„თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი და მოძრავი ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის საფასურის განსაზღვრის თაობაზე“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 15 ივნისის №7/4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 20
დოკუმენტის მიმღები თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 31/05/2013
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/06/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 02/04/2015
სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.157.016124
20
31/05/2013
ვებგვერდი, 10/06/2013
210020010.35.157.016124
„თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი და მოძრავი ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის საფასურის განსაზღვრის თაობაზე“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 15 ივნისის №7/4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
 
          თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №20

2013 წლის 31 მაისი

ქ. თეთრიწყარო

„თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი და მოძრავი ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის საფასურის განსაზღვრის თაობაზე“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 15 ივნისის №7/4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე, „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი და მოძრავი ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის საფასურის განსაზღვრის თაობაზე“  თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 15 ივნისის  №7/4 დადგენილებაში (ვებგვერდი, 110616006, 20/06/2011, სარეგ.კოდი: 210020010.35.157.016047) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

მუხლი 1
„თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი და მოძრავი ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის საფასურის განსაზღვრის თაობაზე“  თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 15 ივნისის  №7/4 დადგენილების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი და მოძრავი ქონების, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის ფორმებით, სასყიდლით გადაცემისას, ქონების სარგებლობაში გადაცემის წლიური საფასური განისაზღვრება:

ა) ქ. თეთრიწყაროსა და დაბა მანგლისის ტერიტორიაზე არსებულ უძრავ ქონებაზე – დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტის) შესაბამისი დაკვნის ან ბალანსმფლობელის (მოსარგებლის) მიერ მოწოდებული ქონების ნარჩენი საბალანსო ღირებულების გათვალისწინებით, საწყისი  საპრივატიზებო საფასურის 10%-ის ოდენობით;

ბ) თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის დანარჩენ ტერიტორიაზე არსებულ უძრავ ქონებაზე – დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტის) შესაბამისი დაკვნის ან ბალანსმფლობელის (მოსარგებლის) მიერ მოწოდებული ქონების ნარჩენი საბალანსო ღირებულების გათვალისწინებით, საწყისი საპრივატიზებო საფასურის 5%-ის ოდენობით;

გ) თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მოძრავ ქონებაზე – დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტის) შესაბამისი დაკვნის ან ნარჩენი საბალანსო ღირებულების გათვალისწინებით, საწყისი საპრივატიზებო საფასურის 5%-ის ოდენობით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი მესტვირიშვილი