საოლქო პროკურატურების სამოქმედო ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ

  • Word
საოლქო პროკურატურების სამოქმედო ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2
დოკუმენტის მიმღები საქართველოს გენერალური პროკურორი
მიღების თარიღი 05/01/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 1, 10/01/2005
ძალის დაკარგვის თარიღი 02/02/2007
სარეგისტრაციო კოდი 110060010.39.036.006979
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
2
05/01/2005
სსმ, 1, 10/01/2005
110060010.39.036.006979
საოლქო პროკურატურების სამოქმედო ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ
საქართველოს გენერალური პროკურორი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (10/01/2005 - 02/02/2007)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 110.060.010.39.036.006.979

საქართველოს გენერალური პროკურორის

ბრძანება №2

2005 წლის 5 იანვარი

ქ. თბილისი

საოლქო პროკურატურების სამოქმედო ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ

“პროკურატურის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის “გ” და “ო” ქვეპუნქტების შესაბამისად, საქართველოს პროკურა-ტურის სისტემის ოპტიმიზაციისა და საქმიანობის ეფექტურობის ამაღლების მიზნით, ვბრძანებ:

1. განხორციელდეს საქართველოს პროკურატურის სისტემაში შემავალი საოლქო პროკურატურების ოპტიმიზაცია და მათი სამოქმედო ტერიტორია განისაზღვროს თანდართული ნუსხის შესაბამისად (დანართი №1).

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს “საოლქო პროკურატურების სამოქმედო ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს გენერალური პროკურორის 2004 წლის 29 დეკემბრის №9 ბრძანება.

ზ. ადეიშვილი

დანართი №1

საქართველოს პროკურატურის სისტემაში შემავალი საოლქო პროკურატურების ნუსხა

1. კახეთის საოლქო პროკურატურა – გურჯაანის, სიღნაღის და თელავის რაიონული პროკურატურები.

2. მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურა – მცხეთის და დუშეთის რაიონული პროკურატურები.

3. ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურა – რუსთავის, ბოლნისის და მარნეულის რაიონული პროკურატურები.

4. შიდა ქართლის საოლქო პროკურატურა – გორის და ხაშურის რაიონული პროკურატურები.

5. სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურა – ახალციხის და ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურები.

6. დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურა – ქუთაისის, ზესტაფონის, სამტრედიის, ჭიათურის, ოზურგეთის, ამბროლაურის და ცაგერის რაიონული პროკურატურები.

7. სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურა – ფოთის, ზუგდიდის, სენაკის და მესტიის რაიონული პროკურატურები.