დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოების ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მშენებარე ობიექტზე, თვალსაჩინო ადგილას განთავსების წესის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1-1/284 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 05/04/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 52, 14/04/2006 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 30/01/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 330090000.22.024.008247 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (14/04/2006 - 29/12/2006)
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 330.090.000.22.024.008.427
საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის
ბრძანება №1-1/284
2006 წლის 5 აპრილი
ქ. თბილისი
არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოების ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მშენებარე ობიექტზე, თვალსაჩინო ადგილას განთავსების წესის დამტკიცების შესახებ
,,არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ბ.ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს თანდართული არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოების ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მშენებარე ობიექტზე თვალსაჩინო ადგილას განთავსების წესი.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ი. ჩოგოვაძე
დანართი
არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოების ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მშენებარე ობიექტზე თვალსაჩინო ადგილას განთავსების წესი
1. არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოები ,,არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ“ საქართველოს კანონის 41, მე-5 და მე-7 მუხლების შესაბამისად მიღებულ დადგენილებებს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით აცნობენ არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის მონაწილე სუბიექტებს.
2. გაცნობად ითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის განთავსება მშენებარე ობიექტზე თვალსაჩინო ადგილას.
3. თვალსაჩინო ადგილას განთავსება ხდება იმ შემთხვევაში, თუ არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის მონაწილე უარს განაცხადებს ან თავს აარიდებს ადმინისტრაციული აქტების ჩაბარებას.
4. ადმინისტრაციული აქტის თვალსაჩინო ადგილას განთავსებისას არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოების თანამშრომლების მიერ დაცული უნდა იქნეს შემდეგი პირობები:
ა) არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოები აღნიშნულ ადმინისტრაციულ აქტს განათავსებენ მშენებარე ობიექტზე შემდეგ ადგილებზე:
ა.ა) ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №140 დადგენილების შესაბამისად დადგენილ საინფორმაციო დაფასთან;
ა.ბ) მშენებლობის ტერიტორიაზე, სამუშაოთა მწარმოებლისათვის, დროებით განთავსებულ შენობაზე;
ა.გ) მშენებარე ტერიტორიის შემომფარგვლელ უსაფრთხოების ღობეზე.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები