„დმანისის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის’’ წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ

  • Word
„დმანისის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის’’ წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 11-26
დოკუმენტის მიმღები დმანისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 08/07/2011
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110708024, 13/07/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 18/07/2018
სარეგისტრაციო კოდი 010330000.35.156.016056
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
11-26
08/07/2011
ვებგვერდი, 110708024, 13/07/2011
010330000.35.156.016056
„დმანისის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის’’ წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ
დმანისის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

პირველადი სახე (13/07/2011 - 04/03/2016)

დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულო

დადგენილება №11-26

2011 წლი 8 ივლისი

ქ. დმანისი                                       

 

 

 

 

„დმანისის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის’’ წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ც’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

  მუხლი 1

 1. დამტკიცდეს:

 ა)  „დმანისის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის“ წოდების მინიჭების წესი  (დანართი №1);

 ბ) ,,დმანისის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის” დიპლომის ფორმა (დანართი №2);

 გ) ,,დმანისის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის” მედლის ფორმა (დანართი №3).

 

  მუხლი 2

ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                                    ბ. მგელაძე

დანართი №1

„დმანისის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის“ წოდების მინიჭების წესი

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. „დმანისის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის’’ (შემდგომში – საპატიო მოქალაქის) წოდება შეიძლება მიენიჭოს როგორც საქართველოს, ასევე მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის სრულწლოვან მოქალაქეს, განურჩევლად ეროვნებისა, სოციალური ცენზისა, საზოგადოებრივ-პოლიტიკური შეხედულებისა და რელიგიური აღმსარებლობისა, თუ მისი მოღვაწეობა და გაცხადებული იდეები მიმართული არ არის საქართველოში დამკვიდრებული კულტურული ტრადიციების, ზნეობრივ-ეთიკური ნორმებისა და სულიერი ცხოვრების წესის წინააღმდეგ.

2. საპატიო მოქალაქის წოდება ენიჭება პიროვნებას დმანისის მუნიციპალიტეტის წინაშე განსაკუთრებული ღვაწლისა და დამსახურებისათვის, საგანგებო ვითარებისას გაწეული უანგარო სამსახურისათვის, რომლის საქმიანობა და აქტიური ცხოვრებისეული პოზიცია სამაგალითოა დმანისელთა თაობებისათვის. საპატიო მოქალაქის წოდება ენიჭებათ მხოლოდ კონკრეტული დამსახურებისათვის. დაუშვებელია საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭება მხოლოდ ნამსახურები წლებისა და საიუბილეო თარიღის გამო.

3. საპატიო მოქალაქის წოდება დასტურია: დმანისის მუნიციპალიტეტის ეკონომიკის, განათლების, მეცნიერების, კულტურის, ხელოვნების, სპორტის, ჯანმრთელობის დაცვის, ბუნებათსარგებლობის და ეკოლოგიის, შემოქმედებითი, საზოგადოებრივი და სულიერი ცხოვრების განვითარების, აგრეთვე ადამიანთა უფლებების და თავისუფლების, უანგარო სიქველის და სიმამაცის, პატივგებისა და აღიარებისა.

4. საპატიო მოქალაქის წოდების ჩამორთმევა დაუშვებელია, გარდა უღირსი საქციელის ჩადენის ან სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის ძალაში შესვლის შემთხვევაში, რომლის თაობაზე შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულო.

5. მოქალაქეს, რომელსაც მიენიჭა საპატიო მოქალაქის წოდება, უფლება აქვს უარი თქვას ამ წოდებაზე და შესაბამისი განცხადებით მიმართოს საკრებულოს. საკრებულო უფლებამოსილია, განიხილოს ეს განცხადება და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.

    მუხლი 2. საპატიო მოქალაქის წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენება

1. საპატიო მოქალაქის წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენების უფლებამოსილება აქვს დადგენილი წესით რეგისტრირებულ:

ა) საზოგადოებრივ, პროფესიულ და შემოქმედებით კავშირებს და ორგანიზაციებს;

ბ) სპორტულ ორგანიზაციებს, გაერთიანებებს;

გ) საპატიო წოდების მქონე მოქალაქეთა ჯგუფს;

დ) მუნიციპალიტეტის თვითმმართველობას.

2. საპატიო მოქალაქის წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენების უფლებამოსილი პირები, კანდიდატურას წერილობითი სახით წარუდგენენ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, რასაც წერილობითი სახით თან უნდა ახლდეს:

 ა) საპატიო წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენების უფლებამოსილი ორგანიზაციის ან პირების რეკომენდაცია, საიდანაც უნდა წარმოჩინდეს საპატიო წოდებაზე წარდგენილი კანდიდატურის ღვაწლი და დამსახურება;

 ბ) კანდიდატის ბიოგრაფიული ცნობები;

 გ) კანდიდატის ღირსების, ღვაწლისა და დამსახურების ამსახველი, საზოგადოებისათვის უკვე ცნობილი ან საპატიო წოდებაზე წარდგენის დღემდე უცნობი დოკუმენტალური და სხვა სახის მასალები;

 დ) შუამდგომლობას თან უნდა ერთოდეს წარდგენილის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, 2 (ორი) ფოტოსურათი და კანდიდატის წერილობითი თანხმობა.

 3. დასახელებული კანდიდატების შესახებ ცნობების შეჯერებას და განხილვას აწარმოებს დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისია.

 4. კომისიას უფლება აქვს მოითხოვოს დამატებითი ცნობები (მონაცემები) საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭებისათვის წარდგენილი კანდიდატის შესახებ.

 5. კომისია კანდიდატის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტით და არსებული დოკუმენტაცია შეაქვს განსახილველად საკრებულოს ბიუროზე.

 6. საკრებულოს ბიურო ღებულობს დასკვნას და კომისიის მიერ წარმოდგენილ მასალებთან ერთად წარუდგენს საკრებულოს, სხდომაზე დასამტკიცებლად.

    მუხლი 3. საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭება

1. დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულო განიხილავს ბიუროს გადაწყვეტილებას წარმოდგენილი კანდიდატურებისათვის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების შესახებ.

2. დმანისის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქეს ამ წოდების მინიჭებისას გადაეცემა საპატიო მოქალაქის დიპლომი და მედალი.

3. საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭება, დიპლომისა და მედლის გადაცემა ხდება წელიწადის ნებისმიერ დროს დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილების საფუძველზე.

4. მოქალაქეს საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების დღეს შეიძლება გადაეცეს ფასიანი საჩუქრები ან ფულადი ჯილდო.

5. მოქალაქეს, რომელსაც მიენიჭა საპატიო მოქალაქის წოდება, შესაბამის დიპლომს და მედალს გადასცემს დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე.

    მუხლი 4. საპატიო მოქალაქის წოდების მქონე პირის (საპატიო მოქალაქის) უფლებები

1. საპატიო მოქალაქე, ცხოვრებისა და მოღვაწეობის ადგილის მიუხედავად, დმანისის მუნიციპალიტეტში სარგებლობს ყველა იმ სიკეთითა და შეღავათებით, რითაც სარგებლობს დმანისის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ყველა მოქალაქე.

2. საპატიო მოქალაქე უფლებამოსილია:

ა) მონაწილეობა მიიღოს საპატიო სტუმრებთან შეხვედრებში, დიალოგებში, დისკუსიებში, მუნიციპალიტეტის საკეთილდღეო ღონისძიებათა შემუშავებაში;

ბ) დმანისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წინაშე დააყენოს საკითხი ნიჭიერი, უნარიანი და კეთილსინდისიერი დმანისელის თვითრეალიზაციის ხელშემწყობი პირობების შექმნის თაობაზე.

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი №2

          „დმანისის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის“ დიპლომის ფორმა

  ,,დმანისის საპატიო მოქალაქის” დიპლომი ჩასმულია ყდაში, რომლის წინა მხარეს ამოტვიფრულია დმანისის გერბი, ხოლო შიგნით ჩადებულია საქართველოს სახელმწიფო დროშის ფონზე შუაზე გადაკეცილი A4 ტიპის ფორმატი, რომლის მარცხენა მხარეს დატანილია ქართული, ხოლო მარჯვენა მხარეს ინგლისური ტექსტი

 

 

           დიპლომი

------------------------------------------------

            სახელი, გვარი

დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

--------------------- №---- განკარგულებით

 წელი, თვე, რიცხვი,

მიენიჭა ,,დმანისის საპატიო მოქალაქის”

წოდება და გადაეცა მედალი №----

 

 დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 თავმჯდომარე  

         

       (ხელმოწერა, ბეჭედი)

 

 

 

 

 

 

 

 

 

DIPLOMA                                    

Dmanisi Municipality City Council (Resolution -------)

is granting Honorary Title of Dmanisi Citizen and

awarding a medal  №----  to ----------------------

 

 

 

 Dmanisi Municipality City Council Chairman

 

            (Signature,Stamp)

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი №3

 

,,დმანისის საპატიო მოქალაქის” მედლის ფორმა

 

   ,,დმანისის საპატიო მოქალაქის” მედალი წარმოადგენს თითბერის მასალისაგან დამზადებულ დისკოს 40მმ დიამეტრით და 3 მმ სისქით, რომლის წინა მხარეს დატანილია დმანისის ნაქალაქარის ესკიზი, ხოლო უკანა მხარეს წარწერა ,,დმანისის საპატიო მოქალაქე’’ მედლის ნომრის მითითებით

 

 

                                                               

                                                            

                                        

         ავერსი                                                      რევერსი