საქართველოს პარლამენტის 2008 წლის 4 ოქტომბრის შუალედური არჩევნების პროცესში მასობრივი ინფორმაციის სახელმწიფო და არასახელმწიფო საშუალებათა მონაწილეობისა და მათი გამოყენების წესის შესახებ

  • Word
საქართველოს პარლამენტის 2008 წლის 4 ოქტომბრის შუალედური არჩევნების პროცესში მასობრივი ინფორმაციის სახელმწიფო და არასახელმწიფო საშუალებათა მონაწილეობისა და მათი გამოყენების წესის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 35/2008
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 04/08/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 111, 05/08/2008
ძალის დაკარგვის თარიღი 08/09/2008
სარეგისტრაციო კოდი 010190020.15.008.012093
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
35/2008
04/08/2008
სსმ, 111, 05/08/2008
010190020.15.008.012093
საქართველოს პარლამენტის 2008 წლის 4 ოქტომბრის შუალედური არჩევნების პროცესში მასობრივი ინფორმაციის სახელმწიფო და არასახელმწიფო საშუალებათა მონაწილეობისა და მათი გამოყენების წესის შესახებ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (05/08/2008 - 05/09/2008)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.190.020.15.008.012.093

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №35/2008

2008 წლის 4 აგვისტო

ქ. თბილისი

საქართველოს პარლამენტის 2008 წლის 4 ოქტომბრის შუალედური არჩევნების პროცესში მასობრივი ინფორმაციის სახელმწიფო და არასახელმწიფო საშუალებათა მონაწილეობისა და მათი გამოყენების წესის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი� 25-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 29-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,დ� ქვეპუნქტის, 73-ე მუხლის მე-14, 141, მე-15 პუნქტებისა და 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარ�ჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1. წინასაარჩევნო აგიტაციისა და პოლი�ტი�კური რეკლამისათვის საეთერო დროის გამოყოფის შემთხვევაში სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელებმა და საზოგადოებრივმა მაუწყებელმა საჯაროდ გამოაცხადონ და საქართველოს ცენტ�რალურ საარჩევნო კომისიაში (რეგიონალურმა ტელერადიომაუწყებლობებმა შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში) წინასწარ წარადგინონ შემდეგი ინფორმაცია: საარჩევნო სუბიექტებისათვის რომელი რიცხვიდან რომელ რიცხვამდე და რა პერიოდულობითაა გამოყოფილი საეთერო დრო, ერთი დღის განმავლობაში გამო-ყოფილი დროის ხანგრძლივობა და გრაფიკი, საეთერო დროის ტარიფი, გაწეული მომსახურება არა უგვიანეს ყოველი კვირის ორშაბათის 18 სთ-ისა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2006 წლის 6 სექტემბრის №185/2006 განკარგულებით დამტკი-ცებული წარმოსადგენი ფორმების მიხედვით.

მუხლი 2. წინასაარჩევნო აგიტაციისა და პოლიტიკური რეკლამისათვის ფართობის გამოყოფის შემთხვევაში გაზეთებმა, რომლებიც ფინანსდება სახელმწიფო ან ადგილობრივი ბიუჯეტიდან, გარდა პოლიტიკური პარტიების გაზეთებისა, იმავე გაზეთში გამოაქვეყნონ და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში წინასწარ წარმოადგინონ ინფორმაცია: რომელი რიცხვიდან, რა პერიოდულობითა და რა დრომდეა გამოყოფილი გაზეთის ფართობი, გაზეთის ერთ ნომერში გამოყოფილი ფართობის სიდიდე, უფასო ფართობის გამოყოფის შემთხვევაში მთლიანად გამოყოფილი ფართობის უფასო ნაწილის სიდიდე, ფართობის ტარიფი, გაწეული მომსახურება ყოველკვირეულად, არა უგვიანეს ყოველი კვირის ორშაბათის 18 სთ-ისა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2006 წლის 6 სექტემბრის №185/2006 განკარგულებით დამტკიცებული წარმოსადგენი ფორმების მიხედვით.

მუხლი 3. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს ცესკოს საზოგადოებასთან და საერთაშორისო ურთი�ერ�თობის დეპარტამენტს.

მუხლი 4. ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართ�ლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის მე-12 კმ. №6) მისი მიღებიდან 1 კალენდარული დღის ვადაში.

მუხლი 5. ეს დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარე ���� �ლ. თარხნიშვილი

კომისიის მდივანი��������������� გ. მჭედლიძე