დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის განყოფილებების მოსამსახურეთა ატესტაციისათვის და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის განყოფილებების ვაკანტურ თანამდებობებზე საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 251 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 07/04/2003 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 31, 07/04/2003 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 05/05/2006 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240030.11.106.005764 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (07/04/2003 - 05/05/2006)
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.11.106.005.764
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №251
2003 წლის 4 აპრილი
ქ. თბილისი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის განყოფილებების მოსამსახურეთა ატესტაციისათვის და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის განყოფილებების ვაკანტურ თანამდებობებზე საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ
„საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 82-ე და მე-19 მუხლის მე-3 პუნქტისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2000 წლის 19 აპრილის №49 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემისა და მისი სტრუქტურული ერთეულების საჯარო მოხელეთა და მოსამსახურეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების” მე-13 მუხლის პირველი ნაწილისა და ამავე დებულების 21-ე მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნათა უზრუნველყოფის მიზნით, ვბრძანებ:
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის განყოფილებების მოსამსახურეთა ატესტაციისათვის და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის განყოფილებების ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსის ჩასატარებლად დამტკიცებულ იქნეს შემდეგი სახის თემატიკა:
1. საქართველოს კონსტიტუცია.
2. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.
3. ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს 1997 წლის 31 ოქტომბრის კანონი.
4. ,,სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ” საქართველოს 1998 წლის 15 ოქტომბრის კანონი.
5. ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს 1996 წლის 29 ოქტომბრის კანონი.
6. ,,საქართველოს სამოქალაქო კოდექსი (წიგნი V - კარი I, კარი II).
7. ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს 1998 წლის 29 აპრილის კანონი.
8. ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს 1998 წლის 29 აპრილის კანონი.
9. საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 31 დეკემბრის №544 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულება”.
10. საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 19 მარტის №103 ბრძანებულება ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და სამინისტროს სისტემაში მოქმედი დაწესებულებების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შემდგომი განვითარების ღონისძიებათა შესახებ”.
11. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2003 წლის 10 თებერვლის №69 ბრძანება ,,საქართველოს მოქალაქეობის დადგენასთან, საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლების დადგენასთან ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების არარსებობის თაობაზე ცნობის გაცემასთან, ქორწინების რეგისტრაციის ვადის შემცირებაზე თანხმობის მიცემასთან, უცხოელისა და საქართველოს მოქალაქის ქორწინების რეგისტრაციაზე თანხმობის მიცემასთან დაკავშირებულ საქმიანობისათვის დროებითი სატარიფო განაკვეთების განსაზღვრის შესახებ”.
12. თბილისის მთავრობის 1999 წლის 15 აგვისტოს №06.09 123 დადგენილება ,,ახალდაქორწინებულთა ქორწინებისა და ახალდაბადებულთა რეგისტრაციისათვის საჭირო თანხების თბილისის ბიუჯეტიდან დაფარვის შესახებ”.
13 თბილისის მთავრობის 1999 წლის 19 აგვიტოს №09.28 187 დადგენილება ქ. თბილისის მთავრობის 1999 წლის 15 ივლისის №06.09 123 დადგენილებაში ,,ახალდაქორწინებულთა ქორწინებისა და ახალდაბადებულთა რეგისტრაციისათვის საჭირო თანხების თბილისის ბიუჯეტიდან დაფარვის შესახებ” ცვლილებების შეტანის თაობაზე.
14. კონვენცია ,,სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ” (მინსკი. 1993 წელი).
15. საქართველოს ორმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებები სამოქალაქო და საოჯახო სფეროში ურთიერთდახმარების თაობაზე:
- ,,საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ” ხელშეკრულება;
- ,,საქართველოს და საბერძნეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეებში სამართლებრივი დახმარების შესახებ” შეთანხმება;
- ,,სამოქალაქო სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ საქართველოს და ბულგარეთის რესპუბლიკას შორის” ხელშეკრულება.
მინისტრის პირველი მოადგილე გ. წკრიალაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები