დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
ინდივიდუალური საწარმოებისათვის (მეწარმეთათვის) პრეზუმფციული გადასახადის (ერთიანი მინიმალური მიმდინარე გადასახდელი) გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ" ინსტრუქციის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 158 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 17/06/1998 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გაურკვეველი, 0, 19/06/1998 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 17/11/2006 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000090.01(2).003.000296 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (19/06/1998 - )
სახელმწიფო სარეგისტრაციო 090.012.003.290
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №158
1998 წლის 17 ივნისი
ქ. თბილისი
ინდივიდუალური საწარმოებისათვის (მეწარმეთათვის) პრეზუმფციული გადასახადის (ერთიანი მინიმალური მიმდინარე გადასახდელი) გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ" ინსტრუქციის თაობაზე
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 227-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
დამტკიცდეს საქართველოს საგადასახადო ინსტრუქციის მიერ შემუშავებული ინსტრუქცია "ინდივიდუალური საწარმოებისათვის (მეწარმეებისათვის) პრეზუმფციული გადასახადის (ერთიანი მინიმალური მიმდინარე გადასახდელი) გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ".
მ. ჭკუასელი
ი ნ ს ტ რ უ ქ ც ი ა
ინდივიდუალური საწარმოებისათვის (მეწარმეებისათვის) პრეზუმფციული გადასახადის (ერთიანი მინიმალური მიმდინარე გადასახდელი) გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ
მოცემული ინსტრუქცია შემუშავებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 227-ე და 273-ე მუხლის შესაბამისად "საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ" საქართველოს 1998 წლის 1 მაისის №1369-IIს კანონის საფუძველზე და განსაზღვრავს ინდივიდუალური საწარმოების (მეწარმეების) საშემოსავლო გადასახადის ნაცვლად პრეზუმფციული გადასახადის გამოანგარიშებისა და ბიუჯეტში გადახდევინების წესს.
მუხლი 1. გადასახადის გადამხდელები
საშემოსავლო გადასახადის ნაცვლად პრეზუმფციული გადასახადის გადამხდელები არიან:
საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული ცალკეული სახეობის სავაჭრო და მომსახურების სფეროს ინდივიდუალური საწარმოები და ფიზიკური პირები _ მეწარმეები, რომლებიც საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად ითვლებიან საშემოსავლო გადასახადის გადამხდელებად და რომელთა წლიური ერთობლივი შემოსავალი არ აღემატება 24000 ლარს.
პრეზუმფციული გადასახადის გადამხდელების მიერ რეგისტრაციის ადგილის მიხედვით საგადასახადო ინსპექციებს წარდგინება ცნობა ორ ეგზემპლარად პრეზუმფციული გადასახადის განაკვეთისა და ოდენობის გაანგარიშების შესახებ ინსტრუქციის №1 დანართის მიხედვით. ცნობის პირველი ეგზემპლარი, რომელიც დამოწმებული უნდა იყოს საგადასახადო ინსპექციის უფროსის ხელის მოწერით და ბეჭდის დასმით, უბრუნდება გადამხდელს და ინახება მისი საქმიანობის განხორციელების ადგილზე, ხოლო მეორე ეგზემპლარი ინახება საგადასახადო ინსპექციაში გადასახადის გადამხდელის საქმეში.
მუხლი 2. გადასახადის განაკვეთები
1. რეზიდენტი და არარეზიდენტი ინდივიდუალური საწარმოები და ფიზიკური პირები მეწარმეები, რომლებიც საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიხედვით ითვლებიან საშემოსავლო გადასახადის გადამხდელად პრეზუმფციულ გადასახადს გადაიხდიან საქმიანობის სახეობის და მისი განხორციელების ადგილზე (ქალაქი; დაბა; სოფელი) მოსახლეობის რაოდენობიდან გამომდინარე ყოველთვიურად ლარებში შემდეგი ოდენობით;
საქმიანობის სახე | მოსახლეობის რაოდენობა | ||
| 30.000-მდე | 30000-დან 1000000- მდე | 1000000- დან ზევით |
1 | 2 | 3 | 4 |
საცალო ვაჭრობა ფარდულებში (ბაზრობებსა და ბაზრების გარდა), გამაგრილებელი სასმელებით, ნაყინით, თამბაქოს ნაწარმით და სხვა საქონლით ვაჭრობა ქუჩებში,ავტომაგისტრალებზე, დახლებიდან ბაზრობებზე საცალო ვაჭრობა, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტით ბაზრებსა და ბაზრობებზე ვაჭრობა, გარდა ამ პროდუქციის მწარმოებელი ფიზიკური პირებისა |
10 |
25 |
50 |
ბაზრობებსა და ბაზრობებზე მდებარე ფარდულებში(ჯიხურებში) საცალო ვაჭრობა | 20 | 50 | 100 |
ბაზრობებზე მდებარე კონტეინერებიდან (საწყობებიდან) საცალო და საბითუმო ვაჭრობა | 30 | 150 | 300 |
ფეხსაცმლის წარმოება, ავეჯის წარმოება, ადამიანის ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებული სხვა საქმიანობა (პარამედიცინის პერსონალის მომსახურების ჩათვლით), ფიზიკური კულტურის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საქმიანობა, საყოფაცხოვრებო საქონლისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტი, ჩექმებისწაღებისა და ტყავის სხვა ნაწარმის რემონტი, სატრანსპორტო საშუალებების იჯარა და გაქირავება, ტექსტის გამრავლება, ასლების გამრავლება და მსგავსი საქმიანობა, ტანსაცმლის შეკერვა, რემონტი და გადაკეთება, საქმიანობა ფოტოგრაფიის სფეროში, საკონდიტრო ნაწარმის წარმოება რეალიზაციის მიზნით, საყოფაცხოვრებო საქონლისა და პირადი მოხმარების საგნების გაქირავება, ტაქსის მომსახურება |
10 |
25 |
50 |
საიუველირო ნაწარმის იმიტაციების წარმოება, სამკურნალო პრაქტიკა, კბილის მკურნალობის პრაქტიკა, საფეიქრო ნაწარმის და ბეწვეულის ნაწარმის რეცხვა და მშრალი წმენდა, საპარიკმახეროების მომსახურება და სილამაზის სალონების სხვა მომსახურება, ავტომობილების რემონტი, ტექნიკური მომსახურება და რეცხვა, ავტოსაბურავების რემონტი, ელექტრო საყოფაცხოვრებო საქონლის რემონტი, მომსახურება 12 ადგილამდე ტევადობის სამგზავრო ავტოტრანსპორტით, ტვირთის გადაზიდვა სატვირთო ავტოტრანსპორტით |
20 |
50 |
100 |
საიუველირო ნაწარმისა და მისი მსგავსი საქონლის წარმოება, საათების და საიუველირო ნაწარმის რემონტი, მომსახურეობა 12 ადგილზე მეტი ტევადობის ავტოტრანსპორტით |
30 |
75 |
150 |
|
|
|
|
2. საზკვების ობიექტებში პრეზუმფციული გადასახადის ოდენობა განისაზღვრება თითოეული ადგილის მიხედვით 10 ლარის ოდენობით თვეში.
3. იმ შემთხვევაში, თუ ინდივიდუალური მეწარმე (საწარმო) ეწევა რამდენიმე საქმიანობას, რომლებზეც სხვადასხვა განაკვეთებია დაწესებული, მაშინ იგი გადაიხდის იმ საქმიანობაზე დაწესებული განაკვეთით, რომლის ხვედრი წილიც მეტია მის საერთო შემოსავლებში.
მაგალითი 1.
ფიზიკურმა პირმა, რომლის ერთობლივი წლიური შემოსავალი ეკონომიკური საქმიანობიდან (ხელფასის გარდა) შეადგენს 2280 ლარს, მათ შორის, მის კუთვნილებაში არსებული სატრანსპორტო საშუალების გაქირავებიდან წლიური შემოსავალი შეადგენს 720 ლარს, ხოლო სამკურნალო პარქტიკიდან შემოსავალი შეადგენს 1560 ლარს. პრეზუმფციული გადასახადის განაკვეთი თვეში სატრანსპორტო საშუალებათა გაქირავების მიხედვით შეადგენს 50 ლარს, ხოლო სამკურნალო პრაქტიკიდან შემოსავლებზე 100 ლარს, ამ შემთხვევაში ფიზიკურ პირს პრეზუმფციული გადასახადი წარედგინება სამკურნალო პრაქტიკაზე დაწესებული განაკვეთის 100 ლარის ოდენობით, რადგან საქმიანობის ამ სახეობიდან შემოსავლის ხვედრითი წილი აღემატება სატრანსპორტო საშუალებათა გაქირავებით მიღებული შემოსავლის წილს ერთობლივი შემოსავლის შემადგენლობაში.
მუხლი 3. პრეზუმფციული გადასახადის გამოანგარიშების და გადახდის წესი
1. პრეზუმფციული გადასახადის გადამხდელები გადასახადის თანხის გამოანგარიშებისათვის ვალდებულნი არიან საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 10 რიცხვამდე თავიანთი ადგილმდებარეობის მიხედვით საგადასახადო ორგანოებს წარუდგინონ პრეზუმფციული გადასახადის გაანგარიშება ორ ეგზემპლარად ინსტრუქციის N 2 დანართის მიხედვით.
იმ შემთხვევაში, თუ გაანგარიშების წარდგენის მომენტისათვის პრეზუმფციული გადასახადი გადახდილია, მაშინ გადასახადის გადახდას ადასტურებს საგადასახადო ინსპექციის უფროსი ხელის მოწერით და ბეჭდის დასმით; ანალოგიურად, გაანგარიშების წარდგენის მომენტისათვის გადასახადის გადაუხდელობა დასტურდება ინსპექციის უფროსის ხელის მოწერითა და ბეჭდის დასმით.
პრეზუმფციული გადასახადის გაანგარიშების ერთი ეგზემპლარი რჩება საგადასახადო ინსპექციაში და ინახება გადამხდელის საქმეში, ხოლო მეორე ეგზემპლარი უბრუნდება გადამხდელს და ინახება მისი საქმიანობის განხორციელების ადგილზე.
2. პრეზუმფციული გადასახადის გადამხდელები ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავლებისა და გაწეული ხარჯების შესახებ აღრიცხვას აწარმოებენ ამ ინსტრუქციის დანართი ფორმების მიხედვით პრეზუმფციული გადასახადის გადამხდელები საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების გამოწერას აწარმოებენ შესაბამისად საგადასახადო კოდექსის 115-ე და 135-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით.
3. პრეზუმფციული გადასახადის გადახდა ხდება ყოველი თვის დასაწყისში არა უგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 10 რიცხვისა.
4. ახლად შექმნილი სავაჭრო და მომსახურების სფეროს ინდივიდუალური საწარმოები (მეწარმეები) პრეზუმფციულ გადასახადს იხდიან რეგისტრაციის მომენტიდან. ამასთან, იმ შემთხვევაში, თუ ისინი რეგისტრირებული არიან საანგარიშო თვის 15 რიცხვამდე ჩათვლით, მაშინ პრეზუმფციული გადასახადი მოცემულ თვეზე გაიანგარიშება მთლიანი განაკვეთით, ხოლო 15 რიცხვის შემდეგ რეგისტრირებულ და საქმიანობის განმახორციელებელ პირებს გადახდება დაწესებული გადასახადის ნახევარი.
5.საანგარიშო წლის განმავლობაში პრეზუმფციული გადასახადის გადამხდელის მიერ ერთობლივი წლიური შემოსავლის 24000 ლარის გადამეტების შემთხვევაში, რაც დადასტურებული უნდა იყოს საგადასახადო ინსპექციაში წარდგენილი გაანგარიშებით (დანართი №2),გადამხდელი წყვეტს პრეზუმფციული გადასახადის გადახდას მომდევნო საანგარიშო პერიოდიდან და ხდება საშემოსავლო გადასახადის გადამხდელების გაანგარიშება და დარიცხვა მოქმედი წესის შესაბამისად.
6. თუ სამეწარმეო საქმიანობაში მოხდა რაიმე ცვლილებები, რომელიც გამოიწვევს შემოსავლებში ცვლილებებს, ასეთ შემთხვევაში ხდება გადასახადის გადაანგარიშება მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, რის შესახებაც საგადასახადო ორგანოებს წარედგინება სათანადო ცნობა.
7. იმ შემთხვევაში, როდესაც ინდივიდუალურ საწარმოებს (მეწარმეებს) გააჩნიათ აღნიშნული საქმიანობის რამდენიმე ობიექტი, მაშინ ცნობა სამეწარმეო საქმიანობის შესახებ წარედგინება ყველა ობიექტის მიხედვით ცალ-ცალკე. ამასთან, გადასახადის გადახდა ხდება ინდივიდუალური საწარმოს (მეწარმის) ადგილმდებარეობის მიხედვით.
8. თუ ინდივიდუალური საწარმო (მეწარმე) ეკონომიკურ საქმიანობიდან შემოსავლებს იღებს სხვადასხვა ადგილებზე, კერძოდ, თუ მას წინა შემოსავლის ადგილზე პრეზუმფციული გადასახადი გადახდილი ჰქონდა იმაზე მეტი ოდენობით, რაც ეკუთვნის ახალი საქმიანობის ადგილზე, ასეთ შემთხვევაში მას გადახდილი თანხა ჩაეთვლება, ხოლო თუ წინა სამუშაო ადგილზე ნაკლები აქვს გადახდილი პრეზუმფციული გადასახადი, ასეთ შემთხვევაში განსხვავება გადახდევინებულ უნდა იქნეს ახალ საქმიანობის ადგილის მიხედვით. ამასთან თუ ფიზიკური პირი მცირე ხნით _ არა უმეტეს ერთი კვირისა ვაჭრობს არა თავისი რეგისტრაციის ადგილზე და მას გადახდილი აქვს კუთვნილი პრეზუმფციული გადასახადი, ასეთ შემთხვევაში მას გადასახადი დამატებით არ გამოუანგარიშდება.
9. პრეზუმფციული გადასახადის გადამხდელი ინდივიდუალური საწარმოები (მეწარმეები) გადასახადს იხდიან ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორების წესით. ამასთან, ნაღდი ანგარიშსწორების წესით გადასახადის გადახდისას საგადასახადო ინსპექციის უფლებამოსილი პირი გადამხდელს გამოუწერს საგადასახადო ქვითარს (ფორმა №1). ნაღდი ანგარიშსწორების წესით. აკრეფილი პრეზუმფციული გადასახადი საბანკო დაწესებულებაში ბიუჯეტის ანგარიშზე შეიტანება არა უგვიანეს მესამე დღეს. მეწარმე ვალდებულია საქმიანობის განხრციელებისას თან იქონიოს პრეზუმფციული გადასახადის გადახდის ქვითარი (საბუთი).
10. წლის განმავლობაში გადახდილი პრეზუმფციული გადასახადი წლის ბოლოს ჩაითვლება კანონმდებლობით დადგენილი და გამოანგარიშებული საშემოსავლო გადასახადის ანგარიშში.
11. სავაჭრო და მომსახურების სფეროს ინდივიდუალური საწარმოები (მეწარმეები), რომლებიც ზემოაღნიშნული კანონის შესაბამისად გახდნენ პრეზუმფციული გადასახადის გადამხდელები და რომელთაც წლის დასაწყისიდან ამ პერიოდამდე ადგილმდებარეობის მიხედვით გადახდილი ჰქონდათ საშემოსავლო გადასახადი, მათ ეს თანხა ჩაეთვლებათ.
12. ის ინდივიდუალური საწარმოები (მეწარმეები), რომლებიც საქმიანობას ახორციელებენ სხვა ფიზიკური პირების მეშვეობით, ვალდებულნი არიან ამ პირებზე გაცემული (გასაცემი) გასამრჯელო ასახონ სათანადო დოკუმენტებში და მოახდინონ მათზე საშემოსავლო გადასახადის დაკავება და ბიუჯეტთან ანგარიშსწორება მოქმედი წესის შესაბამისად.
მუხლი 4. შეღავათები პრეზუმფციულ გადასახადში
1. პრეზუმფციულ გადასახადს არ იხდიან კალენდარული წლის განმავლობაში 3000 ლარამდე დასაბეგრი შემოსავლების მქონე პირები, კერძოდ:
ა. ბავშვობიდან ინვალიდები, აგრეთვე I და II ჯგუფის ინვალიდები მხედველობის გამო:
ბ. მეორე მსოფლიო ომის და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლების მონაწილე საქართველოს მოქალაქეები;
გ. "ქართვლის დედის" საპატიო წოდების მქონე პირები;
დ. მარტოხელა დედები;
ე. პირები, რომელთაც იშვილეს ბავშვი, შვილად აყვანიდან ერთი წლის განმავლობაში.
2. პრეზუმფციულ გადასახადს არ იხდიან 1500 ლარამდე დასაბეგრი შემოსავლის მქონე I და II ჯგუფის ინვალიდები.
3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებში აღნიშნული კატეგორიის პრეზუმფციულ გადასახადში შეღავათის მინიჭებისას განისაზღვრება 3000 ლარის და 1500 ლარის დასაბეგრი შემოსავლებიდან საშემოსავლო გადასახადი, რაც შესაბამისად თვეში შეადგენს 3000 ლარზე 46 ლარს ((3000 - 600)X20% + 89 ლარი):12 = 46 ლარი, ხოლო 1500 ლარზე 22 ლარს ((1500- 600)X20% + 89 ლარი): 12 = 22 ლარი. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული წესით გაანგარიშებული საშემოსავლო გადასახადის შეღავათის ოდენობა თვეში აღემატება ან ტოლია პრეზუმფციული გადასახადისა,მაშინ ამ პირს მიენიჭება შეღავათი პრეზუმფციულ გადასახადში, შესაბამისად, თუ აღნიშნული ნაკლებია პრეზუმფციული გადასახადის ოდენობაზე, მაშინ სხვაობა პირს გადახდება პრეზუმფციული გადასახადის სახით.
მაგალითი 1: ფიზიკური პირი, რომელიც არის ბავშვობიდან ინვალიდი და საშემოსავლო გადასახადით სარგებლობს 3000 ლარამდე წლიურ დასაბეგრ შემოსავალზე შეღავათის უფლებით (თვეში 46 ლარის ანგარიშით) ეწევა კერძო სამკურნალო პრაქტიკას, რომელზეც საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებულია პრეზუმფციული გადასახადი თვეში 20 ლარის ოდენობით.
ამ შემთხვევაში პირს პრეზუმფციული გადასახადი არ გადახდება, ვინაიდან საშემოსავლო გადასახადში კუთვნილი საშეღავათო თანხა თვეში 46 ლარი, აღემატება პრეზუმფციული გადასახადის ოდენობას 20 ლარს.
მაგალითი 2: ფიზიკური პირი, რომელიც არის მე-2 ჯგუფის ინვალიდი და საშემოსავლო გადასახადი სარგებლობს 1500 ლარამდე წლიურ დასაბეგრ შემოსავალზე შეღავათის უფლებით, დაიწყო საქმიანობა 1998 წლის 10 ივნისს. საქმიანობის იმ სახეზე, რომელსაც ის ახორციელებს განსაზღვრულია პრეზუმფციული გადასახადის განაკვეთი თვეში 25 ლარის ოდენობით.
ამ შემთხვევაში პირს გადახდება პრეზუმფციული გადასახადი თვეში 3 ლარის ოდენობით (25-22).
მუხლი 5. გადამხდელთა პასუხისმგებლობა
1. პასუხისმგებლობა პრეზუმფციული გადასახადის სწორად გაანგარიშებაზე და ბიუჯეტში დროულად ჩარიცხვაზე ეკისრებათ გადამხდელებს.
2. პრეზუმფციული გადასახადის გადამხდელები ვალდებულნი არიან საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგება აწარმოონ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
3. საგადასახადო ორგანოებისათვის პრეზუმფციული გადასახადის გამოანგარიშებისათვის მონაცემების არასწორად წარდგენა, რის შედეგადაც გადასახადი შემცირებული ოდენობით იყო გაანგარიშებული, ითვლება პრეზუმფციული გადასახადის დამალვად და გადამხდელთა მიმართ გამოიყენება საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული ფინანსური სანქციები და ადმინისტრაციული ჯარიმები.
4. თუ გადასახადის თანხა არ არის გადახდილი დადგენილი ვადისათვის, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია გადაიხადოს ვადაზე გადაუხდელი თანხის 0.2 პროცენტი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
5. ინდივიდუალური საწარმოების (მეწარმეების) მიერ საგადასახადო აღრიცხვის გარეშე საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში პრეზუმფციული გადასახადის გადახდისაგან თავის არიდების მიზნით გამოიწვევს ასეთ პირების დაჯარიმებას პრეზუმფციული მინიმალური გადასახადის 12-მაგი ოდენობით.
6. ინდივიდუალური საწარმოების (მეწარმეების) მიერ პრეზუმფციული გადასახადის გადაუხდელობის შემთხვევაში გამოიყენება საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული სანქციები.
ინსპექციის უფროსი
ო. ნიკოლეიშვილი
ინსტრუქციის დანართი №1
ინდივიდუალური საწარმოს
(მეწარმის) შტამპი
ეგზავნება საგადასახადო ინსპექციას საგადასახადო ინსპექციის შტამპი
რაიონში (ქალაქში) _______________
მიღებულია "----" "-------"1998წ
_________________________________
ინდივიდუალური საწარმოს (მეწარმის)
დასახელება და მისამართი
_____________
|
|
|
|
|
|
|
|
საიდენტიფიკაციო ნომერი
ც ნ ო ბ ა
პრეზუმფციული გადასახადის განაკვეთისა და
ოდენობის შესახებ
N | საქმიანობის სახეობა და მისი განხორციელების ფორმა | 1997 წლის წლიური ერთობლივი შემოსავალი (ლარი) | 1998 წლის 1 იანვრიდან 1998 წლის 1 ივნისამდე პერიოდში მიღებულ ერთობლივი შემოსავალი (ლარი) | საზკვების ობიექტში ადგილების რაოდენო- ბა | პრეზუმფ- ციული გადასა- ხადის განაკვეთი (ლარი) |
1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 |
|
|
|
|
|
|
პრეზუმფციული გადასახადის გადამხდელის ხელმოწერა
საგადასახადო ინსპექციის უფროსი ხელმოწერა ბ.ა.
1998 წლის .............
ინსტრუქციის დანართი №2
ინდივიდუალური საწარმოს
(მეწარმის) შტამპი
ეგზავნება საგადასახადო ინსპექციას საგადასახადო ინსპექციის შტამპი
რაიონში (ქალაქში) _______________
მიღებულია "----" "-------"1998წ
_________________________________
ინდივიდუალური საწარმოს (მეწარმის)
დასახელება და მისამართი
|
|
|
|
|
|
საიდენტიფიკაციო ნომერი
პრეზუმფციული გადასახადის გაანგარიშება
1998 წლის ................... თვის
N | საქმიანობის სახეობა და მისი განხორციელების ფორმა | 1998 წლის 1 იანვრიდან განვლილ საანგარიშო პერიოდში მიღებული ერთობლივი შემოსავალი (ლარი) | საზკვების ობიექტში ადგილების რაოდენობა | პრეზუმფციუ-ლი გადასახადის ოდენობა (ლარი) |
1 | 2 | 3 | 4 | 5 |
|
|
|
|
|
ვადასტურებ, რომ გაანგარიშებებში შეტანილი მონაცემები სწორია
გადამხდელის ხელმოწერა ______________
1. გამოანგარიშებული პრეზუმფციული გადასახადი გადახდილია 1998წლის " " " " საგადასახადო ინსპექციის უფროსის ხელმოწერა, (ბეჭედი) _________
2. გამოანგარიშებული პრეზუმფციული გადასახადი 1998 წლის ..... თვის გადაუხდელია და ირიცხება ნარჩენად.
საგადასახადო ინსპექციის უფროსის ხელმოწერა, (ბეჭედი) ________
1998 წლის .............
დოკუმენტის კომენტარები