დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საჯარო სამართლის იურიდიული პირის ,,აფხაზეთის მედია–ცენტრის“ ლიკვიდაციის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 7 |
| დოკუმენტის მიმღები | აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა |
| მიღების თარიღი | 01/07/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110701026, 05/07/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.32.061.016008 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (05/07/2011 - 19/07/2011)
აფხაზეთის მთავრობის
დადგენილება #7
2011 წლის 1 ივლისი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის ,,აფხაზეთის მედია-ცენტრის“ ლიკვიდაციის შესახებ
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, მე-16, მე-17 მუხლების, მე-18 მუხლის 11 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად:
1. ლიკვიდირებულ იქნეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ,,აფხაზეთის მედია-ცენტრი’’ (შემდგომში მედია-ცენტრი).
2. აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ (დ. ხომერიკი) 2011 წლის 28 ივლისამდე უზრუნველყოს მედია-ცენტრის ლიკვიდაციასთან დაკავშირებული კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.
3. აფხაზეთის ეკონომიკის სამინისტრომ (ნ. ჩხარტიშვილი) უზრუნველყოს მედია-ცენტრის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონების აფხაზეთის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება – ადმინისტრაციულ-სამეურნეო სამმართველოსათვის გადაცემა.
4. აფხაზეთის ფინანსთა სამინისტრომ (თ. კვარაცხელია) მედია-ცენტრის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით უზრუნველყოს ,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2011 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აფხაზეთის კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ აფხაზეთის კანონის პროექტის წარმოდგენა.
5. ძალადაკარგულად გამოცხადდეს აფხაზეთის მთავრობის 2006 წლის 11 მაისის №19 დადგენილება ,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ზოგიერთი დაწესებულების რეორგანიზაციისა და მის ბაზაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის ჩამოყალიბების შესახებ“ (აფხაზეთის ა/რ საკანონმდებლო მაცნე №11, 11.05.2006წ. მუხ.36) და აფხაზეთის მთავრობის 2007 წლის 19 სექტემბრის №34 დადგენილება ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ,,აფხაზეთის მედია-ცენტრის“ საქმიანობის აღდგენის შესახებ“ (აფხაზეთის ა/რ საკანონმდებლო მაცნე №23, 19.09.2007წ. მუხ.60) .
6. ამ დადგენილების პირველი და მე-5 პუნქტები ამოქმედდეს 2011 წლის 28 ივლისიდან.
7. ეს დადგენილება, გარდა პირველი და მე-5 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე გ. ბარამია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები