გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის 2008-2009 წლის სეზონის დროებით გადადების შესახებ

  • Word
გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის 2008-2009 წლის სეზონის დროებით გადადების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 610
დოკუმენტის მიმღები საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი
მიღების თარიღი 27/08/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 124, 27/08/2008
ძალის დაკარგვის თარიღი 05/09/2008
სარეგისტრაციო კოდი 360160000.22.023.012127
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
610
27/08/2008
სსმ, 124, 27/08/2008
360160000.22.023.012127
გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის 2008-2009 წლის სეზონის დროებით გადადების შესახებ
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (27/08/2008 - 05/09/2008)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 360.160.000.22.023.012.127

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის

ბრძანება №610

2008 წლის 27 აგვისტო

ქ. თბილისი

გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის 2008-2009 წლის სეზონის დროებით გადადების შესახებ

,,ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნათა საფუძველზე და 43-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტით დადგენილი სამართლებრივი ნორმების შესრულების მიზნით და იმის გათვალისწინებით, რომ ,,საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საომარი მდგომარეობისა და სრული მობილიზაციის გამოცხადების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 9 აგვისტოს №402 ბრძანებულებით გამოცხადებულია საომარი მდგომარეობა, ვბრძანებ:

1. 2008-2009 წლების სანადირო სეზონის დაწყება გადაიდოს 2008 წლის 8 სექტემბრამდე.

2. ამ ბრძანების პირველი პუნქტით დადგენილ ვადამდე აკრძაულია გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა.                

3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრის მოადგილე

მინისტრის მოვალეობის

შემსრულებელი             გ. მამაცაშვილი