დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს ცალკეულ ტერიტორიებზე გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის 2008-2009 წლის სეზონის დროებით გადადების შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 620 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 05/09/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 131, 05/09/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 360.160.000.22.023.012.151 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 360.160.000.22.023.012.151
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის
ბრძანება №620
2008 წლის 5 სექტემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს ცალკეულ ტერიტორიებზე გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის 2008-2009 წლის სეზონის დროებით გადადების შესახებ
„ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნათა საფუძველზე და 43-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით დადგენილი სამართლებრივი ნორმების შესრულების მიზნით და იმის გათვალისწინებით, რომ „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გამოცხადებული საომარი მდგომარეობის ვადამდე გაუქმებისა და საქართველოს ცალკეულ ტერიტორიებზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 3 სექტემბრის №424 ბრძანებულებისა და „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საომარი მდგომარეობის ვადამდე გაუქმების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 3 სექტემბრის №425 ბრძანებულების შესაბამისად, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გამოცხადებული საომარი მდგომარეობა ვადამდე გაუქმებულია და საქართველოს ცალკეულ ტერიტორიებზე გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა, ვბრძანებ:
1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის და რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო საჯარისო შენაერთების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე 2008-2009 წლების სანადირო სეზონის დაწყება გადაიდოს აღნიშნულ ტერიტორიებზე საგანგებო მდგომარეობის გაუქმებამდე.
2. აკრძალულია ამ ბრძანების პირველი პუნქტით განსაზღვრულ ტერიტორიებზე საგანგებო მდგომარეობის გაუქმებამდე გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა.
3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის 2008-2009 წლის სეზონის დროებით გადადების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2008 წლის 27 აგვისტოს №610 ბრძანება.
4. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მინისტრის მოადგილე
მინისტრის მოვალეობის
შემსრულებელი გ. მამაცაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები