დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „დმანისის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის’’ წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 8 ივლისის N11-26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 10 |
| დოკუმენტის მიმღები | დმანისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 04/03/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/03/2016 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 18/07/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010330000.35.156.016236 |
|
„დმანისის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის“ წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 8 ივლისის №11-26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე.ზ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დმანისის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის’’ წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 8 ივლისის №11-26 დადგენილებაში (სსმ, 110708024, 13/07/2011, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010330000.35.156.016056) შევიდეს შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილების დანართი №1-ის მესამე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით: „5. მოქალაქეს, რომელსაც მიენიჭა საპატიო მოქალაქის წოდება, შესაბამის დიპლომს და მედალს გადასცემს დმანისის მუნიციპალიტეტის გამგებელი.“. ბ) დადგენილების დანართი №2 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №2
|
„დმანისის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის“ დიპლომის ფორმა
,,დმანისის საპატიო მოქალაქის” დიპლომი ჩასმულია ყდაში, რომლის წინა მხარეს ამოტვიფრულია დმანისის გერბი, ხოლო შიგნით ჩადებულია საქართველოს სახელმწიფო დროშის ფონზე შუაზე გადაკეცილი A4 ტიპის ფორმატი, რომლის მარცხენა მხარეს დატანილია ქართული, ხოლო მარჯვენა მხარეს ინგლისური ტექსტი.
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები