დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| "მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების დეკადურად გამოანგარიშებისა და გადახდის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 1998 წლის 27 ნოემბრის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 18 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო |
| მიღების თარიღი | 23/12/1998 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 1(8), 20/01/1999 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 20/06/2000 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000090.01(3).003.000444 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (20/01/1999 - 09/06/2000)
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 090.010.003.441
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს თავმჯდომარის
დადგენილება №18
1998 წლის 23 დეკემბერი
ქ. თბილისი
"მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების დეკადურად გამოანგარიშებისა და გადახდის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 1998 წლის 27 ნოემბრის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
უცხოურ ვალუტაში ნაშთების უცვლელობის პირობებში ეროვნულ ვალუტაში დეპოზიტების ზრდა, რაც განპირობებულია 1998 წლის დეკემბერში უცხოური ვალუტის მიმართ ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის მკვეთრი შემცირებით, კომერციულ ბანკებს ეროვნულ ბანკში სავალდებულო რეზერვების ანგარიშზე სახსრების დარეზერვებასთან დაკავშირებით უქმნის ლიკვიდურობის პრობლემას.
აღნიშნულის თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო ადგენს:
1. საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 1998 წლის 27 ნოემბრის №15 დადგენილების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: "ბანკების მიერ მინიმალური სარეზერსო მოთხოვნების დეკადურად გამოანგარიშება და გადახდა დაიწყოს 1999 წლის 1 იანვრიდან გასული თვის მესამე დეკადის ბალანსის საფუძველზე, მას შემდეგ, რაც კომერციული ბანკები მიიღებენ ეროვნულ ბანკში 815 ანგარიშზე დეპონირებულ თანხაზე დარიცხული პროცენტის თანხას.".
2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ი. მანაგაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები