“1999 წლის 25 იანვრის №6 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ”

  • Word
“1999 წლის 25 იანვრის №6 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ”
დოკუმენტის ნომერი 74
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე
მიღების თარიღი 22/12/2000
დოკუმენტის ტიპი აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა სახელმწიფო ორგანოს ხელმძღვანელის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი
სარეგისტრაციო კოდი 310.120.000.12.210.004.556
  • Word
74
22/12/2000
310.120.000.12.210.004.556
“1999 წლის 25 იანვრის №6 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ”
საქართველოს საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 310.120.000.12.210.004.556

საქართველოს საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის

ბრძანება 74

2000 წლის 22 დეკემბერი

ქ. თბილისი

1999 წლის 25 იანვრის 6 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

     რიკოთის საუღელტეხილო გვირაბის საგადამხდელო პუნქტზე გვირაბით სარგებლობისათვის საფასურის ამკრეფი ავტომატური სისტემის დამონტაჟებასთან დაკავშირებით, ვბრძანებ:

     „რიკოთის საუღელტეხილო გვირაბით სარგებლობისათვის საფასურის განაკვეთების შესახებ“ საქართველოს საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 1999 წლის 25 იანვრის 6 ბრძანებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებანი:

     1. ბრძანებას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტები:

     2. გათავისუფლდნენ რიკოთის საუღელტეხილო გვირაბით სარგებლობის საფასურის გადასახადისაგან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხაშურის და ხარაგაულის პოლიციის სამმართველოების ოპერატიული მუშაკები, საგზაო პოლიციის მთავარი სამმართველოს ავტომაგისტრალების №№3,4 და 6 განყოფილებების პირადი შემადგენლობა, საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს ხაშურისა და ხარაგაულის რაიონების განყოფილებების თანამშრომლები და ხაშურისა და ხარაგაულის რაიონების პროკურატურის თანამშრომლები.

     3. ეთხოვოს საქართველოს შინაგან საქმეთა და უშიშროების სამინისტროებს, აგრეთვე საქართველოს პროკურატურას წარუდგინონ საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტს მე-2 პუნქტის ა“ ქვეპუნქტში მითითებულ თანამდებობის პირთა სია. თანამდებობის პირთა შემადგენლობაში საკადრო ცვლილებების მოხდენის შემთხვევაში უზრუნველყონ გაცემული საკრედიტო ბარათების გადაცემა ახლად დანიშნული პირებისათვის და ამის შესახებ სათანადო ინფორმაცია მიაწოდონ საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტს“.

     4. დაევალოს საგზაო საგადასახადო სამმართველოს (დ. ბასილია):

     ა) საქართველოს შინაგან საქმეთა და უშიშროების სამინისტროებს, საქართველოს პროკურატურას წარმოდგენილი სიების მიხედვით გადასცეს საკრედიტო ბარათები და უზრუნველყოს გამოყენებული ბარათების დროული შეცვლა;

     ბ) ორი კვირის ვადაში შეიმუშაოს და წარმოადგინოს დასამტკიცებლად დებულების პროექტი რიკოთის გვირაბის საგადამხდელო პუნქტის მუშაობის შესახებ;

     გ) უზრუნველყოს საგადასახადო პუნქტის გამართული მუშაობა. პუნქტის მოწყობილობების ისეთი დაზიანების შემთხვევაში, რომელიც გამორიცხავს ამ მოწყობილობის ფუნქციების შესრულებას, შეწყვიტოს პუნქტის ფუნქციონირება, საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის მონაწილეობით შეადგინოს სათანადო აქტი პუნქტის ფუნქციონირების შეწყვეტის საორიენტაციო ვადის ჩვენებით და უზრუნველყოს ავტოტრანსპორტის გატარება გვირაბით სარგებლობის საფასურის გადახდის გარეშე.“.

     2. ბრძანების მე-2 პუნქტი გადაინომროს მე-5 პუნქტად და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     5. შემოღებულ იქნეს სათანადო ჟურნალები რიკოთის საგადასახადო პუნქტში ამონაგები თანხების მოძრაობის ყოველდღიური აღრიცხვისათვის და უზრუნველყოფილ იქნეს ამონაგები თანხების ბანკში ყოველდღიური ჩაბარება.“.

     3. ბრძანების მე-3, მე-4, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტები გადაინომროს მე-6, მე-7, მე-8, მე-9 და მე-10 პუნქტებად.

    ბ. სარალიძე