რიკოთის საუღელტეხილო საავტომობილო გვირაბით სარგებლობისათვის საფასურის განაკვეთების შესახებ

  • Word
რიკოთის საუღელტეხილო საავტომობილო გვირაბით სარგებლობისათვის საფასურის განაკვეთების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 6
დოკუმენტის მიმღები საავტომობილო გზების დეპარტამენტი
მიღების თარიღი 25/01/1999
დოკუმენტის ტიპი საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 4(11), 05/02/1999
ძალის დაკარგვის თარიღი 10/05/2010
სარეგისტრაციო კოდი 000000180.01(3).003.000472
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
6
25/01/1999
სსმ, 4(11), 05/02/1999
000000180.01(3).003.000472
რიკოთის საუღელტეხილო საავტომობილო გვირაბით სარგებლობისათვის საფასურის განაკვეთების შესახებ
საავტომობილო გზების დეპარტამენტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (05/02/1999 - 22/12/2000)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი                      180.013.003.472

საქართველოს საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის

ბრძანება №6

1999 წლის 25 იანვარი

ქ. თბილისი

რიკოთის საუღელტეხილო საავტომობილო გვირაბით სარგებლობისათვის საფასურის განაკვეთების შესახებ

საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 11 ნოემბრის კანონის "საავტომობილო გზების შესახებ" მე-14 მუხლით და საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 12 ნოემბრის №1010 გ განაკარგულებით რიკოთის საავტომობილო გვირაბით სარგებლობისათვის დაწესებულია გადასახადი. საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსათვის 1999 წლის 2 თებერვლის წერილით შეთანხმებულ იქნა გვირაბით სარგებლობისათვის საფასურის განაკვეთები. განაკვეთები განეკუთვნება სახელმწიფო რეგულირებად ფასს, რაც მითითებულია საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს 09.09.98 წლის №56 ბრძანებით დამტკიცებულ ნუსხაში (1 მუხლის "თ" პუნქტი").

აღნიშნულიდან გამომდინარე, ვბრძანებ:

1. რიკოთის საუღელტეხილო საავტომობილო გვირაბით სარგებლობისათვის დაწესდეს შემდეგი ტარიფები: მსუბუქი ავტომანქანებისა და 30 ადგილამდე ტევადობის ავტობუსებისათვის – 1 ლარის, 10 ტონამდე ტვირთამწეობის სატვირთო ავტომანქანებისათვის – 2 ლარის, ხოლო 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსებისა და 10 ტონაზე მეტი ტვირთამწეობის სატვირთო ავტომანქანებისათვის – 3 ლარის ღირებულებით.

2. შემოღებულ იქნეს სათანადო ჟურნალები რიკოთის საგადასახადო პუნქტში ქვითრებისა და ამონაკრები თანხების მოძრაობის ყოველდღიური აღრიცხვისათვის და უზრუნველყოფილ იქნეს ამონაკრები თანხების ბანკში ყოველდღიური ჩაბარება.

3. უზრუნველყოფილ იქნეს საგადასახადო პუნქტში გვირაბით სარგებლობისათვის დაწესებული ტარიფების გამოქვეყნება თვალსაჩინო ადგილზე.

4. გვირაბით სარგებლობისათვის გადასახადის ამოღება წარმოებულ იქნეს მხოლოდ და მხოლოდ ალტერანატიული შემოსავლელი გზის სრულფასოვნად ფუნქციონირების პირობებში, ხოლო ალტერნატიულ გზაზე კლიმატური ან სხვა მიზეზების გამო მოძრაობის შეწყვეტისას, შეწყვეტილ იქნეს გვირაბით სარგებლობისათვის გადასახადის ამოღება.

5. გვირაბით სარგებლობისათვის გადასახადის ამოღების შეწყვეტა-განახლებაზე უზოუნველყოფილ იქნეს სათანადო აქტების შედგენა საგზაო-საექსპლუატაციო სამმართველოს წარმომადგენლის მონაწილეობით, რაზეც დაუყოვნებლივ ეცნობოს სახელმწიფო დეპარტამენტს.

6. ბრძანების რეგისტრაცია იუსტიციის სამინისტროში დაევალოს იურიდიული განყოფილების უფროსს ბატონ ვ. ციცქიშვილს.

7. ბრძანების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თავმჯდომარის მოადგილეს მ. ესაკიას.

ბ. სარალიძე