თავისუფლების ქარტია

თავისუფლების ქარტია
დოკუმენტის ნომერი 4717-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 31/05/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110622009, 22/06/2011
სარეგისტრაციო კოდი 010100000.05.001.016342
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
4717-Iს
31/05/2011
ვებგვერდი, 110622009, 22/06/2011
010100000.05.001.016342
თავისუფლების ქარტია
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (02/04/2019 - 30/10/2019)

საქართველოს კანონი

თავისუფლების ქარტია

   მუხლი 1. კანონის მიზანი

ამ კანონის მიზანია, საერთაშორისო სტანდარტების, საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების გათვალისწინებით, სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის, ტერორიზმისა და ქვეყნის უშიშროების საფუძვლების ხელყოფის აღკვეთა, თანამედროვე მიდგომების გათვალისწინებით, საქართველოს კანონმდებლობის ნორმების ეფექტიანი ამოქმედება და ეროვნული უსაფრთხოების განმტკიცება, კომუნისტური ტოტალიტარული და ფაშისტური იდეოლოგიების საფუძვლების გაღვივების წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიებების განხორციელება, კომუნისტური ტოტალიტარული და ფაშისტური სიმბოლიკის, საკულტო ნაგებობების, ძეგლების, მონუმენტების, ბარელიეფების, წარწერების, ქუჩების, მოედნების, სოფლებისა და დაბების სახელწოდებების აღმოფხვრა, აგრეთვე კომუნისტური ტოტალიტარული და ფაშისტური იდეოლოგიების მატარებელი და პროპაგანდის სხვა საშუალებების აკრძალვა.

საქართველოს 2013 წლის  25  დეკემბრის კანონი №1867 - ვებგვერდი, 30.12.2013წ.

    მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

ამ კანონის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ოკუპირებული ტერიტორიები − „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ტერიტორიები;

ბ) სტრატეგიული ობიექტი − ობიექტი, რომლის საქმიანობაც დაკავშირებულია სტრატეგიული პროდუქტის (ნავთობ პროდუქტის, ბუნებრივი აირის, ელექტროენერგიის, ძვირფასი ლითონის, პურპროდუქტის) წარმოებასთან;

გ) განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ობიექტი – ობიექტი, რომლის საქმიანობაც სასიცოცხლოდაა დაკავშირებული მოსახლეობის ნორმალური ცხოვრების პირობებთან;

დ) ყოფილი სსრკ-ის სპეციალურ სამსახურებთან თანამშრომლობა − ნებისმიერი სახის საქმიანობა (შტატიანი ან ნებაყოფლობითი), რომელიც ხორციელდებოდა ყოფილი სსრკ-ის სპეც იალური სამსახურების მითითებით ან/და ზედამხედველობით.

ე) კომუნისტური ტოტალიტარული იდეოლოგია − ისეთი იდეოლოგია, რომელიც ხასიათდებოდა ადამიანის უფლებათა დარღვევით, მასობრივი ფიზიკური ტერორის სხვადასხვა ფორმით, ინდივიდუალური და მასობრივი მკვლელობებითა და განადგურებით, საკონცენტრაციო ბანაკებში სიკვდილით დასჯით, შიმშილობითა და დეპორტაციით, წამებითა და მონური შრომით, ეთნიკურ და რელიგიურ ნიადაგზე დევნით, სინდისის, აზრისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვით და სხვა;

ვ) კომუნისტური ტოტალიტარული სიმბოლიკა − ისეთი სიმბოლიკა, რომელიც დაკავშირებულია კომუნისტურ ტოტალიტარულ იდეოლოგიასთან და გამოხატავს კომუნისტურ ტოტალიტარულ რეჟიმს.

საქართველოს 2013 წლის  25  დეკემბრის კანონი №1867 - ვებგვერდი, 30.12.2013წ.

    მუხლი 3. კანონის მოქმედების სფერო

ამ კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ “ საქართველოს კანონის ნორმათა გათვალისწინებით.

     მუხლი 4. ტერორიზმის წინააღმდეგ სახელმწიფო ორგანოთა საქმიანობის კოორდინაცია

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უწყებრივ საგამოძიებო ქვემდებარეობაში არსებულ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXVIII თავით გათვალისწინებულ დანაშაულთა წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლის მიზნით საქართველოს ფინანსთა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და თავდაცვის სამინისტროები, საქართველოს ეროვნული ბანკი თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს აწვდიან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXVIII თავით გათვალისწინებულ დანაშაულთა ნიშნების შემცველი ქმედებების შესახებ ინფორმაციას.

საქართველოს 2015 წლის  4 მარტის  კანონი №3128 - ვებგვერდი, 23.03.2015წ.
საქართველოს 2015 წლის  8   ივლისის კანონი  №3964  - ვებგვერდი, 15.07.2015წ.
საქართველოს 2017 წლის 7  დეკემბრის   კანონი №1684   ვებგვერდი, 14.12.2017წ.

    მუხლი 5. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის, სტრატეგიული და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ობიექტებისა და ტვირთების მონიტორინგი

ტერორისტული აქტების თავიდან აცილებისა და ტვირთების მონიტორინგის მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში:

ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ელექტრონული დაკვირვების (ვიდეოდაკვირვების) სისტემის ბაზაზე უზრუნველყოფენ ვიდეოდაკვირვების ერთიან სისტემაში სტრატეგიული და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ობიექტების ჩართვას, რომლებიც აღჭურვილი არიან ანალოგიური სისტემით;

ბ) ახორციელებენ აეროპორტების, საზღვაო პორტების, რკინიგზის ცენტრალური და საკვანძო სადგურების, მეტროპოლიტენის სადგურების, ხიდების, საზოგადოებრივი მასობრივი თავშეყრის ადგილების და სტრატეგიული და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ობიექტების სამეთვალყურეო ვიდეოკამერებით აღჭურვას;

გ) ვიდეოდაკვირვების ერთიან სისტემაში ჩართვის მიზნით ახორციელებენ სასაზღვრო გამტარი პუნქტების, ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარე ტერიტორიების სამეთვალყურეო ვიდეოკამერებით აღჭურვას;

დ) უზრუნველყოფენ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გავლით შემომავალი და გადაადგილებული ტვირთების მონიტორინგს, იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების უკანონოდ შემოტანის აღკვეთას და საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – შემოსავლების სამსახურთან ერთად ახორციელებენ საეჭვო ტვირთების გახსნას და დათვალიერებას/მონიტორინგს.

საქართველოს 2015 წლის  8   ივლისის კანონი  №3964  - ვებგვერდი, 15.07.2015წ.  

  მუხლი 6. ტერორიზმის დაფინანსების, უცხოეთიდან ფინანსური სახსრების ან სხვა ქონების მოწოდების გამოვლენა და აღკვეთა

  ტერორიზმის დაფინანსებისა და ფულის გათეთრების წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებები რეგულირდება „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით.

    მუხლი 7. კომისია

1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXVIII თავით გათვალისწინებულ დანაშაულთა პრევენციის მიზნით, ქვეყნის უსაფრთხოების და დემოკრატიული განვითარების უზრუნველსაყოფად, ყოფილი სსრკ-ის სპეციალური სამსახურების საიდუმლო თანამშრომლების, ამ კანონით დადგენილი თანამდებობის პირების რეგისტრაციის, ნებაყოფლობითი აღიარებისა და რეესტრის წარმოების, აგრეთვე კომუნისტური ტოტალიტარული და ფაშისტური იდეოლოგიების და პროპაგანდის აკრძალვის მიზნით და ამ კანონით განსაზღვრული სხვა მიზნებისათვის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში იქმნება კომისია. კომისიაში თითო წევრის წარდგენის უფლება აქვთ საქართველოს პარლამენტის ფრაქციებს. კომისიის შემადგენლობა (გარდა საქართველოს პარლამენტის ფრაქციების მიერ წარდგენილი წევრებისა) და საქმიანობის წესი განისაზღვრება დებულებით, რომელსაც შეიმუშავებს და ამტკიცებს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი.

2. კომისიის წევრებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უნდა გაუფორმდეთ სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვებ ის პირველი („ განსაკუთრებული მნიშვნელობის“) ფორმა.

3. კომისია დადგენილი წესით აგროვებს მონაცემებს და აწარმოებს იმ პირთა რეესტრს, რომლებიც საიდუმლოდ თანამშრომლობდნენ ყოფილი სსრკ-ის სპეციალურ სამსახურებთან ან რომელთა შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიღებული მონაცემები ყოფილი სსრკ-ის სპეციალურ სამსახურებთან მათ ფარულ კავშირზე მიუთითებს. კომისია ასევე აგროვებს ინფორმაციას ადმინისტრაციული ორგანოების მიერ კომუნისტური ტოტალიტარული ან/და ფაშისტური სიმბოლიკის, აგრეთვე სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაზე გამოყენების თაობაზე, ასევე საკულტო ნაგებობების, ძეგლების, მონუმენტების, ბარელიეფების, წარწერების შესახებ, ქუჩების, მოედნების, სოფლებისა და დაბების სახელწოდებების, აგრეთვე მასობრივი თავშეყრის სხვა ადგილების თაობაზე, რომლებიც შეიცავს კომუნისტური ტოტალიტარული და ფაშისტური იდეოლოგიების და პროპაგანდის ელემენტებს თუ ამ იდეოლოგიების ლიდერთა სახელებს.

4. კომისია იღებს გადაწყვეტილებას რეესტრში იმ პირთა შესახებ მონაცემების შეტანის თაობაზე, რომლებიც საიდუმლოდ თანამშრომლობდნენ ან ფარული კავშირი ჰქონდათ ყოფილი სსრკ-ის სპეციალურ სამსახურებთან.

5. კომისია უზრუნველყოფს იმ პირთა მიერ მოწოდებული ინფორმაციის საიდუმლოებას, რომლებიც საიდუმლოდ თანამშრომლობდნენ ან ფარული კავშირი ჰქონდათ ყოფილი სსრკ-ის სპეციალურ სამსახურებთან, გარდა კანონით დადგენილი გამონაკლისებისა.

6. კომუნისტური ტოტალიტარული და ფაშისტური იდეოლოგიების მატარებელი სიმბოლიკის, ძეგლების, ბარელიეფების, წარწერების, სახელწოდებების აღმოფხვრის მიზნით კომისია მიმართავს უფლებამოსილ პირს. კომისიის მიმართვის შემთხვევაში უფლებამოსილი პირი ვალდებულია აღმოფხვრას კომუნისტური ტოტალიტარული ან/და ფაშისტური სიმბოლიკა. ამ პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილი პირის მიერ კომისიის მითითების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება იწვევს კანონით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.

7. კომისია საჯაროდ აცხადებს მხოლოდ იმ პირთა ვინაობას და მათ შესახებ მონაცემებს, რომლებიც საიდუმლოდ თანამშრომლობდნენ ან ფარული კავშირი ჰქონდათ ყოფილი სსრკ-ის სპეციალურ სამსახურებთან, უკავიათ ამ კანონის მე-8 მუხლით განსაზღვრული თანამდებობა და ნებაყოფლობით, კანონით დადგენილ ვადაში არ განაცხადებენ უარს ამ თანამდებობაზე.

8. კომისია ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას იღებს დახურულ სხდომაზე. ამ სხდომაზე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით მოწვეული უნდა იყოს პირი, რომლის შესახებაც მიიღება გადაწყვეტილება. კომისიის გადაწყვეტილება ძალაში შედის მიღებიდან 1 თვის ვადაში. პირი, რომლის შესახებაც იქნა მიღებული ეს გადაწყვეტილება, უფლებამოსილია გაასაჩივროს იგი სასამართლოში. სასამართლოს მიერ სარჩელის წარმოებაში მიღება აჩერებს კომისიის გადაწყვეტილების მოქმედებას.

საქართველოს 2013 წლის  25  დეკემბრის კანონი №1867 - ვებგვერდი, 30.12.2013წ.
საქართველოს 2015 წლის  8   ივლისის კანონი  №3964  - ვებგვერდი, 15.07.2015წ.

    მუხლი 8. თანამდებობრივი შეზღუდვები

ამ კანონით გათვალისწინებული თანამდებობრივი შეზღუდვები შეეხება შემდეგ თანამდებობებს და პირებს:

ა)   საქართველოს მთავრობის წევრებს, მინისტრების მოადგილეებსა და სამინისტროების სისტემებში არსებული დეპარტამენტების თავმჯდომარეებს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსსა და მის მოადგილეებს, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობების წევრებს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალურ აუდიტორსა და მის მოადგილეებს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ეროვნული არქივის გენერალურ დირექტორსა და მის მოადგილეებს, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსსა და მის მოადგილეებს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსსა და მის მოადგილეებს, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსსა და მის მოადგილეს, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსს, მის მოადგილეებსა და დეპარტამენტების უფროსებს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩებს, დესპანებს, კონსულებს, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტსა და ვიცე-პრეზიდენტებს, საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების ტერიტორიაზე საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს − სახელმწიფო რწმუნებულებს, ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების წევრებს, საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატის) აღმასრულებელ დირექტორსა და მის მოადგილეებს;

ბ) საქართველოს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემის ოპერატიული ან/და ოპერატიულ-ტექნიკური დანაყოფების, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის მოსამსახურეებს;

) საქართველოს საკონსტიტუციო და საერთო სასამართლოების მოსამართლეებს;

დ) საქართველოს სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორებს, პრორექტორებს, დეკანებს და კათედრების გამგეებს; საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორს, მის მოადგილეებს და სამეურვეო საბჭოს წევრებს.

საქართველოს 2012 წლის 2 2 ივნისის კანონი №6550 - ვებგვერდი, 29.06.2012წ.

საქართველოს 2013 წლის  6  სექტემბრის   კანონი  №1015 – ვებგვერდი, 23.09.2013წ.
საქართველოს 2013 წლის 20 ნოემბრის კანონი №1 58 7 - ვებგვერდი, 03 .1 2 .2013წ.
საქართველოს 2014 წლის 2 მაისის კანონი №2365 – ვებგვერდი, 16.05.2014წ.
საქართველოს 2015 წლის  4 მარტის  კანონი №3128 - ვებგვერდი, 23.03.2015წ.
საქართველოს 2015 წლის  8   ივლისის კანონი  №3964  - ვებგვერდი, 15.07.2015წ.
საქართველოს 2017 წლის 22   მარტის კანონი  №483  - ვებგვერდი, 27.03.2017წ.
საქართველოს 2018 წლის 27  ივნისის  კანონი №2612  –  ვებგვერდი, 06.07.2018წ.

საქართველოს 2018 წლის 31 ოქტომბრის კანონი №3595  – ვებგვერდი, 21.11.2018წ.

საქართველოს 2018 წლის 22 დეკემბრის კანონი №4088 – ვებგვერდი, 28.12.2018წ.

საქართველოს 2019 წლის 2 აპრილის კანონი №4404 – ვებგვერდი, 08.04.2019წ.

    მუხლი 9. თანამდებობრივი შეზღუდვის გავრცელების დრო და პირები, რომლებზედაც ვრცელდება ეს შეზღუდვა

1. ამ კანონის მე -8 მუხლით განსაზღვრულ თანამდებობებზე არ შეიძლება დანიშნულ ან არჩეულ იქნენ პირები, რომლებიც 1921 წლის 25 თებერვლიდან 1991 წლის 9 აპრილამდე იყვნენ:

ა) ყოფილი სსრკ-ის სპეციალური სამსახურების საიდუმლო თანამშრომლები და საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დღიდან (1991 წლის 9 აპრილიდან):

ა.ა) უარი განაცხადეს დამოუკიდებელი საქართველოს სპეციალურ სამსახურებთან საიდუმლო თანამშრომლობაზე;

ა.ბ) სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, გარიცხულ იქნენ საიდუმლო თანამშრომელთა აპარატიდან;

ა.გ) დაუდგენელი მიზეზების გამო გაწყვიტეს კავშირი დამოუკიდებელი საქართველოს სპეციალურ სამსახურებთან;

ბ) ყოფილი სსრკ-ის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ოფიცრები, რომლებმაც საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დღიდან (1991 წლის 9 აპრილიდან) უარი განაცხადეს დამოუკიდებელი საქართველოს სპეციალურ სამსახურებში მუშაობის გაგრძელებაზე ან რომელთაც, სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, უარი ეთქვათ დამოუკიდებელი საქართველოს სპეციალურ სამსახურებში მუშაობის გაგრძელებაზე;

გ) (ძალადაკარგულია - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილება №2/5/560 – ვებგვერდი, 17.11.2015წ.

დ) (ძალადაკარგულია - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილება №2/5/560 – ვებგვერდი, 17.11.2015.

ე) საქართველოს ტელერადიომაუწყებლობის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე.

 2. ამ კანონის მე-8 მუხლით განსაზღვრულ თანამდებობებზე ასევე არ შეიძლება დაინიშნონ (არჩეულ იქნენ) პირები, რომელთა შესახებაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, 1991 წლის 9 აპრილიდან მიღებული მონაცემები მიუთითებს მათ ფარულ კავშირზე უცხო ქვეყნების სპეციალურ სამსახურებთან.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილება №2/5/560 – ვებგვერდი, 17.11.2015წ.

    მუხლი 10. ყოფილი სსრკ-ის სპეციალური სამსახურები და მათი თანამშრომლები

ყოფილი სსრკ-ის სპეციალურ სამსახურებს და მათ თანამშრომლებს მიეკუთვნებიან:

ა) სსრკ-ის შინაგან საქმეთა სამინისტრო; საქართველოს სსრ -ის შინაგან საქმეთა სამინისტრო და ავტონომიური რესპუბლიკების შინაგან საქმეთა სამინისტროები;

ბ) სსრკ-ის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი და მასში შემავალი სასაზღვრო ჯარების სადაზვერვო დანაყოფები; საქართველოს სსრ-ის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი და ავტონომიური რესპუბლიკების უშიშროების კომიტეტები;

გ) სსრკ-ის თავდაცვის სამინისტროს განსაკუთრებული განყოფილებები და გენერალური შტაბის მთავარი სადაზვერვო სამმართველო;

დ) პირები, რომლებიც საიდუმლოდ თანამშრომლობდნენ ყოფილი სსრკ-ის სპეციალურ სამსახურებთან და არიან საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქეები, ან საქართველოში იმყოფებიან მუდმივი ან დროებითი ბინადრობის ნებართვის საფუძველზე, აგრეთვე მოქალაქეობის არმქონე პირები, რომლებიც ასრულებდნენ ყოფილი სსრკ-ის სპეციალური სამსახურების დავალებებს წერილობითი ან ზეპირი შეთანხმების საფუძველზე.

მუხლი 11. კომისიიდან ინფორმაციის მიღების აუცილებლობა

1. ამ კანონის მე-8 მუხლით განსაზღვრული თანამდებობის დაკავების პრეტენდენტის შესახებ ინფორმაციის მისაღებად თანამდებობის პირი ან ორგანო, რომელიც ახორციელებს ამ თანამდებობაზე დანიშვნას (არჩევას), ვალდებულია მიმართოს კომისიას და შეამოწმოს იმ პირ ის შესახებ მონაცემები, რომე ლიც შეიძლება დაინიშნოს (არჩეულ იქნეს) აღნიშნულ თანამდებობაზე. თუ კომისია მას აცნობებს, რომ პრეტენდენტი არის პირი, რომელზედა ვრცელდება ამ კანონით გათვალისწინებული თანამდებობრივი შეზღუდვა, თანამდებობის პირი ან ორგანო უარს ამბობს ამ პირის თანამდებობაზე დანიშვნაზე (არჩევაზე).

2. საარჩევნო ადმინისტრაცია ვალდებულია მიმართოს კომისიას და შეამოწმოს იმ პირის შესახებ მონაცემები, რომელიც საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსით“ დადგენილი წესით მიმართავს მას კანდიდატად რეგისტრაციის მოთხოვნით. თუ კომისია დაადგენს, რომ კანდიდატი არის პირი, რომელიც თანამშრომლობდა ყოფილი სსრკ-ის სპეციალურ სამსახურებთან და არის ამ კანონის მე-10 მუხლით განსაზღვრული სპეციალური სამსახურის საიდუმლო თანამშრომელი, კომისია საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ ამ პირის კანდიდატად რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდე და მხოლოდ კანდიდატის მიერ კანდიდატურის არმოხსნის შემთხვევაში აქვეყნებს კანდიდატის შესახებ არსებულ საიდუმლო მონაცემებს.

    მუხლი 12. ყოფილი სსრკ-ის სპეციალური სამსახურის საიდუმლო თანამშრომლის ნებაყოფლობითი აღიარება

1. პირი, რომელიც საიდუმლოდ თანამშრომლობდა ყოფილი სსრკ-ის სპეციალურ სამსახურთან, ვალდებულია ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში წერილობითი განცხადებით მიმართოს კომისიას და გადასცეს მას მის ხელთ არსებული ყველა ინფორმაცია და დოკუმენტი ამ სპეციალურ სამსახურში თავისი საქმიანობის, აგრეთვე სპეციალური სამსახურის საქმიანობის შესახებ.

2. წერილობით განცხადებაში მითითებული უნდა იყოს პირის ვინაობა, ყოფილი სსრკ-ის სპეციალურ სამსახურთან თანამშრომლობის ფორმა, ადგილი და პერიოდი, აგრეთვე სხვა მონაცემები, რომელთაც მოითხოვს კომისია.

3. თუ კომისია საჭიროდ მიიჩნევს, პირი ვალდებულია გამოცხადდეს კომისიის სხდომაზე და მისცეს მას ზეპირი განმარტება.

4. განცხადების შეტანის დროს პირი წერილობით იღებს გაფრთხილებას ამ კანონითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის თაობაზე, რომელიც მას დაეკისრება საკუთარი ან სხვათა საქმიანობის შესახებ არასწორი ინფორმაციის მიწოდებისათვის.

    მუხლი 13. პასუხისმგებლობა კანონის დარღვევისათვის

იმ პირის შესახებ მონაცემების გახმაურება, რომელიც საიდუმლოდ თანამშრომლობდა სპეც იალურ სამსახურთან და რომელმაც ამის თაობაზე ნებაყოფლობით განაცხადა, ისჯება საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობით დადგენილი წესით. სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა და ეკისრება ასევე პირს, რომელიც კომისიას განზრახ მიაწოდებს არასწორ ინფორმაციას.  

    მუხლი 131. სასამართლო დავა

ამ კანონით გათვალისწინებული წესების დარღვევის შემთხვევაში ნებისმიერ პირს აქვს სასამართლოში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე−25-ე მუხლებით დადგენილი წესით სარჩელის წარდგენის უფლება.

საქართველოს 2013 წლის  25  დეკემბრის კანონი №1867 - ვებგვერდი, 30.12.2013წ.

    მუხლი 14. გარდამავალი დებულებანი

1. ამ კანონის მე-9 მუხლით გათვალისწინებული პირები, რომელთაც უკავიათ ამ კანონის მე-8 მუხლით განსაზღვრული თანამდებობა, ვალდებული არიან გადადგნენ აღნიშნული თანამდებობიდან ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში.

 2. საქართველოს მთავრობამ ამ კანონის ამოქმედებიდან 2 თვის ვადაში საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს კანონპროექტები:

ა) „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“;

) „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“;

) „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“.

3. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა 2016 წლის 1 იანვრამდე განსაზღვროს ამ კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კომისიის შემადგენლობა (გარდა საქართველოს პარლამენტის ფრაქციების მიერ წარდგენილი წევრებისა) და საქმიანობის წესი.

საქართველოს 2015 წლის  8   ივლისის კანონი  №3964  - ვებგვერდი, 15.07.2015წ.

    უხლი 15. კანონის ამოქმედება

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტისა და მე-13 მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტი და მე-13 მუხლი ამოქმედდეს 2012 წლის 1 იანვრიდან.

 

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2011 წლის 31 მაისი.

№4717- I

16. 15/07/2020 - საქართველოს კანონი - 6941-რს - ვებგვერდი, 28/07/2020 15. 30/10/2019 - საქართველოს კანონი - 5239-Iს - ვებგვერდი, 30/10/2019 14. 02/04/2019 - საქართველოს კანონი - 4404-IIს - ვებგვერდი, 08/04/2019 13. 22/12/2018 - საქართველოს კანონი - 4088-რს - ვებგვერდი, 28/12/2018 12. 31/10/2018 - საქართველოს კანონი - 3595-Iს - ვებგვერდი, 21/11/2018 11. 27/06/2018 - საქართველოს კანონი - 2612-IIს - ვებგვერდი, 06/07/2018 10. 07/12/2017 - საქართველოს კანონი - 1684-რს - ვებგვერდი, 14/12/2017 9. 22/03/2017 - საქართველოს კანონი - 483-IIს - ვებგვერდი, 27/03/2017 8. 28/10/2015 - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება - 2/5/560 - ვებგვერდი, 17/11/2015 7. 08/07/2015 - საქართველოს კანონი - 3964-რს - ვებგვერდი, 15/07/2015 6. 04/03/2015 - საქართველოს კანონი - 3128-IIს - ვებგვერდი, 23/03/2015 5. 02/05/2014 - საქართველოს კანონი - 2365-IIს - ვებგვერდი, 16/05/2014 4. 25/12/2013 - საქართველოს კანონი - 1867-რს - ვებგვერდი, 30/12/2013 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 3. 20/11/2013 - საქართველოს კანონი - 1587-რს - ვებგვერდი, 03/12/2013 2. 06/09/2013 - საქართველოს კანონი - 1015-Iს - ვებგვერდი, 23/09/2013 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 1. 22/06/2012 - საქართველოს კანონი - 6550-Iს - ვებგვერდი, 29/06/2012