დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი და მოძრავი ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის საფასურის განსაზღვრის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 7/4 |
| დოკუმენტის მიმღები | თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 15/06/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110616006, 20/06/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 02/04/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 210020010.35.157.016047 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (20/06/2011 - 27/03/2013)
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №7/4
2011 წლის 15 ივნისი
ქ. თეთრიწყარო
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი და მოძრავი ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის საფასურის განსაზღვრის თაობაზე
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22 -ე მუხლის პირველი პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის, „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 195 მუხლის მე-3 პუნქტის, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლისა და „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო და სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 19 აგვისტოს №659 ბრძანებულების შესაბამისად, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
1. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი და მოძრავი ქონების, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის ფორმებით, სასყიდლით გადაცემისას, ქონების სარგებლობაში გადაცემის წლიური საფასური განისაზღვრება:
ა) ქ. თეთრიწყაროს ა და დაბა მანგლისის ტერიტორიაზე არსებულ უძრავ ქონებაზე–დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტის) შესაბამისი დაკვნის ან ბალანსმფლობელის (მოსარგებლის) მიერ მოწოდებული ქონების ნარჩენი საბალანსო ღირებულების გათვალისწინებით, საპრივატიზებო საფასურის 10%-ის ოდენობით;
ბ) თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის დანარჩენ ტერიტორიაზე არსებულ უძრავ ქონებაზე–დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტის) შესაბამისი დაკვნის ან ბალანსმფლობელის (მოსარგებლის) მიერ მოწოდებული ქონების ნარჩენი საბალანსო ღირებულების გათვალისწინებით, საპრივატიზებო საფასურის 5%-ის ოდენობით;
გ) თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მოძრავ ქონებაზე–დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტის) შესაბამისი დაკვნის ან ნარჩენი საბალანსო ღირებულების გათვალისწინებით, საპრივატიზებო საფასურის 5%-ის ოდენობით.
2. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე გ. მესტვირიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები