დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2008 წლის 4 აგვისტოს №35/2008 ,,საქართველოს პარლამენტის 2008 წლის 4 ოქტომბრის შუალედური არჩევნების პროცესში მასობრივი ინფორმაციის სახელმწიფო და არასახელმწიფო საშუალებათა მონაწილეობისა და მათი გამოყენების წესის შესახებ“ დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 37/2008 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია |
| მიღების თარიღი | 05/09/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 132, 08/09/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.190.020.15.008.012.154 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.190.020.15.008.012.154
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის
დადგენილება №37/2008
2008 წლის 5 სექტემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2008 წლის 4 აგვისტოს №35/2008 „საქართველოს პარლამენტის 2008 წლის 4 ოქტომბრის შუალედური არჩევნების პროცესში მასობრივი ინფორმაციის სახელმწიფო და არასახელმწიფო საშუალებათა მონაწილეობისა და მათი გამოყენების წესის შესახებ“ დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 25-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
მუხლი 1
ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2008 წლის 4 აგვისტოს „საქართველოს პარლამენტის 2008 წლის 4 ოქტომბრის შუალედური არჩევნების პროცესში მასობრივი ინფორმაციის სახელმწიფო და არასახელმწიფო საშუალებათა მონაწილეობისა და მათი გამოყენების წესის შესახებ“ №35/2008 დადგენილება.
მუხლი 2
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის მე-12 კმ., №6) მისი მიღებიდან 1 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3
ეს დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე ლ. თარხნიშვილი
კომისიის მდივანი გ. მჭედლიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები