დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციების გამოყენების შესახებ" ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 17 ივნისის №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 39 |
| დოკუმენტის მიმღები | ყაზბეგის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 22/07/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110725028, 29/07/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 29/08/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 020080160.35.151.016058 |
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №39
2011 წლის 22 ივლისი
დ. სტეფანწმინდა
,,ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციების გამოყენების შესახებ “ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 17 ივნისის №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1
,,ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციების გამოყენების შესახებ “ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 17 ივნისის №30 დადგენილებაში(სსმ, 23.06.2011 წ.) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:
1. დამტკიცდეს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა დანართი №1-ის შესაბამისად.
2. დადგენილებით დამტკიცებული №2 დანართის (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის შევსებისა და გამოყენების წესი) მე-3 მუხლის „გ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
.„სამართალდამრღვევის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი, სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, სამუშაო ადგილი“.
3. დადგენილებით დამტკიცებული №3 დანართის (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის აღრიცხვის ჟურნალი) მე-4 (გვარი) და მე-5 (სახელი) გრაფები გაერთიანდეს და მე-4 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „სამართალდამრღვევის სახელი, გვარი“.
4. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №5 (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის დამზადება და დამცავი ნიშნები)-ის მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:„ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი მზადდება ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის შეკვეთის საფუძველზე „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ „საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად.
5. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №5 (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის დამზადება და დამცავი ნიშნები)-ის მე-3 მუხლი ამოღებულია.
6. დადგენილების მე–10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის, 1191მუხლით, 1271 მუხლის მე-5 ნაწილით, 145-ე, 1461, 148-ე, 151-ე, 1534 მუხლები.1191,1461მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე ოქმის შევსებისა და გამოყენების უფლება მიენიჭოს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურს.“.
7. მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,კონტროლი აღნიშნული დადგენილების შესრულებაზე დაევალოს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვის, ბუნებრივი რესურსებისა და ეკონომიკური საკითხების კომისიას“.
მუხლი 2
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე გ. მალანია

დანართი №1
|
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი № 1.-------------------------------------------------- 2. ----------------------------- შედგენის თარიღი (რიცხვი, თვე, წელი) შედგენის ადგილი 3. --------------------------------------------------------------------------------- ოქმის შემდგენლის თანამდებობა, სახელი, გვარი 4. დამრღვევის: ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის № ----------------- ბ) სახელი გ) გვარი ---------------- დ) დაბადების თარიღი --------------------- ე) სამუშაო ადგილი ----------- ვ) პირადი №----------------------- ზ) მისამართი -------------------------------------------------------- 5. სამართალდარღვევის ადგილი, დრო და არსი: ----------------------------------------------------- 6. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის: მუხლი ------- ნაწილი --------- ქვეპუნქტი------- 7. მოწმის სახელი, გვარი და მისამართი ----------------------------------------------------------------- 8. დაზარალებულის სახელი, გვარი და მისამართი --------------------------------------------------- 9. ოქმს თან ერთვის --------------------------------------------------------------------------------------- მოწმე: ---------------------------------------- დაზარალებული: ------------------------------- ხელმოწერა ხელმოწერა ოქმის შემდგენელი: ---------------- სამართალდამრღვევი: ------------------------------- ხელმოწერა ხელმოწერა ან ხელმოწერაზე უარის აღნიშვნა
|
ოქმის შედგენისას დამრღვევს განემარტა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობები:ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს უფლება აქვს გაეცნოს საქმის მასალებს, მისცეს ახსნა-განმარტებანი, წარადგინოს მტკიცებულებანი, განაცხადოს შუამდგომლობანი, საქმის განხილვისას ისარგებლოს ადვოკატის იურიდიული დახმარებით, გამოვიდეს მშობლიურ ენაზე, თუ არ იცის მიმდინარე წარმოების ენა, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით, გაასაჩივროს საქმის გამო მიღებული დადგენილება.
დანართი №2
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის შევსებისა და გამოყენების წესი
მუხლი 1
ეს წესი განსაზღვრავს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმას და შევსების წესის სამართლებრივ მექანიზმებს.
მუხლი 2
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი (დანართი №1) შევსებული სახით გადაეცემა სამართალდამრღვევს ოქმის ხელმოწერისთანავე, ხოლო მისი მეორე ეგზემპლარი რჩება ოქმის შემდგენელს.
მუხლი 3.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმა (დანართი №1) ივსება ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლის მიერ ლურჯი ან შავი ბურთულიანი საწერი კალმით.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმში აღინიშნება:
ა) შედგენის თარიღი და ადგილი;
ბ) შემდგენის თანამდებობა, სახელი, მამის სახელი და გვარი;
გ)სამართალდამრღვევის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი,სახელი,გვარი,დაბადების თარიღი,სამუშაო ადგილი;
დ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი;
ე)ნორმატიული აქტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ სამართალდარღვევისათვის;
ვ) მოწმეთა და დაზარალებულთა გვარები და მისამართები, თუ ისინი არიან;
ზ) შემდგენისა და სამართალდამრღვევის ხელმოწერები.
მუხლი 4. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალი
1. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმების მიღებაზე და შემდგომ მის განაწილებაზე პასუხისმგებელი პირები თავის მხრივ ვალდებულნი არიან სანებართვო მოწმობის ფორმების გაცემა აღრიცხონ ზონარგაყრილ, ბეჭედდარტყმულ, დანომრილ და სათანადოდ უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერით დადასტურებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალში.
2. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი მისი შედგენიდან არა უგვიანეს მეორე სამუშაო დღისა უნდა წარედგინოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმების მიღებაზე და შემდგომ მის განაწილებაზე პასუხისმგებელ პირს, რომელსაც დაუყოვნებლივ შეაქვს მონაცემები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალში.
3. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის წარდგენის ვადა ემთხვევა არასამუშაო დღეს, მისი წარდგენა უნდა მოხდეს მომდევნო სამუშაო დღეს.
მუხლი 5. გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ჩამოწერა
1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმი გამოსაყენებლად უვარგისად ჩაითვლება:
ა) შევსების დროს დაშვებული შეცდომების გამო;
ბ) ფორმების ფიზიკური დაზიანების გამო.
2. გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი ჩამოიწერება ჩამოწერის აქტის შესაბამისად.
3. გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის უტილიზაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
დანართი №3
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის აღრიცხვის ჟურნალი
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| № | გაცემის თარიღი | ადმინის რ. სამარ- თალ დარღ. ოქმის N | სამართალ დამრღვე ვის სახელი, გვარი | თანამ- დებობა | ხელმო- წერა | გვარი | სახელი | თანამდე- ბობა | ხელ- მოწერა
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
დანართი №5
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის წარმოების და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. ეს წესი განსაზღვრავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის წარმოების და აღრიცხვა-ანგარიშგების წესს.
2. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის წარმოება და აღრიცხვა-ანგარიშგება ხორციელდება „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის საფუძველზე.
მუხლი 2. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის დამზადება და დამცავი ნიშნები
1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი მზადდება ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის (შემდგომში – სამართალსუბიექტი) შეკვეთის საფუძველზე, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად.
2. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების მომარაგებას სამართალსუბიექტი ახორციელებს დამოუკიდებლად.
3. ამოღებულია.
4. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის დამცავ ნიშნად გამოყენებულ იქნეს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გერბი და დროშა მკრთალ ფერში, გამოსახული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ბლანკის მთლიან ფონზე.
5. დამზადებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ბლანკების პოლიგრაფიული საწარმოდან გამოტანის უფლება აქვს პირს, რომელსაც გააჩნია სამართალსუბიექტის მიერ გაცემული სათანადო მინდობილობა.
მუხლი 3. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შეუვსებელი ფორმების შენახვა
1. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შეუვსებელი ფორმების შენახვა ხორციელდება „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად.
2. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შეუვსებელი ფორმები უნდა ინახებოდეს ცეცხლგამძლე სეიფში, ამასთანავე, უნდა იყოს ხელშეუხებელი გარეშე პირთათვის და დაცული დაზიანებისაგან.
3. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შეუვსებელი ფორმები ინახება ამ ფორმების გამოყენებასა და აღრიცხვა-ანგარიშგებაზე სამართალსუბიექტის მიერ განსაზღვრულ პასუხისმგებელ პირთან.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები