საქართველოს სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლის რექტორის არჩევის დებულების დამტკიცების შესახებ

  • Word
საქართველოს სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლის რექტორის არჩევის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 32
დოკუმენტის მიმღები განათლების სამინისტრო
მიღების თარიღი 19/02/1998
დოკუმენტის ტიპი სახელმწიფო მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გაურკვეველი, 0, 25/02/1998
ძალის დაკარგვის თარიღი 22/08/2006
სარეგისტრაციო კოდი 000000190.01(2).003.000188
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
32
19/02/1998
გაურკვეველი, 0, 25/02/1998
000000190.01(2).003.000188
საქართველოს სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლის რექტორის არჩევის დებულების დამტკიცების შესახებ
განათლების სამინისტრო
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (25/02/1998 - 17/08/2006)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.012.003.188

საქართველოს განათლების მინისტრის

ბრძანება 32

1998 წლის 19 თებერვალი

ქ. თბილისი

საქართველოს სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლის რექტორის არჩევის დებულების დამტკიცების შესახებ

„განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულების მიზნით, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საქართველოს განათლების სამინისტროს 1997 წლის 27 ნოემბრის N8-2 კოლეგიის გადაწყვეტილება „საქართველოს სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებების რექტორის არჩევის დებულების შესახებ.

2. დაევალოს სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებს იხელმძღვანელონ აღნიშნული დებულებით.

3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს მინისტრის მოადგილეს ბ-ნ გ. მათიაშვილს.

4. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს განათლების სამინისტროს 1995 წლის 20 მაისის №2-5 გადაწყვეტილება „რესპუბლიკის სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების რექტორის არჩევის დროებითი დებულების დამტკიცების შესახებ“.

თ. კვაჭანტირაძე

დებულება

საქართველოს სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების

რექტორის არჩევის წესის შესახებ

1. საქართველოს უმაღლესი სასწავლებლის რექტორს ირჩევს სასწავლებლის სამეცნიერო საბჭო და საქართველოს განათლების მინისტრის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.

აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების განათლების სამინისტროები საქართველოს განათლების მინისტრთან შეთანხმებით, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლეს აღმასრულებელ ორგანოს დასამტკიცებლად წარუდგენენ მათდამი დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე მოქმედი სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორთა კანდიდატურებს, რომელთაც ირჩევენ შესაბამისი დაწესებულებების სამეცნიერო საბჭოები

2. რექტორი არის უმაღლესი სასწავლებლის მთელი საქმიანობის ხელმძღვანელი.

3. რექტორის არჩევის ვადა არ უნდა აღმატებოდეს სასწავლებლის საგანმანათლებლო პროგრამის ხანგრძლივობას, მაგრამ არ უნდა უნდა იყოს 3 წელზე ნაკლები.

________

* შენიშვნა: საორგანიზაციო კომისიის წევრს არა აქვს არჩევნებში მონაწილეობის უფლება.

 

 

4. რექტორად შეიძლება არჩეულ იქნეს პიროვნება, რომელსაც აქვს სამეცნიერო ხარისხი და ამასთანავე სამეცნიერო-პედაგოგიური წოდება. უმაღლეს სასწავლებელში ან სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში მუშაობის არანაკლებ 10 წლის სტაჟი, ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება და მნიშვნელოვანი სამეცნიერო გამოკვლევები, ამასთან, მისი სამეცნიერო და პედაგოგიური მუშაობის მიმართულება უნდა ემთხვეოდეს უმაღლესი სასწავლებლის პროფილს.

5. რექტორის არჩევნებს უმაღლესი სასწავლებლის სამეცნიერო საბჭო ნიშნავს გამოცხადების დღიდან არა უგვიანეს 2 თვისა, ხოლო განცხადებას აქვეყნებს სახელმწიფო ცენტრალურ პრესაში. არჩევნები გამოცხადებულად ითვლება პრესაში გამოცხადების დღიდან.

საბჭოს ამავე სხდომაზე არჩეულ უნდა იქნეს რექტორის არჩევნების საორგანიზაციო კომისიის (შემდგომში _ „საორგანიზაციო კომისია“) შემადგენლობა, რომელიც წარმართავს რექტორის არჩევის პროცესს. არჩევნებში მონაწილეობის მსურველთა განცხადებების შეტანა საორგანიზაციო კომისიაში გრძელდება გამოცხადების დღიდან ერთი თვის განმავლობაში*.

განცხადებას თან უნდა ერთვოდეს: კადრების პირადი აღრიცხვის ფურცელი, უმაღლესი სასწავლებლის დამთავრების, სამეცნიერო ხარისხისა და სამეცნიერო წოდების მინიჭების დამადასტურებელი დიპლომების ასლები; გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომებისა და გამოგონობების სია, დამოწმებული დადგენილი წესით, წარდგინება-რეკომენდაცია, რექტორის მომავალი მუშაობის პროგრამა.

6. საორგანიზაციო კომისია საბუთების მიღების შეწყვეტის დღიდან ერთი კვირის ვადაში განიხილავს შემოსულ განცხადებებს და გამოაქვს მოტივირებული დასკვნა კანდიდატის არჩევნებში მონაწილეობისათვის დაშვება-არდაშვების შესახებ (გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით). არჩევნებში მონაწილეობისათვის დაშვებულ კანდიდატთა გვარები შეიტანება ფარული კენჭისყრის ბიულეტენებში (იხ. დანართი 1).

7. რექტრობის კანდიდატის მომავალი მუშაობის პროგრამის ფართო საზოგადოებისათვის გაცნობის წესს განსაზღვრავს საორგანიზაციო კომისია.

8. საბჭოს მიერ რექტორის არჩევა ხდება ფარული კენჭისყრით. კენჭისყრაში უნდა მონაწილეობდეს საბჭოს წევრთა 2/3 მაინც. რექტორი არჩეულად ითვლება, თუ მისმა კანდიდატურამ მოიპოვა ხმების უმრავლესობა და ამავე საბჭოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე (50%) მეტი.

9. იმ შემთხვევაში, თუ კენჭს იყრიდა ორზე მეტი კანდიდატი და არც ერთი მათგანი არ იქნა არჩეული, საბჭოს იმავე სხდომაზე ჩატარდება ხელახალი ფარული, ენჭისყრა იმ ორ კანდიდატს შორის, რომლებმაც პირველ ტურში ხმების უმრავლესობა მიიღეს.

თუ კენჭს იყრიდა ერთი ან ორი კანდიდატი და მათ ვერ მიიღეს არჩევისათვის საკმარისი ხმების რაოდენობა, ინიშნება ხელახალი არჩევნები.

ხმის დამთვლელი კომისიის მუშაობის პროცედურას განსაზღვრავს საორგანიზაციო კომისია. არჩევნების შედეგები მტკიცდება საბჭოს მიერ ღია კენჭისყრით, ხმების უმრავლესობით.

 ფარული კენჭისყრის ბიულეტენში უნდა იქნეს შეტანილი არჩევნებში დაშვებული ყველა კანდიდატის გვარი. საბჭოს წევრი ხმას აძლევს მხოლოდ ერთ მათგანს „თანახმა ვარ“ ან „არა ვარ თანახმა“ სიტყვების გადაშლით ან დატოვებით. ყველა სხვა შემთხვევაში ბიულეტენი ბათილად ჩაითვლება.

10.რექტორის არჩევნების შესახებ უმაღლესი სასწავლებლის სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილება შესაბამისი დოკუმენტაციით არჩევნებიდან 3 დღის ვადაში უნდა გადაეგზავნოს საქართველოს განათლების სამინისტროს, რომელიც ერთი კვირის ვადაში განიხილავს მას და წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს დასამტკიცებლად.

აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიაზე მდებარე სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლის სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილება სათანადო დოკუმენტაციით, საქართველოს განათლების მინისტრთან შეთანხმებით, ერთი კვირის ვადაში წარედგინება დასამტკიცებლად აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლეს აღმასრულებელ ორგანოს.

თუ სამეცნიერო საბჭოს მიერ არჩეული რექტორი საქართველოს პრეზიდენტმა ან აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესმა აღმასრულებელმა ორგანომ არ დაამტკიცა, სამეცნიერო საბჭო ნიშნავს რექტორის ხელახალ არჩევნებს.

11. განათლების მინისტრის წარდგინების საფუძველზე საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით სახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება:

ა) სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილებით (რექტორის საარჩევნო ვადის დასრულებამდე თანამდებობიდან მისი გათავისუფლების საკითხს უმაღლესი სასწავლებლის საბჭო განიხილავს იმ შემთხვევაში, თუ იგი დაყენებულია საბჭოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ 1/3-ის მიერ, ან თუ ამგვარ საკითხს საბჭოს წინაშე დააყენებს ზემდგომი ორგანო დაქვემდებარების წესით. რექტორი თანამდებობიდან გათავისუფლებულად ითვლება, თუ ფარულ კენჭისყრაში მონაწილეობდა საბჭოს წევრთა არანაკლებ 2/3-ისა და თანამდებობიდან მის გათავისუფლებას ხმა მისცა ნახევარზე (50%) მეტმა;

ბ) პირადი სურვილით;

გ) მისი თანხმობით სხვა თანმდებობაზე გადაყვანისას ან არჩევისას;

დ) თუ 6 თვის განმავლობაში ვერ ასრულებს თავის მოვალეობას;

ე) საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის გამო;

ვ) თუ სასამართლო ქმედუუნაროდ აღიარებს;

ზ) თუ მის მიმართ არსებობს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი;

თ) ხელმძღვანელის, პედაგოგისათვის შეუფერებელი საქციელის გამო.

                                            დანართი 1

ბ ი უ ლ ე ტ ე ნ ი

________________________________________________________

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სრული დასახელება

რექტორის ფარული კენჭისყრით არჩევისათვის

_______________________________________________________ -ის

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სრული დასახელება

სამეცნიერო საბჭოს სხდომის ოქმი № -----

¨-------¨---------------------------1997

 

კანდიდატის გვარი, სახელი, მამის სახელი

კენჭისყრის შედეგი

1.

თანახმა ვარ

არა ვარ თანახმა

2.

თანახმა ვარ

არა ვარ თანახმა