში , თუ ისინი არ წარმოადგენენ რომელიმე კონკრეტული პროგრამის შემადგენელ ნაწილს, მიზანშეწონილია ჩამოყალიბდეს როგორც შესაბამისი სფეროს პოლიტიკის შემუშავების და პროგრამების მართვის პროგრამა, რომელიც შინაარსით განეკუთვნება „მართვისა და რეგულირების“ პროგრამის ტიპს, ხოლო თუ აპარატი მოიცავს მხოლოდ ადმინისტრაციულ და ფუნქციო ნირებისთვის აუცილებელ ხარჯებს, ჩამოყალიბდეს როგორც „პროგრამების ადმინისტრირება და მართვა“, რომელიც ასევე „მართვისა და რეგულირების“ ტიპის პროგრამას განეკუთვნება.

 

მომსახურების მიწოდების

ამ ტიპის პროგრამა ორიენტირებულია კონკრეტულ გრძლევადიან შედეგებზე ან/და ემსახურება მუდმივ მიზანს. ასეთ პროგრამებში ერთიანდება ისეთი ღონისძიებები, რომლებიც უშუალოდ მომსახურებას უწევს ბენეფიციარს და არ ახდენს მის სუბსიდირებას. მისი ქვეპროგამებისთვის მოკლევადიანი შედეგები განისაზღვრება კონკრეტული რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლებით. ასეთ შემთხვევაში სახელმწიფოს დაფინანსებით ხორციელდება ისეთი ღონისძიებები, რომლების ბენეფიციარიც პირდაპირ მოსახლეობა ან მათი მომსახურე არამომგებიანი დაწესებულებებია.

 

სუბსიდირების

მსგავსი ტიპის პროგრამების ქვეპროგრამები და ღონისძიებები მიზნად ისახავენ სხვადასხვა სოციალური ფენის ან ობიექტების სუბსიდირებას, სახელმწიფო მხრიდან დახმარების და თანამონაწილეობის სახით. სუბსიდირების პროგრამების ქვეპროგრამების შეფასების ინდიკატორები ასევე გამოისახება რაოდენობრივ ინდიკატორებში, ხოლო პროგრამის საბოლოო შედეგი ხშირ შემთხვევაში იქნება მოსახლეობის გარკვეული ფენის მდგომარეობის ან გარკვეული სფეროს მდგომარეობის მნიშვნელოვანი გაუმჯობესების გამოხატულება, რომელიც ასევე შეფასდება სათანადო ინდიკატორებით .

 

ინფრასტრუქტურული

აღნიშნული პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი ქვეპროგრამები ძირითად ემსახურება სხვადასხვა ინფრასტრუქტურის განვითარებას, მშენებლობას, რეაბილიტაციას ან აღჭურვას. პროგრამის  შუალედური შედეგი უმეტეს შემთხვევაში იქნება მსხვილი ობიექტის და ობიექტთა ჯგუფის გამართული ინფრასტრუქტურა, ხოლო საბოლოო შედეგი ის ეფექტი, რასაც აღნიშნული ინფრასტრუქტურა ემსახურება. მსგავსი პროგრამების შეფასების ინდიკატორების უმეტესობის გამოსახვა შესაძლებელია რაოდენობრივ ინდიკატორებში. ამ ტიპის პროგრამების უმრავლესობა თავის მხრივ მოხვდება კაპიტალური ბიუჯეტის დანართშიც.

 

პროგრამა ხანგრძლივობის მიხედვით შეიძლება იყოს:

მიმდინარე (მუდმივი) _ როდესაც მოიცავს ისეთ საკითხებს, რაც  მხარჯავი დაწესებულებისთვის კანონმდებლობით განსაზღვრული ძირითადი ფუნქციაა და მუდმივად ხორციელდება;

მრავალწლიანი _ როდესაც ემსახურება რომელიმე პრობლემის გადაწყვეტას, ახალი პოლიტიკის შემუშავებას, ახალი სისტემის ან მომსახურების დანერგვას და ა.შ. პროგრამების უმეტესობა მრავალწლიანი უნდა იყოს, ვინაიდან ის უნდა ემსახურებოდეს გლობალური საბოლოო შედეგის მიღწევას, ისეთი ტიპის ღონისძიებები, რომელთა საბოლოო შედეგი მალევე მიიღწევა (ერთი წლის მანძილზე) ძირითად შემთხვევაში უნდა ჩამოყალიბდეს ქვეპროგრამების სახით, რომელიც თავის მხრივ პროგრამის შემადგენელი ნაწილია.

ერთწლიანი (მოკლევადიანი) – იშვიათ სპეციფიკურ შემთხვევაში, როდესაც პროგრამის საბოლოო მიზნის მიღწევა შესაძლებელია ერთი საანგარიშო წლის განმავლობაში, პროგრამა შესაძლოა მოკლევადიანიც იყოს. მოკლევადიანი პროგრამა შესაძლებელია იყოს იმ შემთხვევაში, თუ შედეგი რომელიც პროგრამის დასრულების შედეგად მიიღწევა საბოლოოა და იგი , თავის მხრი ,ვ არ წამოდგენს სხვა პროცესის შემადგენელ ნაწილს.

 

გარდა პროგრამებისა , სახელმწიფო ბიუჯეტით შესაძლებელია დაფინანსდეს ისეთი მხარჯავი დაწესებულებები, რომლებსაც საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული ნუსხის თანახმად , არ ევალებათ ბიუჯეტის პროექტის პროგრამული ფორმატით წარმოდგენა, მაგრამ,  მათ  არსებითი მნიშვნელობა ენიჭებათ ქვეყნის ფუნქციონირებისათვის. იმ შემთხვევაში, თუ მხარჯავი დაწესებულება ბიუჯეტში წარმოდგენილი არ არის პროგრამული სტრუქტურის მიხედვით, მე-5 თავში აუცილებელია გაიწეროს , თუ რას ემსახურება მისი ფუნქციონირება.

პროგრამების გამოვლენისას მხარჯავმა დაწესებულებამ უნდა გაითვალისწინოს შემდეგი ფაქტორები:

პროგრამა უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ ქვეყნის რომელიმე პრიორიტეტს;

თუ მხარჯავი დაწესებულების ძირითადი ფუნქციისა და ადმინისტრირების ხარჯების გამოყოფა შეუძლებელია , ადმინისტრირების ხარჯებიც გაერთიანდება იმ ძირითად პროგრამასთან, რომელსაც ემსახურება მხარჯავი დაწესებულება;

პროგრამის განმახორციელებელი და საბოლოო შედეგების მიღწევაზე პასუხისმგებელია მხოლოდ ერთი მხარჯავი დაწესებულება, ხოლო პროგრამის ფარგლებში ქვეპროგრამების განმახორციელებელი შესაძლებელია იყოს ამავე მხარჯავი დაწესებულების კონტროლს დაქვემდებარებული რამდენიმე საბიუჯეტო ორგანიზაცია. პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელ ქვეპროგრამებს უმეტეს შემთხვევაში ერთი განმახორციელებლი ეყოლებათ.

მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული, რომ პროგრამა იქნება პროგრამული ბიუჯეტის ძირითადი კატეგორია, რომელსაც ექნება წლიური საბიუჯეტო კანონით დამტკიცებული გეგმა.

 

3.5.2 - ქვეპროგრამები/ღონისძიებები

პროგრამების გამოკვეთის შემდეგ აუცილებელია მისი კვლავ დაყოფა ძირითად მიმართულებებად ანუ ქვეპროგრამებად, რომელთაც უმეტეს შემთხვევაში ეყოლება შესაბამისი მხარჯავი დაწესებულების კონტროლს დაქვემდებარებული ერთი განმახორციელებელი საბიუჯეტო ორგანიზაცია და იქნება კონკრეტული შედეგის მისაღებად აუცილებელი ღონისძიებების ერთობლიობა. ქვეპროგრამებიც შინაარსობრივად იყოფა იგივე  ტიპებად, როგორც პროგრამები.

ქვეპროგრამა დაკავშირებულია შუალედურ შედეგებთან, მისი განხორციელების შემდეგ უნდა მიიღწეს კონკრეტული მდგომარეობა, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს პროგრამის საბოლოო შედეგის მიღწევას. ქვეპროგრამა თავისი შინაარსით უნდა გაიწეროს დასაგეგმი წლის მასშტაბით, მას უნდა ქონდეს კონკრეტული შედეგი, რისი მიღწევაც შესაძლებელია ერთი საანგარიშო წლის მანძილზე.

ბიუჯეტის კანონში აუცილებელია წარმოდგენილი იყოს თითოეული ქვეპროგრამის აღწერა, მიზანი და დაფინანსების მოცულობა. დაფინანსების მოცულობის წარმოდგენა აუცილებელი არ არის იმ პროგრამების ქვეპროგრამებზე, რომლებიც თავისი შინაარსით განეკუთვნება „მართვისა და რეგულირების ტიპს“.

მისი შინაარსიდან და მოცულობიდან გამომდინარე ქვეპროგრამა შესაძლოა თავის მხრივ მოიცავდეს ღონისძიებებს. ღონისძიებები და მათი დაფინანსება უმეტეს შემთხვევაში ვერ მოხვდება პროგრამული ბიუჯეტის კანონის ძირითად თავებში, მიუხედავად ამისა, პროგრამული ბიუჯეტის შედგენისას აუცილებელია თითოეული პროგრამის და ქვეპროგრამის ფარგლებში გასატარებელი ღონისძიებების ზუსტი ჩამონათვალის და აღწერის განსაზღვრა, ვინაიდან რეალურად სწორედ წარმატებულად განხორციელებული თითოეული ღონისძიების მოკლევადიან შედეგზეა დამოკიდებული მთლიანი პროგრამის შესრულების ხარისხი.

სამინისტროებმა და სხვა მხარჯავმა დაწესებულებებმა მიზანშეწონილია ქვეპროგრამები ისე ჩაომაყალიბონ, რომ თითოეული მათგანის განხორციელებაზე პასუხისმგებელი იყოს ერთი საბიუჯეტო ორგანიზაცია (ან მისი სტრუქტურული ერთეული), ამასთან , შესაძლებელია ერთი საბიუჯეტო ორგანიზაცია ახორციელებდეს რამდენიმე ქვეპროგრამას.

ისეთი პროგრამები, რომლებიც ძირითადად დაკავშირებულია ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებასთან, შესაძლებელია დაიყოს არა ქვეპროგრამებად, არამედ სხვადასხვა კაპიტალურ პროექტებად, თუმცა თავისი შინაარსით აღნიშული პროექტებიც ქვეპროგრამებს წარმოადგენს.

 

3.6 - საბიუჯეტო ასიგნებები და პროგრამების დაფინანსება (მეექვსე თავი)

აღნიშნულ თავში წარმოდგენილი უნდა იყოს საბიუჯეტო წლის განმავლობაში განსახორციელებლი პროგრამებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებები და იმ მხარჯავი დაწესებულებების დაფინანსების მოცულობა, რომლებიც ბიუჯეტში არ არიან წარმოდგენილი პროგრამული სტრუქტურით. ასევე ამ თავში წარმოდგენილი იქნება კანონმდებლობით განსაზღვრული სხვადასხვა კატეგორიის საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებისათვის გამოყოფილი ასიგნებები.

პროგრამები და მათი დაფინანსება დაჯგუფებული უნდა იყოს მხარჯავი დაწესებულებების მიხედვით. თოთოეული მხარჯავი დაწესებულების დაფინანსების მთლიანი მოცულობა,  აღნიშნულ თავში გათვალისწინებული ყველა პროგრამა, ქვეპროგრამა და ღონისძიება ჩაშლილი უნდა იყოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის „ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის“ პირველი თანრიგის მიხედვით, ხოლო „არაფინანსური აქტივების და მათზე ოპერაციების“ და „ფინანსური აქტივებისა და ვალდებულებების და მათზე ოპერაციების კლასიფიკაციის“ მეორე თანრიგის მიხედვით. ამასთან, საბიუჯეტო კლასიფიკაციის „ხარჯები“-ს კატეგორიაში აუცილებელია გამოყოფილი იყოს „შრომის ანაზღაურების“ მუხლით გათვალისწინებული ასიგნებები. ამავე თავში უნდა იყოს წარმოდგენილი მხარჯავი დაწესებულების საშტატო რიცხოვნობა.

წლიურ საბიუჯეტო კანონში პროგრამის დაფინანსება წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც დასაგეგმი, ასევე გასული და მიმდინარე წლებისათვის . ამასთან, დასაგეგმი წლის ასიგნებები გაყოფილი უნდა იყოს საბიუჯეტო სახსრებად და დონორების დაფინანსებად.

იმის გათვალისწინებით, რომ პროგრამულ ფორმატში ბიუჯეტი პირველად შემუშავდება 2012 წლისთვის, 2012 წლის ბიუჯეტი პროგრამული ფორმატით წარმოდგენილი იქნება მხოლოდ 2012 წლისთვის (დასაგეგმი წელი), ხოლო 2013 წლის ბიუჯეტი 2012-2013 წლებისთვის (მიმდინარე და დასაგეგმი წლები).

 

3.7 - ავტონომიური რესპუბლიკების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების (მეშვიდე თავი)

აღნიშნულ თავში წარმოდგენილი უნდა იყოს დეტალური ინფორმაცია ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის წლიური საბიუჯეტო კანონით გათვალისწინებული ტრანსფერების შესახებ.

წარმოდგენილი უნდა იყოს ავტონომიური რესპუბლიკების და თითოეული თვითმმართველი ერთეულის მიხედვით ტრანსფერის მთლიანი მოცულობა და მათი ჩაშლა, თუ რამდენს შეადგენს გათანაბრებითი, მიზნობრივი და სპეციალური ტრანსფერი.

მიზნობრივი ტრანსფერის გამოყოფის შემთხვევაში აუცილებელია მიეთითოს თუ რომელი დელეგირებული ღონისძიებების დასაფინანსებლად არის გამოყოფილი აღნიშნული ტრანსფერი.

 

3.8 - მარეგულირებელი ნორმები (მერვე თავი)

აღნიშნულ თავში წარმოდგენილი უნდა იყოს ის ძირითადი მუხლები, რომლებმაც საბიუჯეტო წლის განმავლობაში უნდა დაარეგულირონ ბიუჯეტის აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხები.

 

4. ბიუჯეტის თანდართული მასალები

საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის მიხედვით საქართველოს პარლამენტს ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტთან და წლიურ  საბიუჯეტო კანონის პროექტთან ერთად წარედგინება სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის თანდართული მასალები, რომლებიც მოიცავს:

კანონის პროექტის განმარტებით ბარათს, სადაც წარმოდგენილი უნდა იყოს ძირითადი მაკროეკონომიკური ინდიკატორების და ფისკალური მაჩვენებლების პროგნოზები და მათი აღწერა, ასევე უნდა მოიცავდეს ბიუჯეტის კანონის პროექტით გათვალისწინებულ ძირითად პროგრამებსა და ღონისძიებებს და მათი დაფინანსების მოცულობას;

მიმდინარე წლის ბიუჯეტის შესრულების მოკლე მიმოხილვას;

წლიური საბიუჯეტო კანონის ამოქმედებისათვის საჭირო საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს.

 

პროგრამული ბიუჯეტის დანერგვის პარალელურად სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის თანდართულ მასალებს ასევე დაემატება ინფორმაციული დანართების ორი პაკეტი:

1. პროგრამული ბიუჯეტის დანართი, სადაც ბიუჯეტით გათვალისწინებულ თითოეულ პროგრამაზე წარმოდგენილი იქნება დეტალური ინფორმაცია;

2. კაპიტალური ბიუჯეტის დანართი, სადაც წარმოდგენილი იქნება ინფორმაცია ბიუჯეტით დაფინანსებული ყველა კაპიტალური პროექტის შესახებ.

 

4.1 - პროგრამული ბიუჯეტის დანართი

პროგრამების შესახებ ძირითადი ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ბიუჯეტის კანონის მე-5 თავში, კერძოდ კანონის ძირითად ნაწილში მოცემული იქნება სრული ინფორმაცია თუ რას ემსახურება პროგრამა, რა ძირითადი ქვეპროგრამების და ღონისძიებებისგან შედგება ის და რა მიზნის მიღწევაა დაგეგმილი მისი განხორციელებით.

პროგრამული ბიუჯეტის დანართში წარმოდგენილი იქნება პროგრამასთან დაკავშირებული ისეთი ინფორმაცია, რომელიც პროგრამული ბიუჯეტის დანერგვის საწყის ეტაპზე საქართველოს პარლამენტის მიერ არ დამტკიცდება და არ მიეცემა კანონის იურიდიული ძალა. ამის მთავარი მიზეზი არის ის გარემოება, რომ პროგრამული ბიუჯეტის დანერგვის საწყის ეტაპზე საკმაოდ რთული იქნება მოსალოდნელი შედეგების და შეფასების ინდიკატორების სწორად განსაზღვრა და მათი თავიდანვე კანონით დამტკიცების შემთხვევაში შესაძლებელია დადგეს ზოგიერთი პროგრამის ან/და ქვეპროგრამის განმახორციელებლის პასუხისმგებლობის საკითხი, რაც პროგრამულ ბიუჯეტთან დაკავშირებულ საუკეთესო პრაქტიკად არ განიხილება, ვინაიდან პროგრამული ბიუჯეტის დანერგვის საწყის ეტაპზე პასუხისმგებლობის დაკისრება ხელს შეუშლის პროგრამული ბიუჯეტის სისტემის შემდგომ განვითარებას.

მოსალოდნელი შედეგებისა და შეფასების ინდიკატორების  საკანონმდებლო დონეზე აყვანა ეტაპობრივად უნდა განხორციელდეს, მაშინ როდესაც პროგრამებისა და ქვეპროგრამების განმახორციელებლებს ექნებათ სათანადო გამოცდილება და პროგრამების მართვის პრაქტიკა.

მიუხედავად იმისა, რომ საწყის ეტაპზე პროგრამული ბიუჯეტის დანართში მოცემული ინფორმაცია არ დამტკიცდება და არ ექნება კანონის ძალა, მას მაინც დიდი მნიშვნელობა ენიჭება, ვინაიდან ბიუჯეტის შესრულების ანგარიშებში ძირითადი აქცენტი სწორედ აღნიშნულ ინფორმაციაზე იქნება გადატანილი.

პროგრამული ბიუჯეტის დანართში ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს პრიორიტეტების მიხედვით და უნდა მოიცავდეს ყველა პროგრამის დაფინანსებას და შესაბამისად პრიორიტეტზე მიმართული სახსრების მთლიან ჯამს. ასევე თითოეული პროგრამის განხორცილებით მოსალოდნელ საბოლოო შედეგს და ამ შედეგის შეფასების ინდიკატორებს და პროგრამების ფარგლებში განსახორციელებელი ქვეპროგრამების/ღონისძიებების განხორციელებით მოსალოდნელ შუალედურ შედეგებს და მათი შეფასების ინდიკატორებს.

პროგრამული ბიუჯეტის დანართი წარმოდგენილი უნდა იყოს შემდეგი სტრუქტურით:

პირველ ნაწილში წარმოდგენილი უნდა იყოს ინფორმაცია პრიორიტეტზე მიმართული სახსრების შესახებ, მასში შემავალი პროგრამების მიხედვით, კერძოდ:

 

 

 

პროგრა -მის კოდი

პრიორიტეტის დასახელება

დასაგეგმი წელი

დასაგეგმს + 1  წელი

დასაგეგმს + 2  წელი

დასაგეგმს + 3  წელი

მთლი -ანი დაფი -ნანსება

. . ბიუჯე -ტით გამო -ყოფი -ლი თანხა

მთლი -ანი დაფი -ნანსება

მ.შ. ბიუჯე -ტით გამოყო -ფილი თანხა

მთლი -ანი დაფი -ნანსება

მ.შ. ბიუჯე -ტით გამოყო -ფილი თანხა

მთლი -ანი დაფი -ნანსება

მ.შ. ბიუჯე -ტით გამო -ყოფილი თანხა

 

პროგრამა N1-ის დასახელება

 

 

 

 

 

 

 

 

 

პროგრამა N2-ის დასახელება

 

 

 

 

 

 

 

 

 

პროგრამა N3-ის დასახელება

 

 

 

 

 

 

 

 

 

პროგრამა N..-ის დასახელება

 

 

 

 

 

 

 

 

 

სულ პრიორიტეტზე მიმართული სასრები

 

 

 

 

 

 

 

 

 

შემდგომ თითოეულ პროგრამაზე წარმოდგენილი უნდა იყოს:

- პროგრამული კლასიფიკაციის კოდი;

- პროგრამის დასახელება;

- პროგრამის განმახორციელებელი;

- პროგრამის აღწერა;

- პროგრამის მოსალოდნელი საბოლოო შედეგი;

- საბოლოო შედეგის შეფასების ინდიკატორები;

- ინფორმაცია მასში შემავალი ქვეპროგრამების/ღონისძიებების შესახებ, კერძოდ:

- პროგრამული კლასიფიკაციის კოდი (კანონის მე-5 თავის შესაბამისად);

- ქვეპროგრამის/ღონისძიების დასახელება;

- განმახორციელებელი ორგანიზაცია (ან მისი სტრუქტურული ერთეული);

- ქვეპროგრამის/ღონისძიების აღწერა;

- ქვეპროგრამის/ღონისძიების მოსალოდნელი შუალედური შედეგი;

- შუალედური შედეგის შეფასების ინდიკატორები.

 

4.2 - შუალედური და საბოლოო შედეგები

პროგრამული ბიუჯეტის, როგორც შედეგზე ორიენტირებული ბიუჯეტის ძირითადი მიზანი არის ის , თუ რამდენად კარგად არის წარმოდგენილი ის შედეგი , რისთვისაც ესა თუ ის პროგრამა ხორციელდება. პროგრამულ ბიუჯეტში გამოიყენება შუალედური (output) და საბოლოო (outcome) შედეგები.

საბოლოო შედეგი შინაარსით გლობალურია და ძირითადად პროგრამების შედეგს წარმოადგენს. ეს არის მდგომარეობა, რომელიც წინასწარ დაგეგმილი და გაანალიზებული პოლიტიკის განხორციელების შედეგად უნდა დადგეს. საბოლოო შედეგი გულისხმობს გარკვეული პრობლემის სრულად აღმოფხვრას, არსებითად ახალი მდგომარეობის დამყარებას, ახალი წესის დანერგვას, მნიშვნელოვან გაუმჯობესებას შესაბამის სფეროში, რომელიც გავლენას ახდენს ქვეყნის პრიორიტეტებზე. საბოლოო შედეგის მიღწევა უმეტეს შემთხვევაში მხოლოდ მრავალწლიანი მცდელობის შემდეგ მიიღწევა და მისი დადგომა ხშირ შემთხვევაში გულისხმობს, პროგრამის მთლიანად ან არსებული ფორმით არსებობის შეწყვეტას. თუმცა ისეთი პროგრამებისთვის, რომლებიც თავისი შინაარსით მუდმივია და ემსახურება სახელმწიფოს მიერ განსახორციელებელ ძირითად საქმიანობას, საბოლოო შედეგიც ზოგადი ხასიათისაა, მდგომარეობის სტაბილურად შენარჩუნებაზე ან გაუმჯობესებაზე მიმართული და დასახული შედეგის მიღწევა ამ შემთხვევაში ვერ იქნება პროგრამის დასრულების ნიშანი.

შუალედური შედეგი საბოლოო შედეგისგან განსხვავებით თავისი შინაარსით წარმოადგენს პროგრამის ფარგლებში კონკრეტული ქვეპროგრამების/ღონისძიებების გატარების შედეგად მიღებულ პროდუქტს. ის ბევრად უფრო კონკრეტულია , ვიდრე საბოლოო შედეგი, უმეტეს შემთხვევაში გამოისახება კონკრეტული ციფრებით ან სხვა რაოდენობრივ გამოხატულებაში და წარმოადგენს არა პროგრამის დასრულების ნიშანს, არამედ მისი საბოლოო მიზნის მიღწევისგან გადადგმულ ნაბიჯებს და , თავის მხრივ , ზომავს ამ გზაზე მიღწეულ პროგრესს.

შესაბამისად საბოლოო შედეგები განისაზღვრება პროგრამისთვის, ხოლო შუალედური შედეგები _ მისი ქვეპროგრამებისთვის (ღონისძიებებისათვის). განსახვავებულია მათი შესრულების შეფასების ინდიკატორებიც.

საბოლოო შედეგის მიღწევის ვადად განისაზღვრება პროგრამის მიმდინარეობის პერიოდი, ხოლო შუალედური შედეგის შესრულებისთვის მისი დადგომის ვადა უმეტეს შემთხვევაში ერთწლიანია (საბიუჯეტო წელზე მიბმული). შუალედური შედეგები , თავის მხრივ , შესაძლებელია საბოლოო შედეგის მიღწევისკენ პროგრესის მაჩვენებლად იქნეს გამოყენებული.

თავად წლიურ საბიუჯეტო კანონში გაწერილი უნდა იყოს პრიორიტეტების ფარგლებში განსახორციელებელი პროგრამების (ქვეპროგრამების) აღწერა და მათი მიზნები, ხოლო შუალედური და საბოლოო შედეგები აღწერილი იქნება ბიუჯეტის თანდართულ მასალებში.

პროგრამული ბიუჯეტის შედგენისას მხარჯავი დაწესებულებების მხრიდან დიდი ყურადღება უნდა დაეთმოს საბოლოო და შუალედური შედეგების სწორად ჩამოყალიბებას. შედეგი უნდა ასახავდეს იმ სამომავლო მდგომარეობას, რისთვისაც ხორციელდება პროგრამა და მისი ქვეპროგრამა. შედეგები ჩამოყალიბებული უნდა იყოს ნათლად და კონკრეტულად, ხოლო მისი მიღწევის გზები წარმოდგენილი უნდა იყოს პროგრამის (ქვეპროგრამის/ღონისძიების) აღწერაში.

პროგრამების საბოლოო შედეგებზე პასუხისმგებელია მთლიანად მხარჯავი დაწესებულება და მისი მენეჯმენტი, ვინაიდან სწორედ ისინი გეგმავენ და მართავენ პროგრამებს, ხოლო პროგრამების ფარგლებში დაგეგმილი ქვეპროგრამების და ღონისძიებების შედეგების მიღწევაზე პასუხისმგებელი უნდა იყოს მისი განმახორციელებელი საბიუჯეტო ორგანიზაცია (ან მისი რომელიმე სტრუქტურული ერთეული, ვისაც უშუალოდ ევალება ქვეპროგრამის (ღონისძიების) განხორციელება).

 

4.3 - შესრულების შეფასების ინდიკატორები

პროგრამების, ქვეპროგრამების და მათ ფარგლებში განსახორციელებლი ღონისძიებების აღწერა წარმოადგენს შესრულების შეფასების ინდიკატორების შემუშავების ბაზას. შესრულების ინდიკატორი წარმოადგენს მიღწეული შედეგების შეფასების საშუალებას , თუ რამდენად აღწევს პროგრამა დასახულ მიზნებს. შეფასების ინდიკატორების განსაზღვრისას აუცილებელია კარგად მოხდეს გააზრება , თუ რა განსხვავებაა პროგრამის საბოლოო შედეგსა და მისი ქვეპროგრამების ფარგლებში მისაღწევ შუალედურ შედეგებს შორის. პროგრამის საბოლოო შედეგი არის ის სასურველი მდგომარეობა, რომლითაც ფართო საზოგადოება ისარგებლებს, ხოლო ქვეპროგრამების ფარგლებში მისაღები შუალედური შედეგები წარმოადგენს კონკრეტულ და გაზომვად ერთეულებში მოცემულ ინფორმაციას, როგორიცაა : მიღებული პროდუქტების რაოდენობა, გაწეული მომსახურების ხარისხი, ბენეფიციართა რაოდენობა და ა.შ. საბოლოო შედეგის ინდიკატორი ზომავს პროგრამის ძირითადი მისიის განხორციელებას და ხშირად მისი გაზომვა ერთწლიან პერიოდზე შეუძლებელია. შესაბამისად , პროგრამის საბოლოო შედეგის ინდიკატორი მრავალწლიანია ან მოიცავს პროგრამის განხორციელების მთელ ვადას და წლიური შეფასებისთვის შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს პროგრესის მაჩვენებლები , ანუ საბოლოო შედეგის მისაღწევად განსახორციელებლ ღონისძიებათა რა ნაწილია შესრულებული საანგარიშო პერიოდის ბოლოს. საბოლოო შედეგების შეფასების ინდიკატორები არ შეიძლება იყოს ერთჯერადი და მოკლევადიანი, შესრულების შეფასების პროცესი განგრძობითი პროცესია და უნდა მიისწრაფოდეს ხარისხის მუდმივი კონტროლისაკენ. შესრულების შეფასების ინდიკატორების ჭარბად გამოყენება ასევე არაეფექტურ შედეგს იძლევა, შესაბამისად , თითოეულ მოსალოდნელ შედეგზე  წარმოდგენილი უნდა იყოს არა უმეტეს 5 ინდიკატორი.

გასათვალისწინებელია, რომ მართვის და რეგულირების ტიპის პროგრამებსა და ქვეპროგრამებზე, რომლებიც წმინდა ადმინისტრაციული ხასიათისაა, შესრულების შეფასების ინდიკატორების წარმოდგენა აუცილებელი არ არის.

შედეგების ინდიკატორი უნდა ზომავდეს მიზანს, რომელიც არის რეალისტური და მიღწევადი. შეფასების ინდიკატორების შემუშავებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული, რომ ისინი უნდა იყოს:

სასარგებლო – პოლიტიკის განმახორციელებლებს უნდა აწვდიდეს შინაარსობრივ და ღირებულ ინფორმაციას;

შედეგზე ორინტირებული – უნდა გამოხატავდეს დასახულ შედეგთან მიმართებას;

ნათელი და გაზომვადი – იოლად აღქმადი და გასაგები ენით აღწერილი, რათა ყველა დაინტერესებულმა მხარემ შეძლოს მისი გაგება, გამოყენება და მათი მეშვეობით მიღწეული შედეგების შეფასება;

შესაბამისი და მიღწევადი – ინდიკატორი უნდა იქნეს შერჩეული მოსალოდნელი შედეგის შესაბამისად, ადევატურად უნდა ზომავდეს მას და უნდა იყოს რეალისტური, რათა არ მოხდეს მოსალოდნელი შედეგის ზედმეტად ოპტიმისტური ან პირიქით ზედმეტად პესიმისტური შეფასება;

შედარებითი – უნდა იძლეოდეს შესაძლებლობას მოხდეს მიღწეული შედეგების შეფასება დროის სხვადასხვა პერიოდში .

 

შესრულების შეფასების ინდიკატორები შეიძლება იყოს რაოდენობრივი, ხარჯზე მიბმული, ხარისხობრივი, ეფექტიანობის ან/და ეფექტურობის და ყველა მათგანი უნდა აკმაყოფილებდეს გადამოწმებადობის პრინციპს.

რაოდენობრივი ინდიკატორები აღწერს ქვეპროგრამის ფარგლებში მისაღებ შედეგებს კატეგორიაში „რამდენი“;

ხარისხობრივი ინდიკატორები აფასებს გაწეული მომსახურების თუ მიღებული შედეგის  ხარისხს;

ხარჯზე მიბმული ინდიკატორები აფასებს ქვეპროგრამის შედეგს გაწეულ ხარჯთან მიმართებაში;

ეფექტიანობის ინდიკატორები _ ამ ტიპის ინდიკატორები გვაწვდიან ინფორმაციას მიღწეული შედეგის მიზანშეწონილობაზე დახარჯულ რესურსებთან მიმართებაში;

ეფექტურობის ინდიკატორები აფასებს მიღწეული შედეგის გავლენას მანამდე არსებულ სიტუაციასთან მიმართებაში.

 

4.4 - კაპიტალური ბიუჯეტის დანართი

საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი ითვალისწინებს 2012 წლიდან პროგრამულ ბიუჯეტთან ერთად კაპიტალური ბიუჯეტის მომზადებას, რომელიც თავისი შინაარსით საინვესტიციო ხასიათის პროგრამული ბიუჯეტია, შესაბამისად ,  პროგრამული ბიუჯეტის შემადგენელი ნაწილია და ბიუჯეტის კანონის ერთ-ერთ დანართად იქნება წარმოდგენილი.

კაპიტალურ ბიუჯეტში მოცემული ყველა პროექტი , თავის მხრივ , წარმოადგენს წლიური საბიუჯეტო კანონის რომელიმე პროგრამას ან მის შემადგენელ ნაწილს, თუმცა კაპიტალურ დანართში თავს მოიყრის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული ყველა კაპიტალური პროექტი და მის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებები. დანართში წარმოდგენილი პროექტები დაჯგუფებული იქნება მათი შინაარსიდან გამომდინარე და არა მხარჯავი დაწესებულებების მიხედვით.

კაპიტალური ბიუჯეტის ფორმირებისას გასათვალისწინებელია, რომ ყველა ის თანხა, რომელიც წლიურ საბიუჯეტო კანონში წარმოდგენილია „არაფინანსური აქტივების ზრდის“ მუხლით , არ წარმოადგენს კაპიტალურ პროექტს და პირიქით, შესაძლებელია კაპიტალური პროექტის შემადგენელი ნაწილი იყოს ხარჯების მუხლით გათვალისწინებული ასიგნებები. წლიურ საბიუჯეტო კანონში ფინანსური აქტივების ზრდის მუხლით წარმოდგენილი ასიგნებები ასევე შესაძლებელია იყოს კაპიტალური პროექტი, იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული მუხლიდან ხშირ შემთხვევაში ასიგნებები მიემართება სახელმწიფო წილობრივი მონაწილებით შექმნილი საწარმოების დაკრედიტების ან/და კაპიტალის ზრდისთვის და სახელმწიფო საწარმოები ახორციელებენ მსხვილ კაპიტალურ პროექტებს.

გარდა ამისა, შესაძლებელია სხვადასხვა კაპიტალური პროექტები განხორციელდეს სახელმწიფო და კერძო სექტორის ერთობლივი დაფინანსებით. ამ შემთხვევაში ბიუჯეტსა და მის დანართებში წარმოდგენილი იქნება მხოლოდ ბიუჯეტიდან გამოყოფილი დაფინანსება, თუმცა პროექტის აღწერაში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული, თუ რა თანხას შეადგენს კერძო სექტორის დაფინანსება და აღწერილი უნდა იყოს სახელმწიფო და კერძო სექტორის ვალდებულებები.

ისეთი კაპიტალური პროექტები, რომელთათვისაც წლიური საბიუჯეტო კანონით დაფინანსება გამოყოფილი არ არის, არ უნდა იყოს წარმოდგენილი არც ბიუჯეტის დანართებში.

კაპიტალურ ბიუჯეტში ძირითადად იგულისხმება ისეთი მსხვილი პროექტები, რომელთაც საინვესტიციო ხასიათი გააჩნიათ, ანუ პროექტის ფარგლებში შექმნილი საბოლოო პროდუქტი თავად უნდა გახდეს ეკონომიკური აქტივობის შემადგენელი ნაწილი ან მნიშვნელოვნად უნდა უწყობდეს ხელს ეკონომიკურ განვითარებას. კაპიტალური პროექტები გულისხმობს მსხვილი ინფრასტრუქტურის შექმნას ან არსებულის მნიშვნელოვან და არსებით გაუმჯობესებას. ამასთან, შესაძლებელია იყოს ისეთი კაპიტალური პროექტები, რომლებიც პირდაპირ არ არის დაკავშირებული ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან, მაგრამ მთავრობის რომელიმე პრიორიტეტის შემადგენელი ნაწილია (მაგ. , სკოლების რეაბილიტაცია,  სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის განახლება და სხვა).  ყველა კაპიტალური პროექტი, რომლისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილია დაფინანსება, აუცილებელია დაკავშირებული იყოს საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ რომელიმე პრიორიტეტთან.

კაპიტალური პროექტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:

მშენებლობა-რეაბილიტაციის შემთხვევაში მისი ღირებულება არ უნდა იყოს 50,0 ათას ლარზე ნაკლები და შექმნილი პროდუქტის გამოყენების ვადა 5 წელზე ნაკლები;

მანქანა-დანადგარების და სხვა აღჭურვილობის (გარდა სამხედრო ტექნიკის, იარაღისა და სხვა სამხედრო აღჭურვილობისა), ასევე პროგრამული უზრუნველყოფის შეძენის შემთხვევაში, ერთეულის ან მთლიანი პროექტის ღირებულება არ უნდა იყოს 150,0 ათას ლარზე ნაკლები, ხოლო მათი გამოყენების ვადა 3 წელზე ნაკლები;

პროექტის ღირებულება უნდა მოიცავს პროექტთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს, მათ შორის , პროექტირების, მოსამზადებელი სამუშაოების,  ტრანპორტირების და კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადების ხარჯებს .

შესაძლებელია მხარჯავ დაწესებულებას ქონდეს მსგავსი შინაარსის რამდენიმე მცირე კაპიტალური პროექტი და თითოეული მათგანი არ აკმაყოფილებდეს ზემოთ მოცემულ პირობებს, ამ შემთხვევაში აღნიშნული პროექტები შინაარსობრივად უნდა გაერთიანდეს და ჩამოყალიბდეს ერთი პროექტის სახით და შედარებით მცირე პროექტები ბიუჯეტის დანართში წარმოდგენილი იქნება მისი ქვეპროექტების სახით.

შესაძლებელია არსებობდეს ისეთი პროექტები, რომლებიც ვერ აკმაყოფილებ ზემოთ მოცემულ პირობებს, მაგრამ , მათი მნიშვნელობიდან გამომდინარე , წარმოდგენილი იყოს კაპიტალური პროექტის სახით.

წლიური საბიუჯეტო კანონის კაპიტალური დანართი დაყოფილი იქნება ორ ნაწილად. პირველ ნაწილში წარმოდგენილი იქნება ყველა პროექტის დაფინანსების მოცულობა. დაფინანსების მოცულობა უნდა მოიცავდეს პროექტის მთლიან ღირებულებაზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაწეულ და დაგეგმილ ხარჯს და წარმოდგენილი უნდა იყოს შემდეგი ცხრილის მიხედვით:

 

პროექ -ტის კოდი

დასახელება

ბიუჯე -ტიდან პროექ -ტის მთლი -ანი დაფი -ნანსება

გასუ -ლი წლის ჩათვ -ლით გაწე -ული ხარჯი

მიმდი -ნარე წელი

დასა -გეგმი წელი

დასა -გეგმს + 1  წელი

დასა -გეგმს + 2  წელი

დასა -გეგმს + 3  წელი

შემდგომ წლებში გასაწევი ხარჯი

 

პროექტი N1

 

 

 

 

 

 

 

 

 

ქვეპროექტი N1

 

 

 

 

 

 

 

 

 

ქვეპროექტი N2

 

 

 

 

 

 

 

 

 

ქვეპროექტი N...

 

 

 

 

 

 

 

 

 

პროექტი N2

 

 

 

 

 

 

 

 

 

ქვეპროექტი N1

 

 

 

 

 

 

 

 

 

ქვეპროექტი N2

 

 

 

 

 

 

 

 

 

ქვეპროექტი N...

 

 

 

 

 

 

 

 

 

პროექტი N...

 

 

 

 

 

 

 

 

 

ქვეპროექტი N1

 

 

 

 

 

 

 

 

 

ქვეპროექტი N2

 

 

 

 

 

 

 

 

 

ქვეპროექტი N...

 

 

 

 

 

 

 

 

 

სულ კაპიტალური ბიუჯეტი

 

 

 

 

 

 

 

 

 

მოცემულ ცხრილში პროექტის ფარგლებში შესაძლებელია გაერთიანდეს სხვადასხვა მხარჯავი დაწესებულებების მიერ დაგეგმილი კაპიტალური პროექტები და ქვეპროექტების სახით იყოს წარმოდგენილი აღნიშნული პროექტის ფარგლებში თითოეული მხარჯავი დაწესებულების კაპიტალური პროექტები.

დანართის მეორე ნაწილში წარმოდგენილი უნდა იყოს თითოეული პროექტის და ქვეპროექტის აღწერა და შემდეგი ინფორმაცია:

მთავრობის რომელი პრიორიტეტის ფარგლებში ხორციელდება პროექტი;

პროექტის განმახორციელებელი;

რა შედეგს უნდა ველოდოთ პროექტის დასრულების შემდგომ;

პროექტის მთლიანი ღირებულება;

პროექტის დაფინანსების წყაროები, მათ შორის , ბიუჯეტიდან გამოყოფილი წყაროები გაშლილი დონორების, ასევე გრანტების და კრედიტების მიხედვით;

დასაგეგმი წლის განმავლობაში პროექტით გათვალისწინებული ძირითადი ღონისძიებები.

 

კაპიტალური პროექტის შუალედურ შედეგად შეიძლება განვიხილოთ ის მსხვილი ინფასტრუქტურული პროდუქტი, რომლის შესაქმნელადაც განხორციელდა პროექტი, ხოლო საბოლოო შედეგი უფრო გლობალურია და წარმოადგენს იმ მდგომარეობას ან ეფექტს ქვეყნის ეკონომიკის ან რომელიმე სფეროს განვითარებაზე , რისთვისაც განხორციელდა პროექტი. მაგალითად, დიდი ელექტროსადგურების ქსელის მშენებლობის პროექტის შუალედურ შედეგად შეიძლება განვიხილოთ თავად ელექტროსადგურების ქსელი დასრულებული სახით, ხოლო საბოლოო შედეგი შეიძლება იყოს ენერგეტიკული უსაფრთხოების გაზრდა ან ელექტროენერგიის ექსპორტის ზრდა.

ვინაიდან კაპიტალური პროექტები თავის მხრივ პროგრამული ბიუჯეტის ნაწილია და შესაბამისად მათი შესრულების შეფასების ინდიკატორები წარმოდგენილია პროგრამების აღწერაში,  კაპიტალური ბიუჯეტის დანართი შესრულების შეფასების ინდიკატორების ნაწილს აღარ ითვალისწინებს.  

 

5. ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში და კვარტალური მიმოხილვა

საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისად , ყოველი კვარტლის დასრულებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ამზადებს და საქართველოს პარლამენტს წარუდგენს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმოხილვას, ხოლო წლის დასრულებიდან 3 თვის ვადაში საქართველოს პარლამენტს წარედგინება გასული წლის ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში.

ვინაიდან ბიუჯეტით დაგეგმილი პროგრამების და ქვეპროგრამების უმეტესობა გრძელდება მთელი წლის განმავლობაში და ზოგიერთი მათგანის განხორციელება, მათი სპეციფიკიდან გამომდინარე , შესაძლოა იწყებოდეს საბიუჯეტო წლის დაწყებიდან რამდენიმე თვის შემდეგ, შეუძლებელი იქნება კვარტალური მიმოხილვების დროს გაანალიზდეს საანგარიშო პერიოდში მიღწეული შედეგები. ასევე შეუძლებელია იქნება იმ ინდიკატორების გამოყენებით , რომლებიც პროგრამებისთვის ძირითადად გათვლილია გრძელვადიან პერიოდზე, ხოლო ქვეპროგრამებისათვის ერთ საბიუჯეტო წელზე, შეფასდეს წლის გარკვეულ პერიოდში მიღწეული შედეგები.

მიუხედავად იმისა, რომ პროგრამული ბიუჯეტის დანერგვის შემდგომ ძირითადი ყურადღება გამახვილებული იქნება სხვადასხვა პროგრამებისა და ქვეპროგრამების განხორციელებით მიღწეულ შედეგებზე, კვარტალური შესრულების მიმოხილვაში მაინც ძირითადად წარმოდგენილი იქნება ინფორმაცია დაგეგმილი და ფაქტ ობრივი ფისკალური მონაცემების შესახებ. საბიუჯეტო პროცესში შიდა კონტროლის მექანიზმის ჩართვის მიზნით მხარჯავი დაწესებულებების შიდა აუდიტის სამსახურებმა უნდა უზრუნველყონ პროგრამების შესრულების კვარტალური  მონიტორინგი და აუდიტი შერჩევითი მეთოდით, რათა შეფასდეს საბოლოო და შუალედური შედეგისკენ წინსვლის პროგრესი.

ბიუჯეტის ექვსი თვის შესრულების მიმოხილვაში , გარდა ფისკალური მონაცემებისა, ასევე წარმოდგენილი უნდა იყოს ინფორმაცია დაგეგმილი პროგრამების მიმდინარეობის შესახებ.

გარდა ამისა, ბიუჯეტის ექვსი თვის შესრულების მიმოხილვის ანგარიშს თან უნდა დაერთოს საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირების ბიუჯეტების ექვსი თვის შესრულების ფაქტ ობრივი მაჩვენებლები.

ბიუჯეტის შესრულების კვარტალური მიმოხილვებისგან განსხვავებით ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშში, ფისკალურ მაჩვენებლებთან ერთად წარმოდგენილი უნდა იყოს ინფორმაცია გასული საბიუჯეტო წლის განმავლობაში განხორციელებული პროგრამების და მიღწეული შედეგების შესახებ.

ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში უნდა მომზადდეს შემდეგი სტრუქტურის მიხედვით:

1. თავი პირველი

პირველ თავში წარმოდგენილი უნდა იყოს სახელმწიფო ბიუჯეტის ბალანსი საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით და მასში ასახული უნდა იყოს ინფორმაცია როგორც გეგმური, ასევე ფაქტ ობრივი ფისკალური მაჩვენებლების შესახებ; ასევე , აღნიშნული თავი უნდა მოიცავდეს ინფორმაციას სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების და გადასახდელების მთლიანი მაჩვენებლებისა და ნაშთის ცვლილების შესახებ.

 

2. თავი მეორე

პირველ ნაწილში მოცემული უნდა იყოს გასული წლის მაკროეკონომიკური ანალიზი და ინფორმაცია მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდის და ნომინალური მაჩვენებლების, ინფლაციის, განხორციელებული ინვესტიციების და სხვა მაკროეკონომიკური ინდიკატორების შესახებ;

მეორე ნაწილში უნდა იყოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (ვალდებულებების ზრდის გარეშე) მიმოხილვა და ძირითადი კატეგორიების მიხედვით გეგმიური და ფაქტიური შესრულების მაჩვენებლები;

მესამე ნაწილში წარმოდგენილი უნდა იყოს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების (ვალდებულებების ზრდის გარეშე) მიმოხილვა, მათი გეგმიური და ფაქტიური შესრულების მაჩვენებლები. აღნიშნული მაჩვენებლები ჩაშლილი უნდა იყოს არანაკლებ იმავე დონეზე, როგორც ისინი წარმოდგენილი იქნებიან წლიურ  საბიუჯეტო კანონში. ამასთან, ინფორმაცია გრანტების შესახებ, გარდა წლის განმავლობაში საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ მიღებული გრანტების და მიზნობრივი დაფინანსებისა, მოცემული უნდა იყოს დონორებისა და პროექტების მიხედვით .

 

3. თავი მესამე

მესამე თავში წარმოდგენილი უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია:

- სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაწეული გადასახდელების აგრეგირებული მაჩვენებლები;

- ბიუჯეტიდან დაფინანსებული მნიშვნელოვანი ღონისძიებები;

- გადასახდელები ფუნქციონალური კლასიფიკაციის ძირითადი კატეგორიების მიხედვით;

- საერთო სახელმწიფოებრივი გადასახდელებით გათვალისწინებული ასიგნებების ათვისების მდგომარეობა;

- ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის გადაცემული ტრანსფერების შესახებ, თოთოეული ტერიტორიული ერთეული მიხედვით .

 

4. თავი მეოთხე

მეოთხე თავში წარმოდგენილი უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია:

- მთლიანი სალდოს ფაქ ტობრივი მაჩვენებელი;

- ფინანსური აქტივების ზრდის და კლების მაჩვენებლები;

- სახელმწიფო ბიუჯეტის თავისუფალი ნაშთის მოცულობა წლის დასაწყისისა და ბოლოსათვის;

- სახელმწიფო ვალდებულებების ზრდის მაჩვენებელი;

- წლის განმავლობაში გამოშვებული ფასიანი ქაღალდების მოცულობა;

- საგარეო წყაროებიდან მიღებული კრედიტები ჩაშლილი დონორებისა და პროექტების მიხედვით;

- ვალდებულებების კლების მაჩვენებელი;

საშინაო სახელმწიფო ვალის მომსახურებასა და დაფარვაზე მიმართული სახსრები და საშინაო სახელმწიფო ვალის მოცულობა;

- საგარეო სახელმწიფო ვალის მომსახურებასა და დაფარვაზე მიმართული სახსრები და საგარეო სახელმწიფო ვალის მოცულობა , ჩაშლილი კრედიტორების მიხედვით .

 

5. თავი მეხუთე

მეხუთე თავში წარმოდგენილი უნდა იყოს ინფორმაცია სახელმწიფო ბიუჯეტით განსაზღვრული პრიორიტეტების ფარგლებში განხორციელებული პროგრამების, ქვეპროგრამების, ღონისძიებების და მიღწეული შედეგების შესახებ .

 

6. თავი მეექვსე

აღნიშნულ თავში წარმოდგენილი უნდა იყოს ინფორმაცია მხარჯავი დაწესებულებების მიხედვით პროგრამების, ქვეპროგრამების და ღონისძიებებისათვის გამოყოფილი ასიგნებების და მათი ფაქტ ობრივი შესრულების შესახებ .

