დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სამდივნოს დებულების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 257 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 06/04/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 52, 14/04/2006 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 07/12/2006 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240030.22.023.008439 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (14/04/2006 - 28/11/2006)
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.023.008.439
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის
ბრძანება №257
2006 წლის 6 აპრილი
ქ. თბილისი
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სამდივნოს დებულების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2004 წლის 12 ივნისის №50 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დებულების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს თანდართული „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სამდივნოს დებულება.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე
გ. პაპუაშვილი
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სამდივნოს
დებულება
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1.
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სამდივნო (შემდგომში – სამდივნო) წარმოადგენს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფს.
მუხლი 2.
სამდივნო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს კანონებით, სამინისტროს დებულებით, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის (შემდგომში – მინისტრის) ბრძანებებით, წინამდებარე დებულებით და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
მუხლი 3.
სამდივნო ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე.
მუხლი 4.
სამდივნოს სტრუქტურა და საშტატო განრიგი მტკიცდება მინისტრის ბრძანებით.
თავი II
სამდივნოს ამოცანები და ფუნქციები
მუხლი 5.
სამდივნოს ამოცანებია:
ა) მინისტრის ბრძანებების შესრულებაზე კონტროლი;
ბ) სამინისტროს ხელმძღვანელობის თათბირების ორგანიზება, თათბირის ოქმის შედგენა;
გ) სამინისტროს ხელმძღვანელობის შეხვედრების განრიგის დაგეგმვა და მომზადება;
დ) სამინისტროს ხელმძღვანელობის მიერ მოქალაქეთა მიღების საკითხების რეგულირება;
ე) სამინისტროს ხელმძღვანელობის მოხსენებების, გამოსვლების, ანგარიშების მომზადების ორგანიზება;
ვ) სამინისტროში შემოსულ საკონტროლო დავალებათა შესრულების კონტროლი;
ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს ურთიერთობის კოორდინაცია სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებებთან, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან, მოქალაქეებთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან;
თ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში მინისტრისთვის ორგანიზაციულ-ტექნიკური და საინფორმაციო მომსახურების გაწევა;
ი) სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით სამინისტროს ხელმძღვანელობის მიერ დაკისრებული კონკრეტული დავალებების შესრულება.
მუხლი 6.
1. სამდივნოს ხელმძღვანელობს სამდივნოს უფროსი;
2. სამდივოს უფროსს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
3. სამდივნოს უფროსი უშუალოდ ექვემდებარება მინისტრს.
მუხლი 7.
სამდივნოს უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამდივნოს საქმიანობას;
ბ) ანაწილებს მოვალეობას მისდამი დაქვემდებარებულ მოხელეებს შორის და აძლევს მათ მითითებებსა და განკარგულებებს;
გ) აკონტროლებს სამდივნოს მოხელეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას;
დ) ასრულებს მინისტრის მიერ განსაზღვრულ კონკრეტულ დავალებებს;
ე) პასuხისმგებელია სამდივნოსთვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე.
მუხლი 8.
სამდივნოს უფროსის არყოფნის დროს მის მოვალეობას ასრულებს მინისტრის თანაშემწე მინისტრთან შეთანხმებით.
მუხლი 9.
1. სამდივნო შედგება მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების მრჩევლებისა და თანაშემწეებისაგან, რომელთა რაოდენობა განისაზღვრება სამინისტროს საშტატო განრიგით.
2. სამდივნოს თანამშრომელის უფლება-მოვალეობანი:
ა) ადგენს მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების ყოველდღიურ სამუშაო გრაფიკს და ახდენს მის ორგანიზაციულ უზრუნველყოფას;
ბ) უწევს ორგანიზებას მინისტრთან და მინისტრის მოადგილეებთან მოქალაქეთა მიღებას;
გ) აწარმოებს მინისტრის და მინისტრის მოადგილეების დავალებების ადრესატამდე დაყვანას და შესრულების კონტროლს;
დ) ადგენს მინისტრთან და მინისტრის მოადგილეებთან ჩატარებული თათბირების ოქმებს;
ვ) ასრულებს სამდივნოს უფროსის სხვა მითითებებს და დავალებებს.
მუხლი 10.
სამდივნოს დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები