„კომერციული ბანკების მიერ სავალდებულო რეზერვების ანგარიშზე განთავსებული თანხის სახაზინო ვალდებულებების შესაძენად გამოყენების გაუქმებასთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 1998 წლის 27 ნოემბრის №15 დადგენილებით დამტკიცებულ „მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების დეკადურად გამოანგარიშების და გადახდის წესში“ ცვლილებების შეტანის თაობაზე”

დოკუმენტის ნომერი 35
დოკუმენტის მიმღები ეროვნული ბანკის გამგეობა
მიღების თარიღი 09/06/2000
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი
ძალის დაკარგვის თარიღი 16/01/2001
სარეგისტრაციო კოდი 090.009.004.279
35
09/06/2000
090.009.004.279
„კომერციული ბანკების მიერ სავალდებულო რეზერვების ანგარიშზე განთავსებული თანხის სახაზინო ვალდებულებების შესაძენად გამოყენების გაუქმებასთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 1998 წლის 27 ნოემბრის №15 დადგენილებით დამტკიცებულ „მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების დეკადურად გამოანგარიშების და გადახდის წესში“ ცვლილებების შეტანის თაობაზე”
ეროვნული ბანკის გამგეობა

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი             090.009.004.279

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს

დადგენილება №35

2000 წლის 9 ივნისი

ქ. თბილისი

კომერციული ბანკების მიერ სავალდებულო რეზერვების ანგარიშზე განთავსებული თანხის სახაზინო ვალდებულებების შესაძენად გამოყენების გაუქმებასთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 1998 წლის 27 ნოემბრის №15 დადგენილებით დამტკიცებულ „მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების დეკადურად გამოანგარიშების და გადახდის წესში“ ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ეროვნული ბანკის ორგანული კანონის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესასრულებლად, ამავე კანონის 73-ე მუხლის შესაბამისად, ფასიანი ქაღალდების ყიდვა-გაყიდვის კონკურენტული გარემოს ჩამოსაყალიბებლად, რაც ხელს შეუწყობს პირველადი და მეორადი ბაზრების განვითარებას, აგრეთვე საერთაშორისო სავალუტო ფონდის 1999 წლის ოქტომბრის მისიის რეკომენდაციის გათვალისწინებით, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული 2000 წლის 20 ივნისიდან გაუქმდეს სავალდებულო რეზერვების ანგარიშზე განთავსებული თანხის სახაზინო ვალდებულებების შესაძენად გამოყენება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო ადგენს:

1. 2000 წლის 20 ივნისიდან გაუქმდეს საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 1998 წლის 27 ნოემბრის 15 დადგენილებით დამტკიცებული (ეროვნული ბანკის საბჭოს 18 (23.12.98წ.) და 24 (30.07.99წ.) დადგენილებებით მასში შეტანილი ცვლილებების გათვალისწინებით) „მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების დეკადურად გამოანგარიშების და გადახდის წესის“ პირველი მუხლის მე-5 პუნქტის მოქმედება.

2. „მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების დეკადურად გამოანგარიშების და გადახდის წესის“ მე-2 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საანგარიშგებო დეკადაში მოზიდული სახსრების ოდენობის წინა დეკადასთან შედარებით ზრდის შემთხვევაში, კომერციული ბანკები ვალდებული არიან დეკადის გასვლიდან ხუთ დღეში სათანადო გაანგარიშების და ბუხჰალტრული გატარების საფუძველზე საქართველოს ეროვნულ ბანკში სავალდებულო რეზერვების ანგარიშზე გადარიცხონ დამატებით შესატანი თანხა. კომერციულმა ბანკებმა, რომლებიც ფლობენ ამა წლის 20 ივნისამდე გამოშვებულ სახაზინო ვალდებულებებს, მის დაფარვამდე გადასარიცხი თანხა შეამცირონ 194 საბალანსო ანგარიშზე რიცხული თანხით (არა უმეტეს მოზიდული თანხების 2%-ისა).

3. „მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების დეკადურად გამოანგარიშების და გადახდის წესის“ პირველი მუხლის მე-6 პუნქტი გადაკეთდეს მე-5 პუნქტად.

4. საქართველოს ეროვნული ბანკის საბანკო ზედამხედველობისა და რეგულირების სამმართველომ 2000 წლის 1 ივლისიდან კომერციული ბანკების მიერ მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების დაცვის კონტროლი განახორციელოს მხოლოდ მოზიდული თანხებიდან დადგენილი ნორმის მიხედვით, ამ დადგენილების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის დაცვით.

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს თავმჯდომარე                                                     ი. მანაგაძე