 

ბიუჯეტის წლიური შესრულების ანგარიშს დანართების სახით თან უნდა ახლდეს ინფორმაცია  საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირების ბიუჯეტების წლიური შესრულების ფაქტ ობრივი მაჩვენებლების, ასევე პროგრამებისა და კაპიტალური პროექტების შესრულების შესახებ.

             

1. ინფორმაცია პროგრამის შესრულების შესახებ

პირველ ნაწილში წარმოდგენილი უნდა იყოს ინფორმაცია პროგრამების მიხედვით დაგეგმილ და ფაქტ ობრივ ფისკალურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით

 

პროგრამის კოდი

პრიორიტეტის დასახელება

გეგმა

საკასო შესრულება

მთლიანი დაფინანსება

. . ბიუჯეტით გამოყოფილი თანხა

მთლიანი დაფინანსება

. . ბიუჯეტით გამოყოფილი თანხა

 

პროგრამა N1-ის დასახელება

 

 

 

 

 

პროგრამა N2-ის დასახელება

 

 

 

 

 

პროგრამა N3-ის დასახელება

 

 

 

 

 

პროგრამა N4-ის დასახელება

 

 

 

 

 

პროგრამა N5-ის დასახელება

 

 

 

 

 

პროგრამა N...-ის დასახელება

 

 

 

 

 

სულ პრიორიტეტზე მიმართული სასრები

 

 

 

 

 

მეორე ნაწილში წლიური საბიუჯეტო კანონით გათვალისწინებულ ყველა პროგრამაზე, ქვეპროგრამაზე და ღონისძიებაზე წარმოდგენილი უნდა იყოს:

- პროგრამული კლასიფიკაციის კოდი;

- დასახელება;

- განმახორციელებელი;

- წლიური საბიუჯეტო კანონის დანართით გათვალისწინებული მოსალოდნელი შედეგი;

- წლის ბოლოსთვის მიღწეული შედეგი;

- შედეგის შეფასების ინდიკატორები;

- განმარტება დაგეგმილთან შედარებით განსხვავებული შედეგის მიღწევის შემთხვევაში .

 

2. ინფორმაცია კაპიტალური პროექტის შესრულების შესახებ

პირველ ნაწილში წარმოდგენილი უნდა იყოს ინფორმაცია პროგრამების მიხედვით დაგეგმილ და ფაქტ ობრივ ფისკალურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით :

პროექტის კოდი

დასახელება

ბიუჯეტიდან

პროექტის მთლიანი დაფინანსება

გასული წლის ჩათვლით გაწეული ხარჯი
(საანგარიშო
პერიოდის გარდა)

საანგარიშო პერიოდში დაგეგმილი თანხა

საანგარიშო პერიოდის საკასო შესრულება

შემდგომ წლებში დარჩენილი თანხა

 

პროექტი N1

 

 

 

 

 

 

ქვეპროექტი N1

 

 

 

 

 

 

ქვეპროექტი N2

 

 

 

 

 

 

ქვეპროექტი N...

 

 

 

 

 

 

პროექტი N2

    

 

 

 

 

 

ქვეპროექტი N1

 

 

 

 

 

 

ქვეპროექტი N2

 

 

 

 

 

 

ქვეპროექტი N...

 

 

 

 

 

 

პროექტი N...

 

 

 

 

 

 

ქვეპროექტი N1

 

 

 

 

 

 

ქვეპროექტი N2

 

 

 

 

 

 

ქვეპროექტი N...

 

 

 

 

 

 

სულ კაპიტალური ბიუჯეტი

 

 

 

 

 

 

დანართის მეორე ნაწილში წარმოდგენილი უნდა იყოს ინფორმაცია თოთოეული პროექტის და ქვეპროექტის ფარგლებში განხორციელებული სამუშაოების შესახებ.

 

6. ორგანიზაციული სტრუქტურიდან პროგრამულ ბიუჯეტზე გარდამავალი ეტაპი

პროგრამულ ბიუჯეტზე გადასასვლელად აუცილებელია რამდენიმე ეტაპის გავლა, რათა მხარჯავმა დაწესებულებამ შეძლოს მისთვის დამტკიცებული ორგანიზაციული სტრუქტურიდან ძირითადი ღონისძიებების გამოტანა და მათი პროგრამებად გადაჯგუფება. პროგრამების დაგეგმვის დროს მხარჯავმა დაწესებულებამ უნდა გაიროს რამდენიმე ეტაპი:

დებულებიდან და კომპეტენციიდან გამომდინარე , ჩამოაყალიბოს მისი ძირითადი მიზნები და ამოცანები;

განიხილოს მისი მიზნები და ამოცანები ქვეყნის პრიორიტეტბთან მიმართებაში და , პირიქით , ქვეყნის პრიორიტეტებიდან გამომდინარე , გამოავლინოს მის მიერ განსახორციელებელი შესაძლო ამოცანები;

ორგანიზაციული სტრუქტურიდან უნდა გამოიტანოს ის ძირითადი ღონისძიებები, რასაც მის კონტროლს დამქვემდებარებული საბიუჯეტო ორგანიზაციები ახორციელებენ;

მოახდინოს განსახორციელებელი ღონისძიებების და დაწესებულების ძირითადი ფუნქციების და ამოცანების ერთმანეთთან დაკავშირება;

მსგავსი ფუნქციის ან მიზნების მიხედვით დააჯგუფოს ღონისძიებები, მათი განმახორციელებლების მიუხედავად;

დაჯგუფების შედეგად გამოიკვეთება , თუ რამდენი პროგრამა უნდა ქონდეს კონკრეტულ მხარჯავ დაწესებულებას;

მკაფიოდ უნდა განისაზღვროს პროგრამის მიმართება ქვეყნის პრიორიტეტებთან;

უნდა განისაზღვროს პროგრამის საბოლოო შედეგი, რომლის მიღწევითაც პროგრამა პრიორიტეტით დასახული მიზნების განხორციელებას ემსახურება;

პროგრამების გამოვლენის შემდეგ მხარჯავი დაწესებულება იწყებს უკუპროცესს, მის დაშლას ქვეპროგრამებად და ღონისძიებაბად;

უნდა მოხდეს თითოეული ქვეპროგრამის მიერ მისაღწევი შუალედური შედეგების განსაზღვრა და მათი მიღწევის გზების დადგენა, დაფინანსების საორიენტაციო ზღვრული მოცულობის გათვალისწინებით;

უნდა გამოიკვეთოს არსებული მდგომარეობის ამსახველი მონაცემების ბაზა და დადგინდეს ის ინდიკატორები, რომელთა მიხედვითაც მოხდება შედეგების შესრულების შეფასება;

თითოეული ქვეპროგრამისთვის/ღონისძიებისთვის უნდა დაითვალოს შედეგების მისაღწევად საჭირო ფინანსური რესურსების მოცულობა (საორიენტაციო ხარჯთაღრიცხვა);

მხარჯავი დაწესებულებისთვის გამოყოფილი ასიგნებების ზღვრული მოცულობების ფარგლებში განახორციელოს ასიგნებების პროგრამებზე გადანაწილება.

 

ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.