დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პირველ კლასს დაქვემდებარებულ შენობა-ნაგებობათა სახეობების განსაზღვრის შესახებ, რომელთა განთავსება/ მშენებლობა შესაძლებელია მშენებლობის ნებართვის გარეშე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 14 |
| დოკუმენტის მიმღები | ჭიათურის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 01/07/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110704010, 06/07/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 29/12/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.129.016031 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (06/07/2011 - 05/08/2011)
ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №14
2011 წლის 1 ივლისი
ქ. ჭიათურა
ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პირველ კლასს დაქვემდებარებულ შენობა-ნაგებობათა სახეობების განსაზღვრის შესახებ, რომელთა განთავსება/ მშენებლობა შესაძლებელია მშენებლობის ნებართვის გარეშე
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტის და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, აგრეთვე „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 65-ე მუხლის მე-2 და 21 პუნქტების შესაბამისად,
ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1
განისაზღვროს ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობათა სახეობები, რომელთა განთავსება/მშენებლობა მშენებლობის ნებართვის ან/და „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 66-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურის გარეშე იქნება შესაძლებელი. ამ სახეობებს განეკუთვნება:
ა) 60 მ2-მდე სართულების იატაკის დონეებზე განაშენიანების ჯამური ფართობის, 5 მ-მდე სიმაღლისა და გრუნტის ზედაპირიდან საშუალოდ 2 მ-მდე ჩაღრმავების მქონე შენობა;
ბ) 20 მ3-მდე მოცულობის, 10 მ-მდე სიმაღლისა და გრუნტის ზედაპირიდან საშუალოდ 10 მ-მდე ჩაღრმავების მქონე ნაგებობა;
გ) გრუნტის ზედაპირიდან 2,2 მ-მდე სიმაღლის მქონე ღობე;
დ) შენობა-ნაგებობა, რომლის მალის, ფერმის ან სხვა კონსტრუქციული ელემენტის სიგრძე ნაკლები ან ტოლია 5 მ-ისა;
ე) V კატეგორიის ელექტროსადგურები (ჰიდროელექტროსადგური 50 კვტ-მდე, მზის და ბიოგაზის დანადგარი);
ვ) კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) გაყვანა/მონტაჟი არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენებით ან კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) გაყვანა/მონტაჟისათვის ტრანშეის/ თხრილის მოწყობა (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) გაყვანა/მონტაჟი დამატებით საჭიროებს სანებართვო შენობა-ნაგებობის მშენებლობას/მონტაჟს);
ზ) გარე რეკლამის განთავსების ნებართვით გათვალისწინებული ნაგებობა;
თ) საზოგადოებრივ ადგილებში გარე ვაჭრობისათვის განკუთვნილი 2,5 მ-მდე სიმაღლისა და 6 მ2-მდე ფართობის მქონე დროებითი შენობა-ნაგებობები ან/და დანადგარები;
ი) ხაზობრივი ნაგებობები – III კატეგორიის გაზსადენი, III კატეგორიის წყალსადენი, III კატეგორიის წყალარინების მილი, III კატეგორიის ქუჩა, IV და V კატეგორიის ელექტროგადამცემი ხაზები;
კ) ლანდშაფტური მშენებლობა.
მუხლი 2
ამ დადგენილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული შენობა-ნაგებობების მშენებლობა მშენებლობის ნებართვის გარეშე ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 66-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურით შესაძლებელია ნებისმიერ მიწის ნაკვეთზე, მათ შორის, საერთო სარგებლობის მიწის ნაკვეთზე, გარდა მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებზე მიკუთვნებული მიწის ნაკვეთებისა.
მუხლი 3
ამ დადგენილების პირველი პუნქტით განსაზღვრულ I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების მშენებლობა/განთავსება დაუშვებელია, თუ შენობა-ნაგებობების ნებისმიერი ფასადი მდებარეობს:
ა) შიდასახელმწიფოებრივი გზების ღერძულა ხაზიდან ორივე მხარეს 50 მეტრზე ნაკლებ ზოლში. I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების მშენებლობისათვის /განთავსებისათვის (გარდა პირველი პუნქტის „ვ“, „ზ“, „ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა და იმ შენობა-ნაგებობებისა) სავალდებულოა მშენებლობის ნებართვა, რაც გაიცემა II კლასის მშენებლობისათვის დადგენილი წესით;
ბ) ადგილობრივი მნიშვნელობის გზების ღერძულა ხაზიდან ორივე მხარეს 20 მეტრზე ნაკლებ ზოლში. I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების მშენებლობისათვის /განთავსებისათვის (გარდა პირველი პუნქტის „ვ“, „ზ“, „ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) სავალდებულოა მშენებლობის ნებართვა, რაც გაიცემა II კლასის მშენებლობისათვის დადგენილი წესით;
გ) ქ. ჭიათურის ცენტრალურ ზონაში (ნინოშვილის, წერეთლის, ძმები დეკანოზიშვილების (ყოფილი 1 მაისის), ყაზბეგის, იაშვილის, თხელიძის, ნიკოპოლის, ტოლსტოის, აბაშიძის, 26 მაისის, ჭავჭავაძის ქუჩები) I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების მშენებლობისათვის /განთავსებისათვის (გარდა პირველი პუნქტის „ვ“, „ზ“, „ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) სავალდებულოა მშენებლობის ნებართვა, რაც გაიცემა II კლასის მშენებლობისათვის დადგენილი წესით;
დ) მდინარეების სანაპიროზე, კალაპოტიდან ორივე მხარეს 50 მეტრზე ნაკლებ ზოლში. I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების მშენებლობისათვის/განთავსებისათვის (გარდა პირველი პუნქტის „ვ“, „ზ“, „ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) სავალდებულოა მშენებლობის ნებართვა, რაც გაიცემა II კლასის მშენებლობისათვის დადგენილი წესით;
ე) სტიქიური და საშიში გეოლოგიური პროცესების ადგილებში. I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების მშენებლობისათვის/განთავსებისათვის სავალდებულოა მშენებლობის ნებართვა, რაც გაიცემა II კლასის მშენებლობისათვის დადგენილი წესით.
მუხლი 4
ამ დადგენილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული შენობა-ნაგებობების მშენებლობისას, რომელიც გამოიყენება სამყოფად (საცხოვრებლად), მიწის ნაკვეთის მესაკუთრე ან/და მოსარგებლე ვალდებულია განცხადებას ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 66-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა დამატებით დაურთოს მიწის ნაკვეთის საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა/დასკვნა.
მუხლი 5
ამ დადაგენილებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვს იგივე მნიშვნელობა, რაც „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაში გამოყენებულ ტერმინებს.
მუხლი 6
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ი. ჭუმბურიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები