დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საოლქო პროკურატურების სამოქმედო ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 9 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს გენერალური პროკურორი |
| მიღების თარიღი | 29/12/2004 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 155, 30/12/2004 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 10/01/2005 |
| სარეგისტრაციო კოდი | 110060000.39.036.006958 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (30/12/2004 - 05/01/2005)
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 110.060.000.39.036.006.958
საქართველოს გენერალური პროკურორის
ბრძანება №9
2004 წლის 29 დეკემბერი
ქ. თბილისი
საოლქო პროკურატურების სამოქმედო ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ
„პროკურატურის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის „გ” და „ო” ქვეპუნქტების შესაბამისად, საქართველოს პროკურატურის სისტემის ოპტიმიზაციისა და საქმიანობის ეფექტურობის ამაღლების მიზნით, ვბრძანებ:
1. განხორციელდეს საქართველოს პროკურატურის სისტემაში შემავალი საოლქო პროკურატურების ოპტიმიზაცია და მათი სამოქმედო ტერიტორია განისაზღვროს თანდართული ნუსხის შესაბამისად (დანართი №1).
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ზ. ადეიშვილი
დანართი №1
საქართველოს პროკურატურის სისტემაში შემავალი საოლქო პროკურატურების ნუსხა
1. კახეთის საოლქო პროკურატურა – გურჯაანის, სიღნაღის და თელავის რაიონული პროკურატურები.
2. მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურა – მცხეთის და დუშეთის რაიონული პროკურატურები.
3. ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურა – ქ. რუსთავის საქალაქო პროკურატურა, ბოლნისის და მარნეულის რაიონული პროკურატურები.
4. შიდა ქართლის საოლქო პროკურატურა – გორის და ხაშურის რაიონული პროკურატურები.
5. სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურა – ახალციხის და ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურები.
6. დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურა – ქ. ქუთაისის საქალაქო პროკურატურა, ზესტაფონის, სამტრედიის, ჭიათურის, ოზურგეთის, ამბროლაურის და ცაგერის რაიონული პროკურატურები.
7. სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურა – ქ. ფოთის საქალაქო პროკურატურა, ზუგდიდის, სენაკის და მესტიის რაიონული პროკურატურები.
8. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საოლქო პროკურატურა – ქ. ბათუმის საქალაქო პროკურატურა და შუახევის რაიონული პროკურატურა.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები