თავისუფლების ქარტია

თავისუფლების ქარტია
დოკუმენტის ნომერი 4717-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 31/05/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110622009, 22/06/2011
სარეგისტრაციო კოდი 010100000.05.001.016342
კონსოლიდირებული პუბლიკაციები

კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)

საქართველოს კანონი

თავისუფლების ქარტია

    მუხლი 1. კანონის მიზანი

ამ კანონის მიზანია, საერთაშორისო სტანდარტების, საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების გათვალისწინებით, სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის, ტერორიზმისა და ქვეყნის უშიშროების საფუძვლების ხელყოფის აღკვეთა, თანამედროვე მიდგომების გათვალისწინებით, საქართველოს კანონმდებლობის ნორმების ეფექტიანი ამოქმედება და ეროვნული უსაფრთხოების განმტკიცება, კომუნისტური ტოტალიტარული და ფაშისტური იდეოლოგიების საფუძვლების გაღვივების წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიებების განხორციელება, კომუნისტური ტოტალიტარული და ფაშისტური სიმბოლიკის, საკულტო ნაგებობების, ძეგლების, მონუმენტების, ბარელიეფების, წარწერების, ქუჩების, მოედნების, სოფლებისა და დაბების სახელწოდებების აღმოფხვრა, აგრეთვე კომუნისტური ტოტალიტარული და ფაშისტური იდეოლოგიების მატარებელი და პროპაგანდის სხვა საშუალებების აკრძალვა.

საქართველოს 2013 წლის  25  დეკემბრის კანონი №1867 - ვებგვერდი, 30.12.2013წ.

    მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

ამ კანონის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ოკუპირებული ტერიტორიები ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრული ტერიტორიები;

) სტრატეგიული ობიექტი ობიექტი , რომლის საქმიანობაც დაკავშირებულია სტრატეგიული პროდუქტის ( ნავთობ როდუქტის , ბუნებრივი აირის , ელექტროენერგიის , ძვირფასი ლითონის , პურპროდუქტის ) წარმოებასთან ;

) განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ობიექტი ობიექტი , რომლის საქმიანობაც სასიცოცხლოდაა დაკავშირებული მოსახლეობის ნორმალური ცხოვრების პირობებთან ;

) ყოფილი სსრკ - ის სპეც იალურ სამ ახურებთან თანამშრომლობა ნებისმიერი სახის საქმიანობა ( შტატიანი ან ნებაყოფლობითი ), რომელიც ხორციელდებოდა ყოფილი სსრკ-ის სპეც იალური სამსახურების მითითებით ან / და ზედამხედველობით .

ე) კომუნისტური ტოტალიტარული იდეოლოგია − ისეთი იდეოლოგია, რომელიც ხასიათდებოდა ადამიანის უფლებათა დარღვევით, მასობრივი ფიზიკური ტერორის სხვადასხვა ფორმით, ინდივიდუალური და მასობრივი მკვლელობებითა და განადგურებით, საკონცენტრაციო ბანაკებში სიკვდილით დასჯით, შიმშილობითა და დეპორტაციით, წამებითა და მონური შრომით, ეთნიკურ და რელიგიურ ნიადაგზე დევნით, სინდისის, აზრისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვით და სხვა;

ვ) კომუნისტური ტოტალიტარული სიმბოლიკა − ისეთი სიმბოლიკა, რომელიც დაკავშირებულია კომუნისტურ ტოტალიტარულ იდეოლოგიასთან და გამოხატავს კომუნისტურ ტოტალიტარულ რეჟიმს.

საქართველოს 2013 წლის  25  დეკემბრის კანონი №1867 - ვებგვერდი, 30.12.2013წ.

    მუხლი 3. კანონის მოქმედების სფერო

ამ კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე , ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის ნორმათა გათვალისწინებით .

     მუხლი 4. ტერორიზმის წინააღმდეგ სახელმწიფო ორგანოთა საქმიანობის კოორდინაცია

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უწყებრივ საგამოძიებო ქვემდებარეობაში არსებულ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXVIII თავით გათვალისწინებულ დანაშაულთა წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლის მიზნით:

ა) საქართველოს ფინანსთა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და თავდაცვის სამინისტროები, საქართველოს ეროვნული ბანკი თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს აწვდიან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXVIII თავით გათვალისწინებულ დანაშაულთა ნიშნების შემცველი ქმედებების შესახებ ინფორმაციას;

ბ) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს პერიოდულად წარუდგენს ტერორიზმის წინააღმდეგ სახელმწიფო ორგანოთა კოორდინირებული მუშაობის შედეგებს და ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის შესახებ ანგარიშს.

საქართველოს 2015 წლის  4 მარტის  კანონი №3128 - ვებგვერდი, 23.03.2015წ.
საქართველოს 2015 წლის  8   ივლისის კანონი  №3964  - ვებგვერდი, 15.07.2015წ.

    მუხლი 5. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის, სტრატეგიული და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ობიექტებისა და ტვირთების მონიტორინგი

ტერორისტული აქტების თავიდან აცილებისა და ტვირთების მონიტორინგის მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში:

ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ელექტრონული დაკვირვების (ვიდეოდაკვირვების) სისტემის ბაზაზე უზრუნველყოფენ ვიდეოდაკვირვების ერთიან სისტემაში სტრატეგიული და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ობიექტების ჩართვას, რომლებიც აღჭურვილი არიან ანალოგიური სისტემით;

ბ) ახორციელებენ აეროპორტების, საზღვაო პორტების, რკინიგზის ცენტრალური და საკვანძო სადგურების, მეტროპოლიტენის სადგურების, ხიდების, საზოგადოებრივი მასობრივი თავშეყრის ადგილების და სტრატეგიული და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ობიექტების სამეთვალყურეო ვიდეოკამერებით აღჭურვას;

გ) ვიდეოდაკვირვების ერთიან სისტემაში ჩართვის მიზნით ახორციელებენ სასაზღვრო გამტარი პუნქტების, ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარე ტერიტორიების სამეთვალყურეო ვიდეოკამერებით აღჭურვას;

დ) უზრუნველყოფენ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გავლით შემომავალი და გადაადგილებული ტვირთების მონიტორინგს, იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების უკანონოდ შემოტანის აღკვეთას და საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – შემოსავლების სამსახურთან ერთად ახორციელებენ საეჭვო ტვირთების გახსნას და დათვალიერებას/მონიტორინგს.

საქართველოს 2015 წლის  8   ივლისის კანონი  №3964  - ვებგვერდი, 15.07.2015წ.  

  მუხლი 6. ტერორიზმის დაფინანსების, უცხოეთიდან ფინანსური სახსრების ან სხვა ქონების მოწოდების გამოვლენა და აღკვეთა

  ტერორიზმის დაფინანსების და ფულის გათეთრების წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებები რეგულირდება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ საქართველოს კანონითა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით .

    მუხლი 7. კომისია

1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXVIII თავით გათვალისწინებულ დანაშაულთა პრევენციის მიზნით, ქვეყნის უსაფრთხოების და დემოკრატიული განვითარების უზრუნველსაყოფად, ყოფილი სსრკ-ის სპეციალური სამსახურების საიდუმლო თანამშრომლების, ამ კანონით დადგენილი თანამდებობის პირების რეგისტრაციის, ნებაყოფლობითი აღიარებისა და რეესტრის წარმოების, აგრეთვე კომუნისტური ტოტალიტარული და ფაშისტური იდეოლოგიების და პროპაგანდის აკრძალვის მიზნით და ამ კანონით განსაზღვრული სხვა მიზნებისათვის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში იქმნება კომისია. კომისიაში თითო წევრის წარდგენის უფლება აქვთ საქართველოს პარლამენტის ფრაქციებს. კომისიის შემადგენლობა (გარდა საქართველოს პარლამენტის ფრაქციების მიერ წარდგენილი წევრებისა) და საქმიანობის წესი განისაზღვრება დებულებით, რომელსაც შეიმუშავებს და ამტკიცებს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი.

2. კომისიის წევრებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უნდა გა ფორმ სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვებ ის პირველი ( განსაკუთრებული მნიშვნელობის ) ფორმ .

3. კომისია დადგენილი წესით აგროვებს მონაცემებს და აწარმოებს იმ პირთა რეესტრს, რომლებიც საიდუმლოდ თანამშრომლობდნენ ყოფილი სსრკ-ის სპეციალურ სამსახურებთან ან რომელთა შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიღებული მონაცემები ყოფილი სსრკ-ის სპეციალურ სამსახურებთან მათ ფარულ კავშირზე მიუთითებს. კომისია ასევე აგროვებს ინფორმაციას ადმინისტრაციული ორგანოების მიერ კომუნისტური ტოტალიტარული ან/და ფაშისტური სიმბოლიკის, აგრეთვე სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაზე გამოყენების თაობაზე, ასევე საკულტო ნაგებობების, ძეგლების, მონუმენტების, ბარელიეფების, წარწერების შესახებ, ქუჩების, მოედნების, სოფლებისა და დაბების სახელწოდებების, აგრეთვე მასობრივი თავშეყრის სხვა ადგილების თაობაზე, რომლებიც შეიცავს კომუნისტური ტოტალიტარული და ფაშისტური იდეოლოგიების და პროპაგანდის ელემენტებს თუ ამ იდეოლოგიების ლიდერთა სახელებს.

4. კომისია იღებს გადაწყვეტილებას რეესტრში იმ პირთა შესახებ მონაცემების შეტანის თაობაზე , რომლებიც საიდუმლოდ თანამშრომლობდნენ ან ფარულ კავშირი ჰქონდათ ყოფილი სსრკ-ის სპეციალურ სამსახურებთან .

5. კომისია უზრუნველყოფს იმ პირთა მიერ მოწოდებული ინფორმაციის საიდუმლოებას , რომლებიც საიდუმლოდ თანამშრომლობდნენ ან ფარულ კავშირი ჰქონდათ ყოფილი სსრკ-ის სპეციალურ სამსახურებთან , გარდა კანონით დადგენილი გამონაკლისებისა .

6. კომუნისტური ტოტალიტარული და ფაშისტური იდეოლოგიების მატარებელი სიმბოლიკის, ძეგლების, ბარელიეფების, წარწერების, სახელწოდებების აღმოფხვრის მიზნით კომისია მიმართავს უფლებამოსილ პირს. კომისიის მიმართვის შემთხვევაში უფლებამოსილი პირი ვალდებულია აღმოფხვრას კომუნისტური ტოტალიტარული ან/და ფაშისტური სიმბოლიკა. ამ პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილი პირის მიერ კომისიის მითითების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება იწვევს კანონით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.

7 . კომისია საჯაროდ აცხადებს მხოლოდ იმ პირთა ვინაობას და მათ შესახებ მონაცემებს , რომლებიც საიდუმლოდ თანამშრომლობდნენ ან ფარულ კავშირი ჰქონდათ ყოფილი სსრკ-ის სპეციალურ სამსახურებთან , უკავიათ ამ კანონი მე-8 მუხლით განსაზღვრული თანამდებობა და ნებაყოფლობით , კანონით დადგენილ ვადაში არ განაცხადებენ უარს ამ თანამდებობაზე .

8 . კომისია ამ მუხლის მე - 7 პუნქტით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებ იღებს დახურულ სხდომაზე . ამ სხდომაზე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით მოწვეული უნდა იყოს პირი , რომლის შესახებაც მიიღება გადაწყვეტილება . კომისიის გადაწყვეტილება ძალაში შედის მიღებიდან 1 თვის ვადაში . პირი , რომლ შესახებაც იქნა მიღებული ეს გადაწყვეტილება , უფლებამოსილია გაასაჩივროს იგი სასამართლოში . სასამართლოს მიერ სარჩელის წარმოებაში მიღება აჩერებს კომისიის გადაწყვეტილების მოქმედებას .

საქართველოს 2013 წლის  25  დეკემბრის კანონი №1867 - ვებგვერდი, 30.12.2013წ.
საქართველოს 2015 წლის  8   ივლისის კანონი  №3964  - ვებგვერდი, 15.07.2015წ.

    მუხლი 8. თანამდებობრივი შეზღუდვები

ამ კანონით გათვალისწინებული თანამდებობრივი შეზღუდვები შეეხება შემდეგ თანამდებობებს და პირებს :

ა) საქართველოს მთავრობის წევრებს, მინისტრების მოადგილეებსა და სამინისტროების სისტემაში არსებული დეპარტამენტების თავმჯდომარეებს, ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრებს, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს წევრებს, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობების წევრებს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალურ აუდიტორსა და მის მოადგილეებს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ეროვნული არქივის გენერალურ დირექტორსა და მის მოადგილეებს, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსსა და მის მოადგილეებს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსსა და მის მოადგილეებს, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსს, მის მოადგილეებსა და დეპარტამენტების უფროსებს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩებს, დესპანებს, კონსულებს, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტსა და ვიცე-პრეზიდენტებს, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში − სახელმწიფო რწმუნებულებს − გუბერნატორებს, ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების წევრებს, საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატის) აღმასრულებელ დირექტორსა და მის მოადგილეებს;

ბ) საქართველოს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემის ოპერატიული ან/და ოპერატიულ-ტექნიკური დანაყოფების მოსამსახურეებს;

) საქართველოს საკონსტიტუციო და საერთო სასამართლოების მოსამართლეებს ;

) საქართველოს სახელმწიფო უმაღლესი სა განმანათლებლო დაწესებულებების რექტორებს , პრორექტორებს , დეკანებს და კათედრ ებ ის გამგეებს ; საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორს , მის მოადგილეებს და სამეურვეო საბჭოს წევრებს .

საქართველოს 2012 წლის 2 2 ივნისის კანონი №6550 - ვებგვერდი, 29.06.2012წ.

საქართველოს 2013 წლის  6  სექტემბრის   კანონი  №1015 – ვებგვერდი, 23.09.2013წ.
საქართველოს 2013 წლის 20 ნოემბრის კანონი №1 58 7 - ვებგვერდი, 03 .1 2 .2013წ.
საქართველოს 2014 წლის 2 მაისის კანონი №2365 – ვებგვერდი, 16.05.2014წ.
საქართველოს 2015 წლის  4 მარტის  კანონი №3128 - ვებგვერდი, 23.03.2015წ.
საქართველოს 2015 წლის  8   ივლისის კანონი  №3964  - ვებგვერდი, 15.07.2015წ.
საქართველოს 2017 წლის 22   მარტის კანონი  №483  - ვებგვერდი, 27.03.2017წ.

     მუხლი 9. თანამდებობრივი შეზღუდვის გავრცელების დრო და პირები, რომლებზედაც ვრცელდება ეს შეზღუდვა

1. ამ კანონის მე -8 მუხლით განსაზღვრულ თანამდებობებზე არ შეიძლება დანიშნულ ან არჩეულ იქნენ პირები , რომლებიც 1921 წლის 25 თებერვლიდან 1991 წლის 9 აპრილამდე იყვნენ :

ა) ყოფილი სსრკ - სპეციალური სამსახურების საიდუმლო თანამშრომლები და საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დღიდან (1991 წლის 9 აპრილი დან ):

ა.ა) უარი განაცხადეს დამოუკიდებელი საქართველოს სპეციალურ სამსახურებთან საიდუმლო თანამშრომლობაზე ;

ა.ბ) სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე , გარიცხულ იქნენ საიდუმლო თანამშრომელთა აპარატიდან ;

ა.გ) დაუდგენელი მიზეზების გამო გაწყვიტეს კავშირი დამოუკიდებელი საქართველოს სპეც იალურ სამსახურებთან ;

ბ) ყოფილი სსრკ - სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ოფიცრები , რომლებმაც საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დღიდან (1991 წლის 9 აპრილი დან ) უარი განაცხადეს დამოუკიდებელი საქართველოს სპეციალურ სამსახურებში მუშაობის გაგრძელებაზე ან რომელთაც , სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე , უარი ეთქვათ დამოუკიდებელი საქართველოს სპეციალურ სამსახურებში მუშაობის გაგრძელებაზე ;

) ყოფილი სსრკ - და საქართველოს სსრ -ის კომუნისტური პარტიის ცენტრალური ომიტეტ ებ ის წევრები , რაიონული და საქალაქო კომიტეტ ებ ის მდივნები ;

) ყოფილი სსრკ -ის და საქართველოს სსრ -ის ახალგაზრდული ლენინური კომუნისტური კავშირის ცენტრალური კომიტეტ ებ ის ბიურო ები წევრები („გ“ და „დ“ ქვეპუნქტები  ძალადაკარგულია) - 

 

საქართველოს   საკონსტიტუციო   სასამართლოს  2015  წლის  28  ოქტომბრის   გადაწყვეტილება  №2/5/560 –  ვებგვერდი , 17.11.2015წ.

ე) საქართველოს ტელერადიომაუწყებლობის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე .

 2. ამ კანონის მე -8 მუხლით განსაზღვრულ თანამდებობებზე ასევე არ შეიძლება დაინიშნონ (არჩეულ იქნენ) პირები , რომელთა შესახებაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით , 1991 წლის 9 აპრილიდან მიღებული მონაცემები მიუთითებს მათ ფარულ კავშირზე უცხო ქვეყნების სპეციალურ სამსახურებთან .

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015  წლის 28  ოქტომბრის გადაწყვეტილება №2/5/560 – ვებგვერდი , 17.11.2015წ.

    მუხლი 10. ყოფილი სსრკ-ის სპეციალური სამსახურები და მათი თანამშრომლები

ყოფილი სსრკ - სპეციალურ სამსახურებს და მათ თანამშრომლებს მიეკუთვნებიან :

) სსრკ - შინაგან საქმეთა სამინისტრო ; საქართველოს სსრ -ის შინაგან საქმეთა სამინისტრო და ავტონომიური რესპუბლიკების შინაგან საქმეთა სამინისტროები ;

) სსრკ - სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი და მასში შემავალი სასაზღვრო ჯარების სადაზვერვო დანაყოფები ; საქართველოს სსრ -ის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი და ავტონომიური რესპუბლიკების უშიშროების კომიტეტები ;

) სსრკ - თავდაცვის სამინისტროს განსაკუთრებული განყოფილებები და გენერალური შტაბის მთავარი სადაზვერვო სამმართველო ;

) პირები , რომლებიც საიდუმლოდ თანამშრომლობდნენ ყოფილი სსრკ - სპეციალურ სამსახურებთან და არიან საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქეები , ან საქართველოში იმყოფებიან მუდმივი ან დროებითი ბინადრობის ნებართვის საფუძველზე , აგრეთვე მოქალაქეობის არმქონე პირები , რომლებიც ასრულებდნენ ყოფილი სსრკ - სპეციალური სამსახურების დავალებებს წერილობითი ან ზეპირი შეთანხმების საფუძველზე .

მუხლი 11. კომისიიდან ინფორმაციის მიღების აუცილებლობა

1. ამ კანონის მე -8 მუხლით განსაზღვრული თანამდებობის დაკავების პრეტენდენტის შესახებ ინფორმაციის მისაღებად თანამდებობის პირი ან ორგანო , რომელიც ახორციელებს ამ თანამდებობ ზე დანიშვნას (არჩევას) , ვალდებულია მიმართოს კომისიას და შეამოწმოს იმ პირ ის შესახებ მონაცემები , რომ ლიც შეიძლება დაინიშნო ს (არჩეულ იქნეს) აღნიშნულ თანამდებობ ზე . თუ კომისია მას აცნობებს , რომ პრეტენდენტი არის პირი , რომელზე და ვრცელდება ამ კანონით გათვალისწინებული თანამდებობრივი შეზღუდვა , თანამდებობის პირი ან ორგანო უარს ამბობს ამ პირის თანამდებობაზე დანიშვნაზე (არჩევაზე) .

2. საარჩევნო ადმინისტრაცია ვალდებულია მიმართოს კომისიას და შეამოწმოს იმ პირ ის შესახებ მონაცემები , რომ ლიც საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსით დადგენილი წესით მიმართავ მას კანდიდატად რეგისტრაციის მოთხოვნით . თუ კომისია დაადგენს , რომ კანდიდატი არის პირი , რომელიც თანამშრომლობდა ყოფილი სსრკ - ის სპეც იალურ სამსახურებთან და არის ამ კანონის მე -10 მუხლით განსაზღვრულ სპეციალური სამსახურის საიდუმლო თანამშრომელ , კომისია საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ ამ პირის კანდიდატ ად რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდ და მხოლოდ კანდიდატის მიერ კანდიდატურის არმოხსნის შემთხვევაში აქვეყნებს კანდიდატ ის შესახებ არსებულ საიდუმლო მონაცემებს .

    მუხლი 12. ყოფილი სსრკ-ის სპეციალური სამსახურის საიდუმლო თანამშრომლის ნებაყოფლობითი აღიარება

1. პირი, რომ ლიც საიდუმლოდ თანამშრომლობდ ყოფილი სსრკ-ის სპეციალურ სამსახურთან , ვალდებულია ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში წერილობითი განცხადებით მიმართო კომისიას და გადასცე მას მის ხელთ არსებული ყველა ინფორმაცია და დოკუმენტი ამ სპეციალურ სამსახურში თავისი საქმიანობის, აგრეთვე სპეციალური სამსახურის საქმიანობის შესახებ.

2. წერილობით განცხადებაში მითითებული უნდა იყოს პირის ვინაობა, ყოფილი სსრკ-ის სპეციალურ სამსახურთან თანამშრომლობის ფორმა, ადგილი და პერიოდი, აგრეთვე სხვა მონაცემები, რომელ აც მოითხოვს კომისია.

3. თუ კომისია საჭიროდ მიიჩნევს , პირი ვალდებულია გამოცხადდეს კომისიის სხდომაზე და მისცეს მას ზეპირი განმარტება.

4. განცხადების შეტანის დროს პირი წერილობით იღებს გაფრთხილებას ამ კანონით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის თაობაზე , რომელიც მას დაეკისრება საკუთარი ან სხვათა საქმიანობის შესახებ არასწორი ინფორმაციის მიწოდებისათვის.

    მუხლი 13. პასუხისმგებლობა კანონის დარღვევისათვის

იმ პირის შესახებ მონაცემების გახმაურება , რომელიც საიდუმლოდ თანამშრომლობდა სპეც იალურ სამსახურთან და რომელმაც ამის თაობაზე ნებაყოფლობით განაცხადა , ისჯება საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობით დადგენილი წესით . სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა და ეკისრება ასევე პირს , რომელიც კომისიას განზრახ მიაწოდებს არასწორ ინფორმაციას .   

    მუხლი 131. სასამართლო დავა

ამ კანონით გათვალისწინებული წესების დარღვევის შემთხვევაში ნებისმიერ პირს აქვს სასამართლოში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე−25-ე მუხლებით დადგენილი წესით სარჩელის წარდგენის უფლება.

საქართველოს 2013 წლის  25  დეკემბრის კანონი №1867 - ვებგვერდი, 30.12.2013წ.

    მუხლი 14. გარდამავალი დებულებანი

1. ამ კანონის მე-9 მუხლით გათვალისწინებული პირები, რომელთაც უკავიათ ამ კანონი ს მე-8 მუხლით განსაზღვრული თანამდებობა , ვალ ბული არიან გადადგ ნ აღნიშნული თანამდებობიდან ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში .

 2. საქართველოს მთავრობამ ამ კანონის ამოქმედებიდან 2 თვის ვადაში საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს კანონპროექტები:

ა) სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ;

) „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ “;

) საქართველოს ორგანულ კანონში საქართველოს საარჩევნო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ .

3. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა 2016 წლის 1 იანვრამდე განსაზღვროს ამ კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კომისიის შემადგენლობა (გარდა საქართველოს პარლამენტის ფრაქციების მიერ წარდგენილი წევრებისა) და საქმიანობის წესი.

საქართველოს 2015 წლის  8   ივლისის კანონი  №3964  - ვებგვერდი, 15.07.2015წ.

    უხლი 15. კანონის ამოქმედება

1. ეს კანონი , გარდა ამ კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტისა და მე-13 მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე .

2. ამ კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტი და მე-13 მუხლი ამოქმედდეს 2012 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2011 წლის 31 მაისი.

№4717- I

totop
ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.