დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ,,აფხაზეთის მედია–ცენტრის“ ლიკვიდაციის შესახებ“ აფხაზეთის მთავრობის 2011 წლის 1 ივლისის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 8 |
| დოკუმენტის მიმღები | აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა |
| მიღების თარიღი | 19/07/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110720001, 20/07/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.32.061.016009 |
აფხაზეთის მთავრობის
დადგენილება №8
2011 წლის 19 ივლისი
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის ,,აფხაზეთის მედია-ცენტრის“ ლიკვიდაციის შესახებ“ აფხაზეთის მთავრობის 2011 წლის 1 ივლისის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის „აფხაზეთის მედია-ცენტრის“ ლიკვიდაციის შესახებ“ აფხაზეთის მთავრობის 2011 წლის 1 ივლისის №7 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, 110701026, 05/07/2011) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დადგენილების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ (დ. ხომერიკი) 2011 წლის 22 ივლისამდე უზრუნველყოს მედია-ცენტრის ლიკვიდაციასთან დაკავშირებული კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.“.
2. დადგენილების მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. მედია-ცენტრის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება შემდგომი განკარგვის მიზნით გადაეცეს აფხაზეთის ეკონომიკის სამინისტროს (ნ. ჩხარტიშვილი).“.
3. დადგენილების მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. ამ დადგენილების პირველი და მე-5 პუნქტები ამოქმედდეს 2011 წლის 22 ივლისიდან.“.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე გ. ბარამია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები