ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე საქართველოს „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით“ გათვალისწინებული საჯარიმო სანქციების გამოყენების შესახებ

  • Word
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე საქართველოს „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით“ გათვალისწინებული საჯარიმო სანქციების გამოყენების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 30
დოკუმენტის მიმღები ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 17/06/2011
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110620010, 23/06/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 29/08/2019
სარეგისტრაციო კოდი 020080160.35.151.016049
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
30
17/06/2011
ვებგვერდი, 110620010, 23/06/2011
020080160.35.151.016049
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე საქართველოს „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით“ გათვალისწინებული საჯარიმო სანქციების გამოყენების შესახებ
ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

პირველადი სახე (23/06/2011 - 22/07/2011)

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულო

დადგენილება 30

2011 წლის 17 ივნისი

აბა სტეფანწმინდა

 

 
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციების გამოყენების შესახებ

 

 საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 239-ე მუხლის მე-14 და 27-ე      პუნქტების შესაბამისად, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულო  ა დ გ ე ნ ს:

მუხლი 1. ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე გამოყენებულ იქნეს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 513, 533, 55-, 552, 553, 601 მუხლების  პირველი ნაწილი, 1191 მუხლი, 1271 მუხლის მე-5 ნაწილი, 145-ე, 1461, 148-ე, 150-ე, 1501, 151-ე,152-ე, 1534, 159-ე და 1591 მუხლები.

მუხლი 2. დამტკიცდეს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა (დანართი №1).

მუხლი 3. დამტკიცდეს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შევსებისა და გამოყენების წესი (დანართი №2).

მუხლი 4. დამტკიცდეს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის აღრიცხვის ჟურნალის ფორმა (დანართი №3).

მუხლი 5. დამტკიცდეს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის დაბრუნებული, გაუქმებული ან გამოსაყენებლად უვარგისი ოქმის ჩამოწერის აქტის ფორმა (დანართი №4).

მუხლი 6. დამტკიცდეს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი (დანართი №5).

მუხლი 7. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის აღრიცხვის ჟურნალის წარმოება დაევალოს საკრებულოს თავმჯდომრის მიერ ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ უფლაბამოსილ პირს.

მუხლი 8. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 513, 533, 55-ე, 552, 553 მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე ოქმის შევსებისა და გამოყენების უფლება მიენიჭოს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურს.

მუხლი  9. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე, 501, 152-ე, 159-ე და 1591  მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე ოქმის შევსებისა და გამოყენების უფლება მიენიჭოს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის სივრცით მოწყობის, არქიტექტურისა და სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამსახურს.

მუხლი 10. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის,1191  მუხლით, 1271 მუხლის მე-5 ნაწილით, 145-ე, 1461, 148-ე, 151-ე, 1534  მუხლები . 1191, 135-ე, 1351, 1461 მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე ოქმის შევსებისა და გამოყენების უფლება მიენიჭოს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურს.

მუხლი 11. კონტროლი აღნიშნული დადგენილების შესრულებაზე დაევალოს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ეკონომიკური განვითარების,  სივრცით- ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიას.

   მუხლი 12. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

  საკრებულოს თავმდომარე  გ.მალანია

დანართი №1

                                                                                                                                                           

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი

                           3. -------------------------------------------------- 2. -----------------------------

                              შედგენის თარიღი (რიცხვი, თვე, წელი)                  შედგენის ადგილი

                          3. ----------------------------------------------------------------------------------

                                             ოქმის შემდგენლის თანამდებობა, სახელი, გვარი

4. დამრღვევის: ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის № ----------------- ბ) სახელი-----------

გ) გვარი ---------------- დ) დაბადების თარიღი --------------------- ე) სამუშაო ადგილი -------------------

ვ) პირადი №----------------------- ზ) მისამართი ----------------------------------------------------------

5. სამართალდარღვევის ადგილი, დრო და არსი: -----------------------------------------------------------

6. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის: მუხლი ------- ნაწილი --------- ქვეპუნქტი----

7. მოწმის სახელი, გვარი და მისამართი -----------------------------------------------------------------

8. დაზარალებულის სახელი, გვარი და მისამართი ----------------------------------------------------

9. ოქმს თან ერთვის ---------------------------------------------------------------------------------------

მოწმე: ---------------------------------------- დაზარალებული: -------------------------------

                          ხელმოწერა                                                                       ხელმოწერა

 

ოქმის შემდგენელი: ----------------  სამართალდამრღვევი: -------------------------------

                                      ხელმოწერა                                        ხელმოწერა ან ხელმოწერაზე უარის აღნიშვნა

       

ოქმის შედგენისას დამრღვევს განემარტა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობები:

ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს უფლება აქვს გაეცნოს საქმის მასალებს, მისცეს ახსნა-განმარტებანი, წარადგინოს მტკიცებულებანი, განაცხადოს შუამდგომლობანი, საქმის განხილვისას ისარგებლოს ადვოკატის იურიდიული დახმარებით, გამოვიდეს დედაენაზე; თუ არ იცის მიმდინარე წარმოების ენა, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით, გაასაჩივროს საქმის გამო მიღებული დადგენილება.

                                                                                                                               დანართი№2

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის შევსებისა და გამოყენების წესი

მუხლი 1. ეს წესი განსაზღვრავს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმას და შევსების წესის სამართლებრივ მექანიზმებს.

მუხლი 2. ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმი (დანართი №1) შევსებული სახით გადაეცემა სამართალდამრღვევს ოქმის ხელმოწერისთანავე, ხოლო მისი მეორე ეგზემპლარი რჩება ოქმის შემდგენელს.

მუხლი 3. ადმინისტრაციულ  სამართალდარღვევათა ოქმის ფორმა (დანართი №1) ივსება ადგილობრივი   თვითმმართველობის წარმომადგენლის მიერ ლურჯი ან შავი ბურთულიანი საწერი კალმით.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმში აღინიშნება:

ა) შედგენის თარიღი და ადგილი;

ბ) შემდგენის თანამდებობა, სახელი, მამის სახელი და გვარი;

გ) სამართალდამრღვევის პირადი ნომერი;

დ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი;

 ე)ნორმატიული აქტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ სამართალდარღვევისათვის;

ვ) მოწმეთა და დაზარალებულთა გვარები და მისამართები, თუ ისინი არიან;

ზ) შემდგენისა და სამართალდამრღვევის ხელმოწერები.

   მუხლი 4. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალი

1. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმების მიღებაზე და შემდგომ მის განაწილებაზე პასუხისმგებელი პირები, თავის მხრივ, ვალდებულნი არიან სანებართვო მოწმობის ფორმების გაცემა აღრიცხონ ზონარგაყრილ, ბეჭედდარტყმულ, დანომრილ და სათანადოდ უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერით დადასტურებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალში.

2. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი მისი შედგენიდან არა უგვიანეს მეორე სამუშაო დღისა უნდა წარედგინოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმების მიღებაზე და შემდგომ მის განაწილებაზე პასუხისმგებელ პირს, რომელსაც დაუყოვნებლივ შეაქვს მონაცემები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალში.

3. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის წარდგენის ვადა ემთხვევა არასამუშაო დღეს, მისი წარდგენა უნდა მოხდეს მომდევნო სამუშაო დღეს.

  მუხლი 5. გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ჩამოწერა

1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმი გამოსაყენებლად უვარგისად ჩაითვლება:

   ა) შევსების დროს დაშვებული შეცდომების გამო;

   ბ) ფორმების ფიზიკური დაზიანების გამო.

2. გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი ჩამოიწერება ჩამოწერის აქტის შესაბამისად.

3. გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის უტილიზაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

დანართი № 3

 

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის აღრიცხვის ჟურნალი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გაცემის

თარიღი

ადმინისრ.

სამართალ-დარღ.ოქმის №

გვარი

სახელი

თანამდებობა

ხელმოწერა

გვარი

სახელი

თანამდებობა

ხელმოწერა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი№4

დაბრუნებული, გაუქმებული ან გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ჩამოწერის აქტი №

 დაბა სტეფანწმინდა                                                                                ____ ________________ 201_ წელი

 

 

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის №

რაოდენობა

თარიღი

ჩამოწერის საფუძველი

შენიშვნა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

აქტის მიხედვით წარმოდგენილი გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ჩამოწერას ვადასტურებთ ხელმოწერით:

 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემდგენელი პირი  -----------------------

 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გაცემაზე

პასუხისმგებელი პირი                                                                                   --------------------------

                                          

        დანართი №5

 

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის წარმოების და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. ეს წესი განსაზღვრავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის წარმოების და აღრიცხვა-ანგარიშგების წესს.

2. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის წარმოება და აღრიცხვა-ანგარიშგება ხორციელდება „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის საფუძველზე.

მუხლი 2. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის დამზადება და დამცავი ნიშნები

1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი მზადდება ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს (შემდგომში – სამართალსუბიექტი) შეკვეთის საფუძველზე, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად.

2. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების მომარაგებას სამართალსუბიექტი ახორციელებს დამოუკიდებლად.

3. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ბოლო გვერდის უკანა კუთხეში დაიტანება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის დამამზადებელი პოლიგრაფიული საწარმოს, დამკვეთის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელწოდება ინიციალებით, რეგისტრაციის ნომერი და სანებართვო მოწმობის ფორმის ინდივიდუალური ნომერი (არანაკლებ 6 ციფრი).

4. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის დამცავ ნიშნად გამოყენებულ იქნეს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გერბი და დროშა მკრთალ ფერში, გამოსახული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ბლანკის მთლიან ფონზე.

5. დამზადებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ბლანკების პოლიგრაფიული საწარმოდან გამოტანის უფლება აქვს პირს, რომელსაც გააჩნია სამართალსუბიექტის მიერ გაცემული სათანადო მინდობილობა.

მუხლი 3. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შეუვსებელი ფორმების შენახვა

1. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შეუვსებელი ფორმების შენახვა ხორციელდება „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად.

2. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შეუვსებელი ფორმები უნდა ინახებოდეს ცეცხლგამძლე სეიფში, ამასთანავე, უნდა იყოს ხელშეუხებელი გარეშე პირთათვის და დაცული დაზიანებისაგან.

3. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შეუვსებელი ფორმები ინახება ამ ფორმების გამოყენებასა და აღრიცხვა-ანგარიშგებაზე სამართალსუბიექტის მიერ განსაზღრულ პასუხისმგებელ პირთან.