დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების ზოგიერთ დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულთა და ზოგიერთ წინასწარ საპატიმრო დაწესებულებაში მყოფ პირთა სასურსათო ულუფების ნორმატივების განსაზღვრის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 321 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 05/10/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 139, 05/10/2007 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 20/10/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 100110000.22.027.010920 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (05/10/2007 - 17/10/2008)
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 100.110.000.22.027.010.920
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №321
2007 წლის 5 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების ზოგიერთ დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულთა და ზოგიერთ წინასწარ საპატიმრო დაწესებულებაში მყოფ პირთა სასურსათო ულუფების ნორმატივების განსაზღვრის შესახებ
,,პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2004 წლის 30 აგვისტოს №70 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის ,,კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების ზოგიერთ დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულთა და პატიმართა სასურსათო ულუფების ნორმატივების დადგენის მიზნით, ვბრძანებ:
1. სასჯელაღსრულების იმ დაწესებულებებში, სადაც სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მიერ აკრძალულია საკვები პროდუქტების მიღება-გაგზავნა ბანდეროლებისა და ამანათების მეშვეობით, კვების ულუფისათვის განკუთვნილი თანხის ნორმა თითოეულ პატიმარზე (მსჯავრდებულზე) განისაზღვროს თვეში 80 (ოთხმოცი) ლარის ოდენობით.
2. ბრძანების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილეს (გ. მიქანაძე).
3. ამ ბრძანების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების ზოგიერთ დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულთა და ზოგიერთ წინასწარ საპატიმრო დაწესებულებაში მყოფ პირთა სასურსათო ულუფების ნორმატივების განსაზღვრის შესახებ‘‘ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 4 აპრილის №379 ბრძანება (სსმ III, 2006 წ., №45, მუხ. 511).
4. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მინისტრის მოვალეობის
შემსრულებელი თ. ბურჯალიანი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები