„ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ” ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 8 ივლისის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ” ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 8 ივლისის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 45
დოკუმენტის მიმღები ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 16/08/2011
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110817006, 23/08/2011
სარეგისტრაციო კოდი 210070000.35.151.016064
  • Word
45
16/08/2011
ვებგვერდი, 110817006, 23/08/2011
210070000.35.151.016064
„ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ” ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 8 ივლისის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ყაზბეგის მუნიციპალიტეტი

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №45

2011 წლის 16 აგვისტო

აბა სტეფანწმინდა

„ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ” ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 8 ივლისის 36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად:

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს :

მუხლი 1. „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ” ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 8 ივლისის №36 დადგენილებაში (სსმ. 13.07.2011წ.)შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:

1. დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“.

2. დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „დამტკიცდეს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია დანართი №1-ის შესაბამისად“.

3. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

4. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მოსაკრებლის გადამხდელები არიან ფიზიკური ან/და იურიდიული პირი, ორგანიზაცია, დაწესებულება, რომლებიც თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე წარმოქმნიან ნარჩენებს“.

5. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის ქვითრის ფორმა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელი“.

მუხლი 2. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                                        გ.მალანია

 

დანართი №1

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია

წინამდებარე ინსტრუქცია შემუშავებულია ,,ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე და ადგენს:

    მუხლი 1. ზოგადი ნაწილი

1. ინსტრუქცია ადგენს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქნელთა მიერ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდასთან დაწესების გადახდის წესს და მოსახლეობის გადამხდელთა უფლება- მოვალეობებს.

2. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელი (შემდგომში მოსაკრებელი) წარმოადგენს ყაზბეგის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის გაწეული მომსახურების საფასურს.

3. ნარჩენების წარმომქმნელი ვალდებულია მოსაკრებელი გადაიხადოს დადგენილ ვადებში.

    მუხლი 2. მოსაკრებლის გადახდა

 1. მოსაკრებლის გადამხდელები არიან ფიზიკური ან/და იურიდიული პირი, ორგანიზაცია, დაწესებულება, რომლებიც თვიმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე წარმოქმნიან ნარჩენებს.

    მუხლი 3. მოსაკრებლის განაკვეთი

1. მოსაკრებლის განაკვეთი, როგორც წესი, დგინდება ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დასუფთავებისათვის კალენდარული წლისათვის საჭირო ხარჯების შესაბამისად.

2. მოსაკრებელი გამოიანგარიშება მოსახლეობისათვის ოჯახის სულთა რაოდენობის მიხედვით, ორგანიზაციების, დაწესებულებების და იურიდიული პირისათვის დაგროვილი ნარჩენების წონის, მოცულობის ან /და ნარჩენების სახეების მიხედვით. აგრეთვე ნარჩენების წარმომქმნელის შემოსავლის ქონების, დაკავებული ფართობის, დასაქმებული პერსონალის რაოდენობის, საქონლის/მომსახურების/მომხმარებელთა რაოდენობის, მოსაკრებლის ოდენობის დადგენისას შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ამ სიდიდეების კომბინაციები.

3. მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის გადახდის ქვითარი გამოიწერება იმ უძრავი ქონების მესაკუთრეზე (შემდგომში მესაკუთრე), რომლის საკუთრებაში წარმოიქმნება საყოფაცხოვრებო ნარჩენები.

4. მოსაკრებლის გადახდის ქვითარი გამოიწერება იმ ორგანიზაცია დაწესებულებასა და იურიდიულ პირებზე, რომლის საქმიანობის შედეგად წარმოიქმნა საყოფაცხოვრებო ნარჩენი.

5. ქვითარი შენახული უნდა იქნეს ერთი წლის განმავლობაში.

6. მესაკუთრე ფიზიკური პირი (გარდა მეწარმე ფიზიკური პირისა) , რომლის საკუთრებაში წარმოიქმნება ნარჩენი, ვალდებულია წარმომქმნელთა რაოდენობის ცვლილების შესახებ 30 კალენდარული დღის განმავლობაში აცნობოს მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ სამსახურს.

6. ნარჩენის წარმომქმნელი ოჯახის რაოდენობის შეცვლის შემთხვევაში მიმდინარე თვის მოსაკრებელი იფარება ცვლილების გაუთვალისწინებლად.

7. მესაკუთრის შეცვლის შემთხვევაში მესაკუთრემ მოსაკრებლის მიმდინარე დავალიანება უნდა დაფაროს იმ თვის ბოლომდე, რომელშიც მოხდა საკუთრების გადაცემა.

8. თუ წინასწარ გადახდილი თანხა, რომელიც შეტანილი იყო მოსაკრებლის ახალი განაკვეთის ძალაში შესვლისას, უფრო მცირეა ვიდრე გადახდის დღის დადგომის შემდეგ, სხვაობა უნდა დაიფაროს განაკვეთის ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში. თუკი წინასწარ გადახდილი თანხა, რომელიც შეტანილი იყო ახალი განაკვეთის ძალაში შესვლამდე აღემატება ახალ ამოქმედებულ განაკვეთს. სხვაობა ახალი განაკვეთის ამოქმედების შემდეგ უნდა გამოაკლდეს ახალი განაკვეთის თანხას.

    მუხლი 4. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულების წარმოქმნა, შეცვლა და მისგან გათავისუფლება

1. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება წარმოიქმნება მოსახლეობისათვის მომსახურების ერთი თვის განმავლობაში მიღების შემთხვევაში, ორგანიზაციების, დაწესებულებების და იურიდიული პირებისათვის მომსახურების მიღებისთანავე.

2. მოსაკრებლის ვალდებულებისაგან განთავისუფლებულია მოსახლე, რომელიც ცხოვრობს სასტუმროს ტიპის საცხოვრებელში, იმ შემთხვევაში, თუ ეს უკანასკნელი თვითონ სარგებლობს ოპერატორის მომსახურებით.

3. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება წყდება ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ ნარჩენების წარმოქმნის შეწყვეტის შემდეგ თვის დასრულებისას.

    მუხლი 5. მოსაკრებლის ბიუჯეტში ჩარიცხვის წესი

მოსაკრებელი მთლიანად ჩაირიცხება ადგილობრივ ბიუჯეტში.

    მუხლი 6. მოსაკრებლის გადახდის პერიოდულობა და ვადები

1. მოსაკრებლის გადახდა წარმოებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესაბამის ანგარიშზე, ქვითრის ან ელექტრონული ანგარიშსწორების საშუალებით.

2. ქვითრის ტიპურ ფორმას ამტკიცებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულო, რომლის სავალდებულო რეკვიზიტებია:

ა) მესაკუთრის მონაცემები;

ბ) მოსაკრებლის გადამხდელის მონაცემები;

გ) გადასახდელი თანხა;

დ) გადახდის ვადა;

ე) გადახდის ადგილი.

 

 

დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელი

ქვითარი

 

 აბონენტი

 გვარი, სახელი -------------------------------------------------

 --------------------------------------------------------------------------

 მოსამართი ---------------------------------------------------------

 თარიღი------------------------

 

 

გადასახდელი პერიოდი

ზომის ერთეული

განაკვეთი ზომის 1 ერთეულზე

თანხა გადასახადი თვეში

 

 

 

 

 

 

 წინა დავალიანება--------------------------------

 

 გადახდილი თანხა --------------------------------

 სულ გადასახადი ----------------------------------

 

 

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობა

 

საბანკო რეკვიზიტები:

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობა

ბანკის კოდი LBRTGE22

ა/ნ   GE 78 LB 0120181120754000

საიდენტიფიკაციო კოდი 241499473

(მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის)

გადაუხდელობის შემთხვევაში თქვენზე გავრცელდება კანონით დადგენილი საჯარიმო სანქციები.

ცნობებისათვის მიმართეთ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურს.

 

 

მოსამსახურე პირი: შპს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის „კეთილმოწყობის, გამწვანებისა და დასუფთავების სამსახური“

მისამართი: ყაზბეგის მუნიციპალიტეტი, აბა სტეფანწმინდა, რუსთაველის ქ.N1,

 ტელეფონი: 899 16 30 97.

 

3. მოსაკრებელი გადიხდება თვეში ერთხელ თვის ბოლოს, ქვითრის გამოწერის მეორე დღიდან 20 დღის განმავლობაში.

4. გადამხდელს შეუძლია მოსაკრებელი გადაიხადოს წინასწარ.