„ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პირველ კლასს დაქვემდებარებულ შენობა-ნაგებობათა სახეობების განსაზღვრის შესახებ, რომელთა განთავსება/მშენებლობა შესაძლებელია მშენებლობის ნებართვის გარეშე“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 01 ივლისის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პირველ კლასს დაქვემდებარებულ შენობა-ნაგებობათა სახეობების განსაზღვრის შესახებ, რომელთა განთავსება/მშენებლობა შესაძლებელია მშენებლობის ნებართვის გარეშე“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 01 ივლისის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 15
დოკუმენტის მიმღები ჭიათურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 05/08/2011
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110808008, 11/08/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 29/12/2014
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.129.016032
  • Word
15
05/08/2011
ვებგვერდი, 110808008, 11/08/2011
010250020.35.129.016032
„ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პირველ კლასს დაქვემდებარებულ შენობა-ნაგებობათა სახეობების განსაზღვრის შესახებ, რომელთა განთავსება/მშენებლობა შესაძლებელია მშენებლობის ნებართვის გარეშე“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 01 ივლისის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ჭიათურის მუნიციპალიტეტი

ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №15  

2011  წლის 05 აგვისტო

ქ. ჭიათურა 

ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პირველ კლასს დაქვემდებარებულ შენობა-ნაგებობათა სახეობების განსაზღვრის შესახებ, რომელთა განთავსება/ მშენებლობა შესაძლებელია მშენებლობის ნებართვის გარეშეჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 1 ივლისის14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის  43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტების  შესაბამისად, ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

    მუხლი 1

„ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობათა სახეობების განსაზღვრის შესახებ, რომელთა განთავსება/მშენებლობა შესაძლებელია მშენებლობის ნე­ბართვის გარეშე“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 1 ივლისის14 დადგენილებაში (სსმ,  06.07.2011) შევიდეს შემდეგი ცვლილება:

ა) დადგენილების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 2

ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული შენობა-ნაგებობების მშენებლობა მშენებლობის ნებართვის გარეშე ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 66-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურით შესაძლებელია ნებისმიერ მიწის ნაკვეთზე, მათ შორის, საერთო სარგებლობის მიწის ნაკვეთზე, გარდა მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებზე მიკუთვნებული მიწის ნაკვეთებისა.“;

ბ) დადგენილების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 3

ამ დადგენილების პირველი მუხლით განსაზღვრულ I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების მშენებლობა/განთავსება დაუშვებელია, თუ შენობა-ნაგებობების ნებისმიერი ფასადი მდებარეობს:

ა) შიდა სახელმწიფოებრივი გზების ღერძულა ხაზიდან ორივე მხარეს 50 მეტრზე ნაკლებ ზოლში. I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების მშენებლობისათვის /განთავსებისათვის (გარდა პირველი მუხლის „ვ“, „ზ“, „ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა და შენობა-ნაგებობებისა) სავალდებულოა მშენებლობის ნებართვა, რაც გაიცემა II კლასის მშენებლობისათვის დადგენილი წესით;

ბ) ადგილობრივი მნიშვნელობის გზების ღერძულა ხაზიდან ორივე მხარეს 20 მეტრზე ნაკლებ ზოლში. I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების მშენებლობისათვის /განთავსებისათვის (გარდა პირველი მუხლის „ვ“, „ზ“, „ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) სავალდებულოა მშენებლობის ნებართვა, რაც გაიცემა II კლასის მშენებლობისათვის დადგენილი წესით;

გ) ქ.ჭიათურის ცენტრალურ ზონაში (ნინოშვილის, წერეთლის, ძმები დეკანოზიშვილების (ყოფილი 1 მაისის), ყაზბეგის, იაშვილის, თხელიძის, ნიკოპოლის, ტოლსტოის, აბაშიძის, 26 მაისის, ჭავჭავაძის ქუჩები) I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების მშენებლობისათვის /განთავსებისათვის  (გარდა პირველი მუხლის „ვ“, „ზ“, „ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) სავალდებულოა მშენებლობის ნებართვა, რაც გაიცემა II კლასის მშენებლობისათვის დადგენილი წესით;

დ) მდინარეების სანაპიროზე, კალაპოტიდან ორივე მხარეს 50 მეტრზე ნაკლებ ზოლში. I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების მშენებლობისათვის/განთავსებისათვის (გარდა პირველი მუხლის „ვ“, „ზ“, „ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) სავალდებულოა მშენებლობის ნებართვა, რაც გაიცემა II კლასის მშენებლობისათვის დადგენილი წესით;

ე) სტიქიური და საშიში გეოლოგიური პროცესების ადგილებში. I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების მშენებლობისათვის/განთავსებისათვის  სავალდებულოა მშენებლობის ნებართვა, რაც გაიცემა II კლასის მშენებლობისათვის დადგენილი წესით.“;

გ) დადგენილების მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 4

ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული შენობა-ნაგებობების მშენებლობისას, რომელიც გამოიყენება სამყოფად (საცხოვრებლად), მიწის ნაკვეთის მესაკუთრე ან/და მოსარგებლე ვალდებულია განცხადებას ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 66-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა დამატებით დაურთოს მიწის ნაკვეთის საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა/დასკვნა.“.

    მუხლი  2

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარ                                                                               ი. ჭუმბურიძე