დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| სახელმწიფო სერტიფიკატის მიმნიჭებელი საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 317/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 08/12/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 165, 08/12/2006 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 19/05/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470010000.22.035.009639 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (08/12/2006 - 16/05/2008)
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.010.000.22.035.009.639
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის
ბრძანება №317/ნ
2006 წლის 8 დეკემბერი
ქ. თბილისი
სახელმწიფო სერტიფიკატის მიმნიჭებელი საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ
,,საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს სახელმწიფო სერტიფიკატის მიმნიჭებელი საბჭოს თანდართული დებულება.
2. ამ ბრძანების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს ,,სახელმწიფო სერტიფიკატის მიმნიჭებელი საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 25 მაისის №139/ნ ბრძანება.
3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ლ. ჭიპაშვილი
სახელმწიფო სერტიფიკატის მიმნიჭებელი საბჭოს დებულება
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. დებულება შემუშავებულია ,,ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ და ,,საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე და არეგულირებს სახელმწიფო სერტიფიკატის მიმნიჭებელი საბჭოს (შემდგომში – საბჭო) საქმიანობას.
2. საბჭო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობით.
მუხლი 2. სახელმწიფო სერტიფიკატის მიმნიჭებელი საბჭო
1. საქართველოში სამედიცინო და ფარმაცევტული პერსონალის სერტიფიკაციის (რესერტიფიკაციის) პროცესს ხელმძღვანელობს საბჭო, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) თავმჯდომარეობით, ხოლო ორგანიზაციულ და ფინანსურ უზრუნველყოფას ახორციელებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებუ-ლება – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგუ-ლირების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო).
2. საბჭოს შემადგენლობას და წევრთა რაოდენობას განსაზღვრავს მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
3. საბჭოს სამდივნოს ფუნქციებს ასრულებს სააგენტო, რომელიც ორგანიზებას უწევს საბჭოს სხდომების მოწვევას, ჩატარებას, საბჭოზე განსახილველი ინფორმაციის მომზადებას, აფორმებს სხდომის ოქმებს, ახორციელებს მონიტორინგს საბჭოს გადაწყვეტილებების შესრულებაზე.
4. სახელმწიფო სასერტიფიკაციო რეესტრს აწარმოებს სააგენტო.
5. საბჭოს ფუნქციები და უფლებამოსილებებია:
ა) გადაწყვიტოს სასერტიფიკაციო გამოცდების ჩატარების ორგანიზაციული საკითხები და სახელმწიფო აკრედიტაციის მქონე უმაღლესი სამედიცინო საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და ექიმთა პროფესიული ასოციაციების რეკომენდაციების გათვალისწინებით შექმნას საგამოცდო კომისიები შესაბამის საექიმო სპეციალობებში;
ბ) დაამტკიცოს სასერტიფიკაციო გამოცდაზე დაშვებულ სახელმწიფო სერტიფიკატის მაძიებელთა (შემდეგში – მაძიებელთა) სია და გამოცდების შედეგები;
გ) მიიღოს გადაწყვეტილება სამედიცინო პერსონალისათვის სახელმწიფო სერტიფიკატის მინიჭების თაობაზე;
დ) განიხილოს სამედიცინო და ფარმაცევტული პერსონალის საქმიანობასთან დაკავშირებული განცხადება-საჩივრები;
ე) მიიღოს გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის სპეციალისტისათვის დროებითი საექიმო საქმიანობის უფლების მინიჭების თაობაზე;
ვ) გადაამოწმოს მაძიებლის მიერ წარდგენილი ნებისმიერი დოკუმენტი და ინფორმაცია;
ზ) განახორციელოს სათანადო ღონისძიებები და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილებები სამედიცინო და ფარმაცევტული პერსონალის სერტიფიცირება/რესერტიფიცირების საკითხებთან დაკავშირებით, თუ კანონმდებლობით სხვა რაიმე არ არის გათვალისწინებული.
6. საბჭოს სხდომები იმართება თავმჯდომარის მოწვევით ან საბჭოს სიითი შემადგენლობის ერთი მესამედის მოთხოვნით, არა უგვიანეს კვარტალში ერთხელ.
7. საბჭო უფლებამოსილია, თუ სხდომას ესწრება წევრთა ორი მესამედი. გადაწყვეტილება მიიღება საბჭოს დამსწრე წევრთა უმრავლესობით (ღია ან ფარული კენჭისყრით). ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა.
