დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| "ფიზიკურ პირთა ქონების გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ" ინსტრუქციის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 102 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 22/04/1998 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გაურკვეველი, 0, 23/04/1998 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 17/11/2006 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000090.01(2).003.000243 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (23/04/1998 - )
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 090.012.003.243
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №102
1998 წლის 22 აპრილი
ქ. თბილისი
"ფიზიკურ პირთა ქონების გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ" ინსტრუქციის თაობაზე
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 227-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს საგადასახადო ინსპექციის მიერ შემუშავებული ინსტრუქცია "ფიზიკურ პირთა ქონების გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ".
2. ამ ინსტრუქციის შესაბამისად გადასახადის გაანგარიშება განხორციელდეს ყოველი წლის 1 იანვრის მდგომარეობით საინვენტარიზაციო ღირებულების შესახებ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ წარმოდგენილ მონაცემთა საფუძველზე.
მ. ჭკუასელი
ი ნ ს ტ რ უ ქ ც ი ა
ფიზიკურ პირთა ქონების გადასახადის გამოანგარიშებისა და გადასახადის წესის შესახებ
ზოგადი დებულებანი
მოცემული ინსტრუქცია შემუშავებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარის 227-ე მუხლის შესაბამისად და განსაზღვრავს ფიზიკურ პირთა ქონების გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესს.
მუხლი 1. გადასახადის გადამხდელები
1. ფიზიკურ პირთა ქონების გადასახადის გადამხდელები არიან ფიზიკური პირები (საქართველოს მოქალაქეები, საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირები და უცხო ქვეყნების მოქალაქეები), რომელთა საკუთრებაშია საქართველოს ურბანულ ტერიტორიაზე განლაგებული ამ გადასახადით დასაბეგრი ობიექტები.
მუხლი 2. დაბეგვრის ობიექტი
1. ფიზიკურ პირთა ქონების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია საქართველოს ურბანულ* ტერიტორიაზე არსებული შემდეგი სახის უძრავი ქონება: საცხოვრებელი სახლები, ბინები
2. იმ შენობა-ნაგებობებზე, რომელთაც არ hყავთ მესაკუთრე, ანდა რომელთა მესაკუთრე უცნობია და ითვლება როგორც უპატრონო, გადასახადი არ გადაიხდევინება.
----------------
* (მათ შორის, საცხოვრებელ სახლებში პრივატიზებული ბინები), გარაჟები, სხვა შენობები, სადგომები და ნაგებობები (შემდგომში შენობა-ნაგებობანი), რომლებიც მყარად დგანან მიწაზე.
მუხლი 3. საგადასახადო შეღავათები
1. ფიზიკურ პირთა ქონების გადასახადით არ იბეგრება ბავშვობიდან ინვალიდების, აგრეთვე I და II ჯგუფის ინვალიდების ქონება.
2. შეღავათის მინიჭების საფუძველს წარმოადგენს ინვალიდის მოწმობა ან სამედიცინო შრომითი საექსპერტო კომისიის ცნობა (დასკვნა).
3. მესაკუთრენი,რომლებსაც ამ კანონის შესაბამისად ეკუთვნით გადასახადში შეღავათი, საგადასახადო ორგანოებში წარადგენენ შეღავათის უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს.
4. იმ შემთხვევაში, თუ გადამხდელს ქონების გადასახადზე შეღავათის უფლება წარმოეშვა წლის განმავლობაში (წლის შიგნით), ისინი განთავისუფლდებიან აღნიშნული გადასახადისაგან დაწყებული იმ თვიდან, რომელშიც წარმოეშვა ეს უფლება.
5. წლის განმავლობაში შეღავათის უფლების დაკარგვისას გადასახადით დაბეგვრა წარმოებს იმ თვიდან, რომელიც მოსდევს ამ უფლების დაკარგვას.
მაგალითი 1:
ქონების მესაკუთრე ფიზიკური პირი, რომელსაც წლიური გადასახადი გამოანგარიშებული ჰქონდა 36 ლარი, მეორე ჯგუფის ინვალიდი გახდა საანგარიშო წლის 20 ივლისს. ასეთ შემთხვევაში საანგარიშო წლის კუთვნილი გადასახადი განისაზღვრება შემდეგნაირად:
- განისაზღვრება საშეღავათო პერიოდი აგვისტოდან დეკემბრის ჩათვლით, რომელიც შეადგენს 5 თვეს;
- განისაზღვრება ერთ თვეზე გადასახადის ოდენობა 3 ლარი (36:12);
- განისაზღვრება საშეღავათო პერიოდზე (5 თვე) გადასახადის წილხვედრი თანხა 15 ლარი (5 თვე X 3 ლარი);
- შეღავათის გათვალისწინებით საანგარიშო წლისათვის გადასახდელი გადასახადი იქნება 21 ლარი (36 ლარი - 15 ლარი).
მაგალითი 2:
ქონების მესაკუთრეს, რომელიც ინვალიდობის მოტივით განთავისუფლებული იყო ქონების გადასახადისაგან (გადასახადი შეადგენს 24 ლარს), მოეხსნა ინვალიდობის ჯგუფი საანგარიშო წლის ივლისში. ამ შემთხვევაში გადასახადის გაანგარიშება მოხდება შემდეგნაირად:
- განისაზღვრება საშეღავათო პერიოდი იანვრიდან-აგვისტომდე, რომელიც შეადგენს 7 თვეს;
- განისაზღვრება ერთ თვეზე კუთვნილი გადასახადი 2 ლარი (24 ლარი:12 თვე);
- განისაზღრება ფიზიკური პირის კუთვნილი გადასახადი საანგარიშო წელში, იგი შეადგენს 10 ლარს (24-14).
6. თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით დადგენილია საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობისაგან განსხვავებული წესები, მაშინ გამოიყენება საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესები, რომელიც მოქმედებს საქართველოს პარლამენტის მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებების რატიფიკაციის შემდეგ.
მუხლი 4. გადასახადის განაკვეთები
1. გადასახადის გადახდა ხდება ყოველწლიურად შენობის ან ნაგებობის საინვენტარიზაციო ღირებულების 0.1 პროცენტის ოდენობით.
მუხლი 5. გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესი
1. ქონების გადასახადი გამოიანგარიშება ყოველი წლის 1 იანვრის მდგომარეობით საინვენტარიზაციო ღირებულების შესახებ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ წარმოდგენილ მონაცემთა საფუძველზე.
2. საინვენტარიზაციო ღირებულების შესახებ მონაცემთა არარსებობის შემთხვევაში, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები ქონების ღირებულებას განსაზღვრავენ შეფასებული ანალოგიური ქონების ერთი კვადრატული მეტრის ღირებულების საფუძველზე და ქონების ღირებულება გამოანგარიშებულ უნდა იქნეს შემდეგი წესით: შეფასებული ანალოგიური ქონების ერთი კვადრატული მეტრის ღირებულება გამრავლდება შენობა-ნაგებობების ფართობზე.
3. რამდენიმე პირის კერძო საკუთრებაში არსებული შენობის ან ნაგებობების გადასახადი გადაიხდება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მონაცემთა საფუძველზე, თითოეული თანამფლობელის ხვედრითი წილის შესაბამისად.
მაგალითი 3: სამი ფიზიკური პირის კერძო საკუთრებაშია 80 კვადრატული მეტრი ფართობის მქონე საცხოვრებელი სახლი. თანამფლობელთა ხვედრითი წილი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მონაცემთა საფუძველზე შესაბამისად 25, 45 და 30 პროცენტს, ხოლო სახლის საინვენტარიზაციო ღირებულება 10000 ლარს შეადგენს. გადასახადი გამოიანგარიშებული უნდა იქნეს შემდეგნაირად:
- ხვედრითი წილის შესაბამისად დადგინდება თითოეული თანამფლობელის დასაბეგრი თანხა:
10000 ლარი X 25 % = 2500 ლარი
10000 ლარი X 45 % = 4500 ლარი
10000 ლარი X 30 % = 3000 ლარი
- შემდგომ განისაზღვრება თითოეულის წილის შესაბამისად გადასახადის ოდენობა:
2500 ლარი X 0.1 % = 2.5 ლარი
4500 ლარი X 0.1 % = 4.5 ლარი
3000 ლარი X 0.1 % = 3 ლარი
მაგალითი 4:
ფიზიკურ პირს მრავალბინიან სახლში საკუთრებაში აქვს იზოლირებული ბინა. სახლის მთლიანი ფართობი შეადგენს 4500 კვადრატულ მეტრს, რომლის საინვენტარიზაციო ღირებულებაა – 550 ათასი ლარი, ხოლო ინდივიდუალური მესაკუთრის მფლობელობაშია 70 კვადრატული მეტრი ფართობი.
ამ შემთხვევაში ბინის მესაკუთრის ხვედრითი წილი სახლში განისაზღვრება მის საკუთრებაში არსებული ფართობის შეფარდებით სახლის მთელ ფართობთან, რაც შეადგენს 0,015 (70 : 4500);
ქონების გადასახადით დასაბეგრი თანხა შეადგენს 8250 ლარს (550000 X 0,015), ხოლო გადასახადის თანხა კი 8,25 ლარს (8250 X 0.1 : 100).
4. გადასახადის გამოსაანგარიშებლად აუცილებელი მონაცემები ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ საგადასახადო ორგანოებში წარდგენილ უნდა იქნეს უფასოდ არა უგვიანეს საანგარიშო წლის 1 თებერვლისა, დანართი №1-ის შესაბამისი ფორმის მიხედვით.
5. საანგარიშო წლის განმავლობაში შენობა-ნაგებობების გასხვისებისას (ყიდვა-გაყიდვა, გაცვლა, ჩუქება, მემკვიდრეობით გადაცემა) პირვანდელ მესაკუთრეს გადაუხდელი გადასახადი გადახდება საანგარიშო წლის 1 იანვრიდან იმ დღემდე, როდესაც მან დაკარგა საკუთრების უფლება შენობაზე, ხოლო ახალ მესაკუთრეს იმ დღიდან, რომლიდანაც ამ უკანასკნელმა მოიპოვა საკუთრების უფლება. იმ შემთხვევაში, თუ გადასახადით დასაბეგრი ობიექტის მესაკუთრე ქმედუუნარო ან შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე პირია, საგადასახადო შეტყობინება წარედგინება მის მეურვეს ან მზრუნველ პირს.
6. საგადასახადო წლის განმავლობაში აშენებულ შენობა-ნაგებობებზე გადასახადი გაიანგარიშება მომდევნო წლის 1 იანვრიდან.
7. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში აღურიცხავი შენობა-ნაგებობების გამოვლენის შემთხვევაში გადასახადი გაიანგარიშება ამ ინსტრუქციის მე-5 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების შესაბამისად განსაზღვრელი ღირებულების მიხედვით, ხოლო გადასახადის გადახდაზე შეტყობინება წარედგინება შენობა-ნაგებობების მესაკუთრეს. ანალოგიური წესით გაიანგარიშება გადასახადი იმ გადამხდელთა მიმართ, რომლებმაც წლის განმავლობაში მოახდინეს მათ საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების მიშენება (დაშენება) და რაც გათვალისწინებული არ იყო საინვენტარიზაციო ღირებულებაში.
8. შენობა-ნაგებობათა განადგურების, აღების ან მთლიანად დანგრვის შემთხვევაში გადასახადის გადახდა შეწყდება იმ თავიდან, როდესაც ისინი განადგურდა, აღებულ ან მთლიანად დანგრეული იქნა. ამ შემთხვევაში გადასახადის გადახდის შეწყვეტის საფუძველს წარმოადგენს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ გაცემული, ამ ფაქტის დამადასტურებელი საბუთი.
მუხლი 6. გადასახადის გადახდის ვადები
1. გადასახადის გადახდა ხდება ორ თანაბარ ნაწილად საგადასახადო წლის 15 ივნისისა და 15 ოქტომბრისათვის.
2. გამოანგარიშებული გადასახადი თანხის შესახებ საგადასახადო ორგანოები საგადასახადო შეტყობინებას გადამხდელებს აბარებენ ყოველწლიურად არა უგვიანეს 1 მარტისა.
3. იმ შენობა-ნაგებობებზე, რომელთა მიხედვით გადასახადი არ იყო, ან არასწორად იყო გაანგარიშებული, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია დაარიცხოს ან გადასინჯოს გადასახადი და გადამხდელს შეტყობინება წარუდგინოს საგადასახადო პერიოდის დამთავრებიდან წინა ექვსი წლის განმავლობაში, ეს წესი მოქმედებს 1998 წლის 1 იანვრის შემდეგ პერიოდზე, გადასახადის გადახდევინება საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის შესაბამისად ხდება გადასახადის დარიცხვიდან 10 დღის ვადაში.
მუხლი 7. ფიზიკურ პირთა ქონების გადასახადის გადამხდელთა აღრიცხვის წესი
1. ქონების გადასახადის გადამხდელთა აღრიცხვის დაწყებამდე საგადასახადო ორგანოები ვალდებულნი არიან უზრუნველყონ მონაცემების მიღება გადამხდელთა აღსარიცხავად და გადასახადის გამოსაანგარიშებლად.
2. ფიზიკურ პირთა ქონების გადასახადით დაბეგვრას დაქვემდებარებულ პირთა აღრიცხვა და გადასახადის გამოანგარიშება იწყება საანგარიშო წლის 1 იანვარს, რომელზედაც გადამხდელს საგადასახადო შეტყობინება ბარდება არა უგვიანეს 1 მარტისა.
3. ქონების გადასახადი გამოიანგარიშება საგადასახადო ორგანოების მიერ დასაბეგრი ობიექტის ადგილმდებარეობის მიხედვით. გამოანგარიშებულ გადასახადზე გადამხდელებს შეტყობინება წარედგინებათ ამ ინსტრუქციის დანართი №2 შესაბამისი ფორმის მიხედვით. იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქე არ ცხოვრობს აღნიშნულ მისამართზე, საგადასახადო შეტყობინება წარედგინება ახალ საცხოვრებელ ადგილზე ან ბარდება პირს, რომელიც უფლებამოსილია ქონების მესაკუთრის მიერ მართოს მისი ქონება.
4. საგადასახადო ინსპექციაში ქონების გადასახადის გადამხდელთა აღრიცხვა წარმოებს ქონების გადასახადის გადამხდელთა აღრიცხვის წიგნში ამ ინსტრუქციის დანართი №3-ის შესაბამისი ფორმის მიხედვით, რომელიც არის დანომრილი, ზონარგაყრილი და ბეჭედდასმული. აღრიცხვის წიგნში ყოველ გადამხდელს გაეხსნება ცალკე ბარათი, რომლის პირველ გვერდზე ხდება გადასახადის გაანგარიშებისათვის საჭირო მონაცემების ჩაწერა და გადასახადის გამოანგარიშება, ხოლო მეორე გვერდზე გადასახდელად გამოანგარიშებული გადასახადის დარიცხვა და ბიუჯეტში ჩარიცხული გადასახადის აღრიცხვა. აღრიცხვის წიგნში მონაცემების ჩანაწერთა და გადასახადის გაანგარიშების სისწორეს ამოწმებს საგადასახადო ინსპექტორი და საგადასახადო ინსპექციის შესაბამისი განყოფილების უფროსი.
მუხლი 8. ფიზიკურ პირთა ქონების გადასახადის გადამხდელთა პასუხისმგებლობა
1. პასუხიმგებლობა ფიზიკურ პირთა ქონების გადასახადის ბიუჯეტში დროულად გადაუხდელობისათვის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 252-ე მუხლის შესაბამისად, ეკისრება გადასახადის გადამხდელს.
ურბანული ტერიტორია – დაკავებული ან განკუთვნილი ქალაქის, ქალაქის ტიპის დასახლებების, დასახლებათაშორისი საინჟინრო ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის და რომელიც არ გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით.
საქართველოს საგადასახადო
ინსპექციის უფროსი
ო. ნიკოლეიშვილი
დანართი №1
| ქალაქი (რაიონი) |
|
|
მ ო ნ ა ც ე მ ე ბ ი
ფიზიკურ პირთა საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ღირებულების შესახებ
| N | ქონების მფლობელის გვარი სახელი, მამის სახელი | ქონების დასახე- ლება
| მისამა- რთი | ქონების ღირებულ ება 199 წ. 1/I თვის | ქონების თანამფლობის შემთხ- ვევაში საკუთრების ხვედრითი წილი
| შენიშვნა | |
|
%
| თანხა
| ||||||
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
|
|
|
|
|
|
|
|
|
| ადგილობრივი თვითმმართველობის | –––––––––––––––––––––––– (გვარი, სახელი) |
| ორგანოს წარმომადგენლის ხელის მოწერა | "––––" "–––––––––"199 წ. |




უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები