ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ

  • Word
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 36
დოკუმენტის მიმღები ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 08/07/2011
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110711008, 13/07/2011
სარეგისტრაციო კოდი 210070000.35.151.016055
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
36
08/07/2011
ვებგვერდი, 110711008, 13/07/2011
210070000.35.151.016055
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ
ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

პირველადი სახე (13/07/2011 - 16/08/2011)

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულო

დადგენილება 36

2011 წლის 8 ივლისი

აბა სტეფანწმინდა

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების ესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

 მუხლი 1. დამტკიცდეს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია დანართი №1-ის შესაბამისად.

 მუხლი 2. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმდომარე გ.მალანია

დანართი №1

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია

 წინამდებარე ინსტრუქცია შემუშავებულია ,,ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე და ადგენს:

    მუხლი 1. ზოგადი ნაწილი

1. ინსტრუქცია ადგენს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქნელთა მიერ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდასთან დაწესების გადახდის წესს და მოსახლეობის გადამხდელთა უფლება- მოვალეობებს.

2. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელი /შემდგომში – მოსაკრებელი/ წარმოადგენს ყაზბეგის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის გაწეული მომსახურების საფასურს.

3. ნარჩენების წარმომქმნელი ვალდებულია მოსაკრებელი გადაიხადოს დადგენილ ვადებში.

    მუხლი 2. მოსაკრებლის გადახდა

1. მოსაკრებლის გადამხდელია ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქმნელი ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი.

    მუხლი 3. მოსაკრებლის განაკვეთი

1. მოსაკრებლის განაკვეთი, როგორც წესი, დგინდება ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დასუფთავებისათვის კალენდარული წლისათვის საჭირო ხარჯების შესაბამისად.

2. მოსაკრებელი გამოიანგარიშება მოსახლეობისათვის ოჯახის სულთა რაოდენობის მიხედვით, ორგანიზაციების, დაწესებულებების და იურიდიული პირისათვის დაგროვილი ნარჩენების წონის, მოცულობის ან /და ნარჩენების სახეების მიხედვით. აგრეთვე ნარჩენების წარმომქმნელის შემოსავლის ქონების, დაკავებული ფართობის, დასაქმებული პერსონალის რაოდენობის, საქონლის/მომსახურების/მომხმარებელთა რაოდენობის, მოსაკრებლის ოდენობის დადგენისას შესაძლებელია გამოყენებული იქნეს ამ სიდიდეების კომბინაციები.

3. მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის გადახდის ქვითარი გამოიწერება იმ უძრავი ქონების მესაკუთრეზე, /შემდგომში მესაკუთრე/ რომლის საკუთრებაში წარმოიქმნება საყოფაცხოვრებო ნარჩენები.

4. მოსაკრებლის გადახდის ქვითარი გამოიწერება იმ ორგანიზაცია დაწესებულებასა და იურიდიულ პირებზე, რომლის საქმიანობის შედეგად წარმოიქმნა საყოფაცხოვრებო ნარჩენი.

5. ქვითარი შენახული უნდა იქნეს ერთი წლის განმავლობაში.

6. მესაკუთრე ფიზიკური პირი /გარდა მეწარმე ფიზიკური პირისა/, რომლის საკუთრებაში წარმოიქმნება ნარჩენი, ვალდებულია წარმომქმნელთა რაოდენობის ცვლილების შესახებ 30 კალენდარული დღის განმავლობაში აცნობოს მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ სამსახურს.

6. ნარჩენის წარმომქმნელი ოჯახის რაოდენობის შეცვლის შემთხვევაში მიმდინარე თვის მოსაკრებელი იფარება ცვლილების გაუთვალისწინებლად.

7. მესაკუთრის შეცვლის შემთხვევაში მესაკუთრემ მოსაკრებლის მიმდინარე დავალიანება უნდა დაფაროს იმ თვის ბოლომდე, რომელშიც მოხდა საკუთრების გადაცემა.

8. თუ წინასწარ გადახდილი თანხა, რომელიც შეტანილი იყო მოსაკრებლის ახალი განაკვეთის ძალაში შესვლისას, უფრო მცირეა, ვიდრე გადახდის დღის დადგომის შემდეგ, სხვაობა უნდა დაიფაროს განაკვეთის ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში. თუკი წინასწარ გადახდილი თანხა, რომელიც შეტანილი იყო ახალი განაკვეთის ძალაში შესვლამდე, აღემატება ახალამოქმედებულ განაკვეთს, სხვაობა ახალი განაკვეთის ამოქმედების შემდეგ უნდა გამოაკლდეს ახალი განაკვეთის თანხას.

    მუხლი 4. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულების წარმოქმნა, შეცვლა და მისგან გათავისუფლება

1. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება წარმოიქმნება მოსახლეობისათვის მომსახურების ერთი თვის განმავლობაში მიღების შემთხვევაში, ორგანიზაციების, დაწესებულებების და იურიდიული პირებისათვის მომსახურების მიღებისთანავე.

2. მოსაკრებლის ვალდებულებისაგან განთავისუფლებულია მოსახლე, რომელიც ცხოვრობს სასტუმროს ტიპის საცხოვრებელში, იმ შემთხვევაში, თუ ეს უკანასკნელი თვითონ სარგებლობს ოპერატორის მომსახურებით.

3. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება წყდება ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ ნარჩენების წარმოქმნის შეწყვეტის შემდეგ თვის დასრულებისას.

    მუხლი 5. მოსაკრებლის ბიუჯეტში ჩარიცხვის წესი

მოსაკრებელი მთლიანად ჩაირიცხება ადგილობრივ ბიუჯეტში.

    მუხლი 6. მოსაკრებლის გადახდის პერიოდულობა და ვადები

1. მოსაკრებლის გადახდა წარმოებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესაბამის ანგარიშზე, ქვითრის ან ელექტრონული ანგარიშსწორების საშუალებით.

2. ქვითრის ტიპურ ფორმას ამტკიცებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულო, რომლის სავალდებულო რეკვიზიტებია:

ა) მესაკუთრის მონაცემები;

ბ) მოსაკრებლის გადამხდელის მონაცემები;

გ) გადასახდელი თანხა;

დ)გადახდის ვადა;

ე)გადახდის ადგილი;

დასუფთავების მოსაკრებელი

ქვითარი №

 აბონენტი №

 გვარი, სახელი ––––––––––––––––––––––––––––––––––––

 –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

 მისამართი ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

 თარიღი –––––––––––

 

გადასახდელი პერიოდი

ზომის ერთეული

განაკვეთი ზომის 1 ერთეულზე

თანხა გადასახადი თვეში

 

 

 

 

 

 

 წინა დავალიანება ––––––––––––––––––––––––

 გადახდილი თანხა –––––––––––––––––––––––

 სულ გადასახადი ––––––––––––––––––––––––

 

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობა

 

საბანკო რეკვიზიტები:

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობა

ბანკის კოდი LBRTGE22

ა/ნ № GE 78 LB 0120181120754000

საიდენტიფიკაციო კოდი 241499473

(მოსაკრებელი ნაგვის გატანისათვის)

გადაუხდელობის შემთხვევაში თქვენზე გავრცელდება კანონით დადგენილი საჯარიმო სანქციები.

ცნობებისათვის მიმართეთ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურს.

 

 

 მოსამსახურე პირი: შპს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის „კეთილმოწყობის, გამწვანებისა და დასუფთავების სამსახური“

 მისამართი: ყაზბეგის მუნიციპალიტეტი, დაბა სტეფანწმინდა, რუსთაველის ქ.№1,

 ტელეფონი: 899 16 30 97.

3. მოსაკრებელი გადიხდება თვეში ერთხელ თვის ბოლოს, ქვითრის გამოწერის მეორე დღიდან 20 დღის განმავლობაში.

4. გადამხდელს შეუძლია მოსაკრებელი გადაიხადოს წინასწარ.