დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების ზოგიერთ დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულთა და ზოგიერთ წინასწარ საპატიმრო დაწესებულებაში მყოფ პირთა სასურსათო ულუფების ნორმატივების განსაზღვრის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 379 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 04/04/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 45, 04/04/2006 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 05/10/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 100110000.22.027.008409 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (04/04/2006 - 28/06/2006)
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 100.110.000.22.027.008.409
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №379
2006 წლის 4 აპრილი
ქ. თბილისი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების ზოგიერთ დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულთა და ზოგიერთ წინასწარ საპატიმრო დაწესებულებაში მყოფ პირთა სასურსათო ულუფების ნორმატივების განსაზღვრის შესახებ
,,პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-6 პუნქტისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 30 მარტის №374 ერთობლივი ბრძანების ,,საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მყოფ მსჯავრდებულთა და წინასწარ საპატიმრო დაწესებულებებში მყოფ პირთა სასურსათო ულუფების ნორმატივების განსაზღვრის შესახებ“ მეორე პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების ზოგიერთ დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულთა და ზოგიერთ წინასწარ საპატიმრო დაწესებულებაში მყოფ პირთა სასურსათო ულუფების ნორმატივების დარეგულირების მიზნით, ვბრძანებ:
1. სასჯელაღსრულების იმ დაწესებულებებში, სადაც საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით აკრძალულია საკვები პროდუქტების მიღება-გაგზავნა ბანდეროლებისა და ამანათების მეშვეობით, კვების ულუფისათვის განკუთვნილი თანხის ნორმა თითოეულ პატიმარზე (მსჯავრდებულზე) განისაზღვროს თვეში 45 ლარის ოდენობით.
2. ბრძანების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილეს (მ. გელოვანი).
3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. ქავთარაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები