„დამოუკიდებელ ექსპერტთა რეესტრის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“

  • Word
„დამოუკიდებელ ექსპერტთა რეესტრის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 24
დოკუმენტის მიმღები საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 15/06/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110615015, 20/06/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 16/05/2013
სარეგისტრაციო კოდი 090120090.22.023.016065
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
24
15/06/2011
ვებგვერდი, 110615015, 20/06/2011
090120090.22.023.016065
„დამოუკიდებელ ექსპერტთა რეესტრის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“
საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (20/06/2011 - 15/05/2013)

საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის

ბრძანება №24

2011 წლის 15 ივნისი

ქ. თბილისი

„დამოუკიდებელ ექსპერტთა რეესტრის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე

„ეკოლოგიური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-8 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად,

ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს დამოუკიდებელ ექსპერტთა რეესტრის შესახებ თანდართული დებულება.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „დამოუკიდებელ ექსპერტთა რეესტრის შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2008 წლის 7 ივლისის №516 ბრძანება.

3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

  . ხაჩიძე

  დამოუკიდებელ ექსპერტთა რეესტრის შესახებ

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

    მუხლი 1. დამოუკიდებელ ექსპერტთა რეესტრის შესახებ დებულების რეგულირების საგანი

დამოუკიდებელ ექსპერტთა რეესტრის შესახებ დებულებ (შემდგომში – დებულება) რეგულირებს საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მიერ ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების პროცესში დამოუკიდებელ ექსპერტთა შერჩევის, მათი დამოუკიდებელ ექსპერტთა რეესტრში (შემდგომში – რეესტრი) შეყვანის და რეესტრის წარმოების წესთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობებ .

    მუხლი 2. დამოუკიდებელ ექსპერტთა სტატუსი და მათ მიმართ წაყენებული მოთხოვნები

1. დამოუკიდებელი ექსპერტი (შემდგომში – ექსპერტი) წარმოადგენს სამინისტროს მიერ დებულების მე-4 მუხლით დადგენილი წესით რეგისტრირებულ ფიზიკურ პირს.

2. დებულების მე-4 მუხლით დადგენილი წესით რეგისტრირებულ ფიზიკურ პირს უნდა გააჩნდეს:

ა) თეორიული ცოდნა განსახილველ საკითხზე;

ბ) შესაბამის დარგში მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება;

გ) საექსპერტო მუშაობის გამოცდილება;

დ) გუნდური მუშაობის, საკითხების ინტეგრირებულად განხილვისა და ანალიზის უნარი;

ე) აკმაყოფილებს დებულებით დადგენილ მოთხოვნებს.

3. რეესტრში დარეგისტრირების შემდგომ პირი იძენ დამოუკიდებელი ექსპერტის სტატუსს და ახორციელებს საქარ ველოს კანონმდებლობით და დებულებით მინიჭებულ უფლებამოსილებას.

4. აკრძალულია რეესტრში იმ პირთა რეგისტრაცია რომლებიც:

ა) არიან საჯარო მოსამსახურეები;

ბ) არიან საქმიანობის განმახორციელებლის წარმომადგენლები, საპროექტო დოკუმენტაციის დამუშავების მონაწილე ან საქმიანობის განმახორციელებელთან სხვა ფორმით დაკავშირებული პირები (შრომით ურთიერთობაში მყოფი პირები, ახლო ნათესავები);

გ) არიან ეკოლოგიურ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი საქმიანობით დაინტერესებული პირები;

დ) ახლო ნათესაურ კავშირში იმყოფებიან ეკოლოგიური ექსპერტიზის განმახორციელებელი ორგანოს გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან.

    მუხლი 3. რეესტრი

1. რეესტრი წარმოადგენს საინფორმაციო ბანკს ექსპერტთა პერსონალური და პროფესიული მონაცემების შესახებ, იგი პერიოდულად ახლდება.

2 . რეესტრს აწარმოებს სამინისტროს ეკოლოგიური ექსპერტიზისა და ინსპექტირების დეპარტამენტი.

3 . რეესტრში არსებული ინფორმაცია წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას, გარდა ექსპერტთა შესახებ მასში არსებული პერსონალური მონაცემებისა. რეესტრში ექსპერტთა შესახებ არსებული პერსონალური მონაცემები გაიცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4 . რეესტრი შეიცავს ექსპერტის შესახებ შემდეგ ინფორმაციას:

ა) ექსპერტის სახელს, გვარს, იურიდიულ/ფაქტობრივ მისამართს, საკონტაქტო მონაცემებს (ტელეფონი, ფაქსი, ელექტრონული ფოსტა);

ბ) მონაცემებს ექსპერტთა განათლების, აკადემიური/სამეცნიერო ხარისხის, სამუშაო გამოცდილების, ეკოლოგიურ ექსპერტიზასა ან სხვა საექსპერტო ორგანოებში მუშაობის, აგრეთვე აღნიშნულის შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტების (დიპლომი, სერტიფიკატი და სხვა) შესახებ;

გ) მონაცემებს მოქმედი საქმიანობის/სამსახურის, დაკავებული თანამდებობის და სამსახურებრივი მოვალეობის შესახებ.

    მუხლი 4. რეესტრში ექსპერტთა რეგისტრაცია და ეკოლოგიური ექსპერტიზის პროცედურისათვის მათი შერჩევის კრიტერიუმები

1 . პირის რეესტრში რეგისტრაციის აუცილებელი პირობაა მისი თანხმობა ეკოლოგიურ ექსპერტიზაში მონაწილეობის თაობაზე.

2. პირის რეესტრში დარეგისტრირება და რეესტრიდან გამოყვანა ხორციელდება სამინისტროს ეკოლოგიური ექსპერტიზისა და ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის წერილობითი წარდგინების საფუძველზე გამოცემული საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის (შემდგომში მინისტრი) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წარდგინების განხორციელებამდე პირმა, რომელზეც კეთდება წარდგინება სამინისტროს უნდა წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტები:

ა) განცხადება;

ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

გ) განათლების და აკადემიური/სამეცნიერო ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

დ) ცნობა სამუშაო ადგილიდან (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ე) სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული განცხადების წარდგენასთან ერთად პირები ავსებენ დამოუკიდებელი ექსპერტის სარეგისტრაციო ფორმას (დანართი №1).

5. ეკოლოგიური ექსპერტიზისათვის რეესტრიდან ექსპერტეთა საექსპერტო კომისიაში შეყვანა ხორციელდება მინისტრის ბრძანებით. შერჩეულ ექსპერტებთან კანონმდებლობის შესაბამისად ფორმდება შრომითი ხელშეკრულება.

6. ეკოლოგიური ექსპერტიზისათვის რეესტრიდან ექსპერტეთა შერჩევის ძირითადი კრიტერიუმებია:

ა) პროექტის განხილვისათვის აუცილებელი განათლება და სპეციალობა;

ბ) პროექტით განსახილველი საქმიანობის სპეციფიკის ცოდნა;

გ) ანალოგიური პროექტების განხილვის გამოცდილება;

დ) შესაბამისი ნორმებისა და სტანდარტების შესახებ ინფორმირებულობა;

) საექსპერტო ობიექტთან დაკავშირებულ საკითხებში საუკეთესო გამოცდილება;

) ეკოლოგიური ექსპერტიზას დაქვემდებარებული საქმიანობის ადგილმდებარეობის ცოდნა.

 

 

დანართი №1

დამოუკიდებელი ექსპერტის სარეგისტრაციო ფორმა

1. საერთო მონაცემები:

სახელი –––––––––––––––––––––––

გვარი –––––––––––––––––––––––––

დაბადების თარიღი „––––––––“ –––––––––––––––––––– 19

პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის  №  ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

პირადი № –––––––––––––––––––––

იურიდიული/ფაქტობრივი მისამართი ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

საკონტაქტო ტელეფონი: ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

2. მონაცემები განათლების შესახებ:

საგანმანათლებლო დაწესებულების დასახელება––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––საგანმანათლებლო დაწესებულების დამთავრების თარიღი –––––––––––––––––––––––––––––––

სპეციალობა დიპლომის მიხედვით: ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

აკადემიური/სამეცნიერო ხარისხი ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

3. პროფესიული და საექსპერტო (მათ შორის, ეკოლოგიურ სამუშაოებში მონაწილეობის) გამოცდილება ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

 

4.მოქმედი სამსახურის და თანამდებობის დასახელება და მისამართი: ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

დამოუკიდებელ ექსპერტთა რეესტრის წარმოებაზე პასუხისმგებელი პირი –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

დამოუკიდებელი ექსპერტი –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

შევსების თარიღი „ .......“...................... 201..... წ.