8. საბჭოს გადაწყვეტილება ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელის მოწერით ადასტურებს თავმჯდომარე და მდივანი.
9. საბჭოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში სხდომას ხელმძღვანელობს თავმჯდომარის მოადგილე.
10. საბჭოს თავმჯდომარე წარმოადგენს საბჭოს ან ანიჭებს წარმომადგენლობას კომპეტენტურ პირებს მესამე პირებთან ურთიერთობაში. თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში ამ პუნქტში მითითებულ უფლებამოსილებას ახორციელებს თავმჯდომარის მოადგილე.
მუხლი 3. სახელმწიფო სერტიფიკატი
1. საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქეს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელმაც უმაღლესი სამედიცინო განათლება მიიღო უცხო ქვეყნის უმაღლეს სამედიცინო სასწავლებელში, რომლის დიპლომიც აღიარებულია საქართველოში, დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლება ეძლევა ,,საექიმო საქმიანობის შესახებ“ კანონით დადგენილი წესით.
2. სახელმწიფო სერტიფიკატი უმაღლესი და საშუალო სამედიცინო, ფარმაცევტული და უმაღლესი არასამედიცინო განათლების (ბიოლოგიური და ბიო-ქიმიური სპეციალობები არაპედაგოგიური კვალიფიკაციით) მქონე პირებს (სპეციალისტებს) განსაზღვრულ სფეროში ანიჭებს დამოუკიდებელი სამედიცინო ან ფარმაცევტული პროფესიული საქმიანობის უფლებას.
3. სერტიფიკატის მაძიებლის სამედიცინო სპეციალობა განისაზღვრება:
ა) უმაღლესი სამედიცინო განათლების პროფილისა და პროფესიული მზადების (რეზიდენტურა, კლინიკური ორდინატურა (1999 წლამდე), კლინიკური ასპირანტურა (,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ვადამდე, დოქ-ტორანტურა) დოკუმენტებით;
ბ) დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხის დამადასტურებელი დიპლომით;
გ) ინტერნატურის ან სპეციალიზაციის (1999 წლამდე) მოწმობით და შესაბამის საექიმო სპეციალობაში არანაკლებ რეზიდენტურის ხანგრძლივობის სამუშაო სტაჟით.
4. უმაღლესი არასამედიცინო განათლების სამედიცინო პერსონალის (სპეციალისტის) სახელმწიფო სერტიფიკატი ენიჭება საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქეს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელსაც მიღებული აქვს განათლება ბიოქიმიურ და ბიოლოგიურ სპეციალობებში (მაგისტრის ხარისხით, გარდა პედაგოგიური კვალიფიკაციისა).
5. უმაღლესი არასამედიცინო განათლების მქონე პირს ენიჭება სპეციალისტის სახელმწიფო სერტიფიკატი სპეციალობაში ,,ლაბორატორიული მედიცინა“.
6. მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატისათვის ან მედიცინის მეცნიერებათა დოქტორისათვის ,,საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 98-ე მუხლის მე-4 პუნქტის გათვალისწინებით, უგამოცდოდ სახელმწიფო სერტიფიკატის მინიჭება ხორციელდება მხოლოდ ერთ სპეციალობაში.
მუხლი 4. მოთხოვნები სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის სახელმწიფო სერტიფიკატის მაძიებლისადმი
1. სახელმწიფო სერტიფიკატის მაძიებელმა სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოში უნდა წარადგინოს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტები.
2. მაძიებელი პასუხიმგებელია მის მიერ წარმოდგენილი ყველა დოკუმენტის სისწორეზე.
მუხლი 5. სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდა
1. სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდები ტარდება სამინისტროს მიერ დამტკიცებულ სამედიცინო და ფარმაცევტულ სპეციალობებში.
2. სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდების ჩატარების ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს სააგენტო.
3. სერტიფიკატის მაძიებელზე სააგენტოს მიერ გაიცემა საგამოცდო ფურცელი, რომელშიც აღინიშნება მაძიებლის სახელი, გვარი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი, რეგისტრაციის ნომერი, გამოცდის თარიღი და დრო.
4. სერტიფიკატის მაძიებელი გამოცდაზე უნდა გამოცხადდეს დადგენილ დროს და თან უნდა იქონიოს საგამოცდო ფურცელი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
5. საგამოცდო ბილეთის მიღების შემდეგ მაძიებელი კარგავს გამოცდის გადავადების უფლებას.
6. სასერტიფიკაციო გამოცდა შეიძლება გადაუვადდეს იმ პირებს, რომლებსაც, შრომის კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, დროებით შეჩერებული აქვთ შრომითი ურთიერთობები.
7. სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაზე მაძიებელი იღებს ტესტურ ბილეთს, რომელიც შეიცავს 200 ტესტ-კითხვას. ტესტურ ბილეთში აღინიშნება მაძიებლის ვინაობა, საძიებელი სპეციალობა, გამოცდის თარიღი.
8. სასერტიფიკაციო გამოცდის ხანგრძლივობაა 3 საათი. დროის ათვლა იწყება ბილეთის მიღებიდან.
9. შევსებული ბილეთის თითოეულ გვერდზე ხელს აწერს მაძიებელი და აბარებს საგამოცდო კომისიის შესაბამის წარმომადგენელს, რომელიც ბილეთის მიღებას ადასტურებს ხელმოწერით.
10. ტესტური გამოცდების პასუხების შეფასება ხორციელდება შესაბამისი კომპიუტერული პროგრამის მეშვეობით. გასწორებული ბილეთის დედანი და მაძიებლის საგამოცდო ფურცელი ინახება სააგენტოში, სერტიფიკატის მაძიებლის სხვა საბუთებთან ერთად.
11. გამოცდის შედეგი აღინიშნება ბილეთში. დადებითად ჩაითვლება ნაშრომი, რომელშიც ტესტების 75,5% და მეტი სწორი პასუხია გაცემული.
12. გამოცდის მიმდინარეობის პროცესში დაუშვებელია მაძიებლებს შორის საუბარი, ადგილიდან ადგომა, კონსპექტების, სახელმძღვანელოების და სხვა ლიტერატურის გამოყენება, ფურცლების და ბილეთის გადაწოდება. აღნიშნული დარღვევებისათვის მაძიებელი მოიხსნება გამოცდიდან და მისი ნაშრომი შეფასდება მოცემული მომენტისათვის შესრულებული სამუშაოს მიხედვით.
13. გამოცდის მსვლელობისას დარბაზში მაძიებლების, საბჭოს წევრების, სამინისტროს შესაბამისი სამსახურის, სააგენტოს წარმომადგენლების, დარგობრივი საგამოცდო და სააპელაციო კომისიის წევრების, კომპიუტერული უზრუნველყოფის ჯგუფის და აკრედიტებული დამკვირვებლების გარდა სხვა პირი არ დაიშვება.
14. გამოცდაზე დამკვირვებლის სტატუსით დამსწრის აკრედიტაციაზე გადაწყვეტილებას იღებს სააგენტო, დაინტერესებული პირის მიერ გამოცდის ჩატარებამდე ათი დღით ადრე სააგენტოში შეტანილი განაცხადის საფუძველზე. დამკვირვებელს ეკრძალება საგამოცდო პროცესში ნებისმიერი ფორმით ჩარევა.
15. გამოცდის შედეგები ცხადდება გამოცდის ჩაბარებიდან არა უგვიანეს 24 საათის განმავლობაში. სასერტიფიკაციო გამოცდის შედეგების გამოცხადებიდან ერთი საათის განმავლობაში მაძიებელს წერილობითი განცხადების საფუძველზე (საკუთარი ხარჯებით) შეუძლია მიიღოს უკვე შეფასებული ნაშრომის ქსეროასლი.
16. შეფასების აპელაცია დასაშვებია მხოლოდ გამოცდის შედეგების გამოცხადების მომდევნო დღის 12 საათამდე, რისთვისაც მაძიებელს შეუძლია სათანადო განცხადებით მიმართოს საგამოცდო კომისიის თავმჯდომარეს.
17. სააგენტო გამოცდების საბოლოო შედეგებს წარუდგენს საბჭოს დასამტკიცებლად. საგამოცდო პროცედურის დარღვევის შემთხვევაში საბჭო უფლებამოსილია გადასინჯოს ან გააუქმოს გამოცდის შედეგები.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები