„ფიზიკური პირის ინდივიდუალური საჭიროებისათვის ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების საქართველოში შემოტანისა და საქართველოდან გატანის წესის დამტკიცების შესახებ“

  • Word
„ფიზიკური პირის ინდივიდუალური საჭიროებისათვის ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების საქართველოში შემოტანისა და საქართველოდან გატანის წესის დამტკიცების შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 01-32/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 15/06/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110615003, 15/06/2011
სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.016081
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
01-32/ნ
15/06/2011
ვებგვერდი, 110615003, 15/06/2011
470230000.22.035.016081
„ფიზიკური პირის ინდივიდუალური საჭიროებისათვის ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების საქართველოში შემოტანისა და საქართველოდან გატანის წესის დამტკიცების შესახებ“
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (15/06/2011 - 08/11/2011)

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №01-32/ნ

2011 წლის 15 ივნისი

. თბილისი

ფიზიკური პირის ინდივიდუალური საჭიროებისათვის ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების საქართველოში შემოტანისა და საქართველოდან გატანის წესის დამტკიცების შესახებ

წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ საქართველოს კანონის 1113 მუხლის ქვეპუნქტის, ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის 31-ე მუხლისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს:

ა) ფიზიკური პირის ინდივიდუალური საჭიროებისათვის ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების საქართველოში შემოტანისა და საქართველოდან გატანის წესი (დანართი 1);

ბ) ფიზიკური პირის ინდივიდუალური საჭიროებისათვის ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოტროპული ნივთიერებების საქართველოდან გატანის დოკუმენტის ფორმა (დანართი 2).

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს ტერიტორიის გავლით ტრანზიტით მიმავალი ავადმყოფის საჭიროებისათვის ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების გადატანის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2004 წლის 9 იანვრის 3/ნ ბრძანება.

3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი         ი. გიორგობიანი

 

დანართი 1

ფიზიკური პირის ინდივიდუალური საჭიროებისათვის ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების საქართველოში შემოტანისა და საქართველოდან გატანის წესი

    მუხლი 1. ფიზიკური პირის ინდივიდუალური საჭიროებისათვის ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების საქართველოში შემოტანა

1. ეს მუხლი არეგულირებს ფიზიკური პირის ინდივიდუალური საჭიროებისათვის პირად მფლობელობაში არსებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების საქართველოში შემოტანის წესს.

2. ფიზიკური პირის ინდივიდუალური საჭიროების მიზნით ნებადართულია ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოტროპული ნივთიერებების (გარდა ნარკოტიკული საშუალებების შესახებ გაეროს 1961 წლის ერთიანი კონვენციის IV სიაში შეტანილი ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოტროპული ნივთიერებების შესახებ 1971 წლის კონვენციის I სიაში შეტანილი ფსიქოტროპული ნივთიერებებისა) 31 დღის მარაგის შემოტანა.

3. ფიზიკური პირის მფლობელობაში ინდივიდუალური საჭიროებისათვის არსებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების სხვა ქვეყნის ტერიტორიიდან შემოტანა არ განიხილება როგორც იმპორტი.

4. ფიზიკური პირის მიერ ინდივიდუალური საჭიროებისათვის სხვა ქვეყანაში შეძენილი ნარკოტიკული საშუალებების ან/და ფსიქოტროპული ნივთიერებების საქართველოში შემოსატანად საქართველოს საგადასახადო ორგანოებს სასაქონლო დეკლარაციასთან ერთად წარედგინება:

ა) ინგლისურ ენაზე თარგმნილი, უფლებამოსილი ორგანოს მიერ იმ ქვეყნის კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით დამოწმებული რეცეპტის ქსეროასლი, საიდანაც მოემგზავრება ფიზიკური პირი . რეცეპტში მითითებული უნდა იყოს ფიზიკური პირის სახელი, გვარი, სქესი, ასაკი, დიაგნოზი, ნარკოტიკული საშუალების ან/და ფსიქოტროპული ნივთიერების სავაჭრო და გენერიული დასახელება, წამლის დოზირებული ფორმა, აბლეტის ( აბის) , ამპულის და ა.შ. რაოდენობა, წამლის მიღების წესი და დანიშნული მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა (იმ შემთხვევაში, თუ მოცემული ქვეყნის რეცეპტის ფორმა არ ითვალისწინებს ზემოაღნიშნული მონაცემების შევსებას, მაშინ აღნიშნული მონაცემები შეიტანება ამ პუნქტის ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტში) ;

  ) ინგლისურ ენაზე თარგმნილი, შესაბამისი ორგანოს მიერ იმ ქვეყნის კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით დამოწმებული რეცეპტის გამომწერი ექიმის სერტიფიკატი, საიდანაც მოემგზავრება ფიზიკური პირი;

გ) რეცეპტისა და სერტიფიკატის ნამდვილობის დამადასტურებელი, უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებული დოკუმენტი, რომელსაც გასცემს შესაბამისად უფლებამოსილი იმ ქვეყნის ორგანო, საიდანაც მოემგზავრება ფიზიკური პირი. დოკუმენტში აღნიშნული უნდა იყოს ამ ორგანოს დასახელება, იურიდიული მისამართი, საკონტაქტო პირი, ტელეფონი და დანიშნულების ქვეყანა.

5. საქართველოს საგადასახადო ორგანოები აკონტროლებენ ავადმყოფის მიერ წარდგენილი საბუთების სრულყოფილებას, ამ ბრძანების მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტში მითითებული ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოტროპული ნივთიერებების სახეობისა და რაოდენობის შესაბამისობას ფაქტობრივად შემოტანილ ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოტროპული ნივთიერებების სახეობასა და რაოდენობასთან და შესაბამისობის შემთხვევაში აღნიშნულ დოკუმენტს ამოწმებენ ბეჭდით, ხელმოწერით და უბრუნებენ ფიზიკურ პირს.

6. იმ შემთხვევაში, თუ უცხო ქვეყნის მოქალაქე – ფიზიკური პირი ვერ ტოვებს საქართველოს ტერიტორიას და ამავე დროს ამოეწურა მკურნალობისათვის საჭირო ნარკოტიკული საშუალებების ან/და ფსიქოტროპული ნივთიერებების მარაგი, მაშინ მისი უზრუნველყოფა შესაბამისი სამკურნალო საშუალებებით ხდება ტერიტორიული პრინციპით, დროებითი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, რისთვისაც ავადმყოფი მიმართავს შესაბამის სამედიცინო დაწესებულებას, წარუდგენს საგადასახადო ორგანოს მიერ დამოწმებულ დოკუმენტს, რაც, თავის მხრივ, ამ დაწესებულებისათვის წარმოადგენს ფიზიკური პირის აღრიცხვაზე აყვანისა და მისთვის ნარკოტიკული საშუალების ან/და ფსიქოტროპული ნივთიერების დანიშვნის საფუძველს. ნარკოტიკული საშუალების ან/და ფსიქოტროპული ნივთიერების გამოწერა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

7. ფიზიკურ პირს ეკრძალება ნარკოტიკული საშუალებების ან/და ფსიქოტროპული ნივთიერებების სხვა პირისათვის გადაცემა.

8. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა არ ვრცელდება საქართველოს მოქალაქის მიერ ინდივიდუალური საჭიროებისათვის გატანილი რაოდენობიდან ნაშთად დარჩენილი ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემოტანაზე. ამ შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს წარედგინება მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის ქვეპუნქტით გათვალისწინებული, საგადასახადო ორგანოს მიერ დამოწმებული დოკუმენტი.

    მუხლი 2. ფიზიკური პირის ინდივიდუალური საჭიროებისათვის ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების საქართველოდან გატანა

1. ეს მუხლი არეგულირებს ფიზიკური პირის პირად მფლობელობაში არსებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების საქართველოდან გატანის წესს.

2. ფიზიკური პირის ინდივიდუალური საჭიროების მიზნით ნებადართულია ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოტროპული ნივთიერებების (გარდა ნარკოტიკული საშუალებების შესახებ გაეროს 1961 წლის ერთიანი კონვენციის IV სიაში შეტანილი ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოტროპული ნივთიერებების შესახებ 1971 წლის კონვენციის I სიაში შეტანილი ფსიქოტროპული ნივთიერებებისა) საქართველოდან გატანა.

3. ფიზიკური პირის მფლობელობაში ინდივიდუალური საჭიროებისათვის არსებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების საქართველოს ტერიტორიიდან სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე გატანა არ განიხილება როგორც ექსპორტი.

4. ფიზიკური პირის მიერ ინდივიდუალური საჭიროებისათვის შეძენილი ნარკოტიკული საშუალებების ან/და ფსიქოტროპული ნივთიერებების საქართველოდან გატანისათვის საქართველოს საგადასახად ო ორგანოებს სასაქონლო დეკლარაციასთან ერთად წარედგინება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მიერ გაცემული, ამ ბრძანების №2 დანართით გათვალისწინებული დოკუმენტი.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის მომზადების მიზნით ფიზიკურმა ან სხვა უფლებამოსილმა პირმა სააგენტოში უნდა წარადგინოს :

ა) განცხადება, რომელშიც აღნიშნული უნდა იყოს დანიშნულების ქვეყანა და გამგზავრების მიზანი;

ბ) ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა IV-100/ა) ;

გ) ნოტარიალურად დამოწმებული რეცეპტის ქსეროასლი;

) ნოტარიალურად დამოწმებული ექიმის სერტიფიკატი;

) სხვა დოკუმენტაცია, რომელსაც მოითხოვს ქვეყანა, სადაც მიემგზავრება ფიზიკური პირი.

6. დოკუმენტი ივსება ინგლისურ ენაზე.

7. დოკუმენტი არ გაიცემა საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტით მიმავალ ფიზიკურ პირზე, რომელიც ტოვებს საქართველოს ტერიტორიას (გარდა ამ ბრძანების მე-3 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისას. ასეთ შემთხვევებში სააგენტო ამ მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად გასცემს დანართი № 2-ი თ გათვალისწინებულ დოკუმენტს).

8. სამედიცინო დაწესებულება, სადაც აღრიცხვაზეა პაციენტი, ვალდებულია გამოწეროს ნარკოტიკული საშუალებები ან/და ფსიქოტროპული ნივთიერებები იმ რაოდენობით, რაც ფიზიკურ პირს ესაჭიროება დანიშნულების ქვეყანაში ყოფნის პერიოდში, მაგრამ არა უმეტეს ამ ქვეყანაში დადგენილი ოდენობისა, რის შესახებაც სამედიცინო დაწესებულებას ინფორმაციას აწვდის სააგენტო. ნებადართულია ფიზიკური პირის ინდივიდუალური საჭიროებისათვის საქართველოში შემოტანილი, დაურეგისტრირებელი ნარკოტიკული საშუალებების ან/და ფსიქოტროპული ნივთიერებების გამოწერაც.

9. ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა არ ვრცელდება ნარკომანიით დაავადებულ პირთა ჩანაცვლებითი მკურნალობისათვის საჭირო ჩამანაცვლებელ ნარკოტიკულ საშუალებებზე. აღნიშნულ ფიზიკურ პირებს უფლება აქვთ საქართველოდან გაიტანონ ჩამანაცვლებელი ნარკოტიკული საშუალების არა უმეტეს 4 დღის მარაგისა, ხოლო მეთადონის” შემთხვევაში, არა უმეტეს 320 მგ-ისა.

10. საქართველოს საგადასახადო ორგანოები აკონტროლებენ ავადმყოფის მიერ წარდგენილი საბუთების სრულყოფილებას, ამ ბრძანების მე-2 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტში მითითებული ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოტროპული ნივთიერებების სახეობისა და რაოდენობის შესაბამისობას ფაქტობრივად გასატანი ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოტროპული ნივთიერებების სახეობასა და რაოდენობასთან და შესაბამისობის შემთხვევაში აღნიშნულ დოკუმენტს ამოწმებენ ბეჭდით, ხელმოწერით და უბრუნებენ ფიზიკურ პირს.

11. ფიზიკურ პირს ეკრძალება ნარკოტიკული საშუალებების ან/და ფსიქოტროპული ნივთიერებების სხვა პირისათვის გადაცემა.

    მუხლი 3. საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტით მიმავალი ფიზიკური პირის ინდივიდუალური საჭიროებისათვის ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანა და საქართველოს ტერიტორიიდან გატანა

1. ეს მუხლი არეგულირებს საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტით მიმავალი ფიზიკური პირის ინდივიდუალური საჭიროებისათვის პირად მფლობელობაში არსებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების საქართველოში შემოტან და საქართველოდან გატან ს წესს.

2. საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტით მიმავალი ფიზიკური პირის ინდივიდუალური საჭიროების მიზნით დასაშვებია ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოტროპული ნივთიერებების (გარდა ნარკოტიკული საშუალებების შესახებ გაეროს 1961 წლის ერთიანი კონვენციის IV სიაში შეტანილი ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოტროპული ნივთიერებების შესახებ 1971 წლის კონვენციის I სიაში შეტანილი ფსიქოტროპული ნივთიერებებისა) საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანა და საქართველოს ტერიტორიიდან გატანა.

3. საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტით მიმავალი ფიზიკური პირის ინდივიდუალური საჭიროებისათვის მის მფლობელობაში არსებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების საქართველოში შემოტანა და საქართველოდან გატანა არ განიხილება როგორც ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების ტრანზიტი.

4. ფიზიკური პირის მიერ ინდივიდუალური საჭიროებისათვის ნარკოტიკული საშუალებების ან/და ფსიქოტროპული ნივთიერებების საქართველოს ტერიტორიის გავლით სხვა ქვეყანაში გადასატანად საქართველოს საგადასახად ო ორგანოებს სასაქონლო დეკლარაციასთან ერთად წარედგინება:

ა) ინგლისურ ენაზე თარგმნილი, შესაბამისი ორგანოს მიერ იმ ქვეყნის კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით დამოწმებული რეცეპტის ქსეროასლი, საიდანაც მოემგზავრება ფიზიკური პირი . რეცეპტში მითითებული უნდა იყოს ფიზიკური პირის სახელი, გვარი, სქესი, ასაკი, დიაგნოზი, ნარკოტიკული საშუალების ან/და ფსიქოტროპული ნივთიერების სავაჭრო და გენერიული დასახელება, წამლის დოზირებული ფორმა, ტაბლეტის, აბის, ამპულის და ა.შ. რაოდენობა, წამლის მიღების წესი და დანიშნული მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა (იმ შემთხვევაში, თუ მოცემული ქვეყნის რეცეპტის ფორმა არ ითვალისწინებს ზემოაღნიშნული მონაცემების შევსებას, მაშინ აღნიშნული მონაცემები შეიტანება ამ პუნქტის ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტში) ;

  ) ინგლისურ ენაზე თარგმნილი, შესაბამისი ორგანოს მიერ იმ ქვეყნის კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით დამოწმებული რეცეპტის გამომწერი ექიმის სერტიფიკატი, საიდანაც მოემგზავრება ფიზიკური პირი;

გ) რეცეპტისა და სერტიფიკატის ნამდვილობის დამადასტურებელი, უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებული დოკუმენტი, რომელსაც გასცემს შესაბამისად უფლებამოსილი იმ ქვეყნის ორგანო, საიდანაც მოემგზავრება ფიზიკური პირი. დოკუმენტში აღნიშნული უნდა იყოს ამ ორგანოს დასახელება, იურიდიული მისამართი, საკონტაქტო პირი, ტელეფონი და დანიშნულების ქვეყანა.

5. საქართველოს საგადასახად ო ორგანოები აკონტროლებენ ავადმყოფის მიერ წარდგენილი საბუთების სრულყოფილებას, ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტში მითითებული ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოტროპული ნივთიერებების სახეობისა და რაოდენობის შესაბამისობას ფიზიკური პირის მფლობელობაში ფაქტობრივად არსებულ ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოტროპული ნივთიერებების სახეობასა და რაოდენობასთან და, შესაბამისობის შემთხვევაში, აღნიშნულ დოკუმენტს ამოწმებენ ბეჭდით, ხელმოწერით და უბრუნებენ ფიზიკურ პირს.

6. იმ შემთხვევაში, თუ უცხო ქვეყნის მოქალაქე – ფიზიკური პირი ვერ ტოვებს საქართველოს ტერიტორიას და ამავე დროს ამოეწურა მკურნალობისათვის საჭირო ნარკოტიკული საშუალებების ან/და ფსიქოტროპული ნივთიერებების მარაგი, მაშინ მისი სამკურნალო საშუალებებით უზრუნველყოფა ხორციელდება ტერიტორიული პრინციპით, დროებითი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, რისთვისაც ავადმყოფი მიმართავს შესაბამის სამედიცინო დაწესებულებას, წარუდგენს საგადასახად ო ორგანო მიერ დამოწმებულ დოკუმენტს, რაც თავის მხრივ ამ დაწესებულებისათვის წარმოადგენს ფიზიკური პირის აღრიცხვაზე აყვანისა და მისთვის ნარკოტიკული საშუალების ან/და ფსიქოტროპული ნივთიერების დანიშვნისა და გამოწერის საფუძველს. ნარკოტიკული საშუალების ან/და ფსიქოტროპული ნივთიერების გამოწერა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

7. ფიზიკურ პირს ეკრძალება ნარკოტიკული საშუალებების ან/და ფსიქოტროპული ნივთიერებების სხვა პირისათვის გადაცემა.

 

დანართი 2

 

ფიზიკური პირის ინდივიდუალური საჭიროებისათვის ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოტროპული ნივთიერებების საქართველოდან გატანის დოკუმენტის ფორმა

 

Form of a document of possession of narcotic drugs and psychotropic substances for

a personal use by a natural person leaving Georgia

 

 

დოკუმენტის გაცემაზე უფლებამოსილი კომპეტენტური სამსახურის დასახელება

Name of issuing authority

 

იურიდიული მისამართი

Legal address

 

 

ელეფონი

Telephone

 

ფაქსი

Fax

 

ელექტრონული ფოსტა

E-mail

 

დოკუმენტის გაცემის თარიღი

Date of issue

 

 

ინფორმაცია ფიზიკურ პირზე

Information about natural person

 

გვარი და სახელი

Last name, first name

 

სქესი

Sex

 

დაბადების თარიღი

Date of birth

 

დაბადების ადგილი

Place of birth

 

საცხოვრებელი ადგილი

Home address

 

პირადობის მოწმობის ან პასპორტის ნომერი

Number of passport or of identity card

 

დანიშნულების ქვეყანა

Intended country of destination

 

 

 

ინფორმაცია ექიმზე

Information about prescribing physician

 

გვარი სახელი

Last name, first name

 

საცხოვრებელი ადგილი

Home address

 

სამუშაო ადგილი (ორგანიზაციის დასახელება, იურიდიული მისამართი, ტელეფონი, ფაქსი, ელექტრონული ფოსტა)

 

Place of work (name, lagal address, telephone, fax,

E-mail)

 

ექიმის სერტიფიკატის ნომერი და გაცემის თარიღი

Number of medical licence and date of issue

 

სერტიფიკატის გამცემი ორგანოს დასახელება

Organ of issuing medical licence

 

 

ექიმის დანიშნულება

Prescribed medical preparation

 

გამოწერილი სამკურნალო საშუალების სავაჭრო/ გენერიული დასახელება

Trade/internation name of prescribed medical preparation

 

წამლის ფორმა

Dosage form

 

სადღეღამისო დოზა

Daily dose

 

წამლის მიღების დღეების რაოდენობა

Duration of prescription in days

 

სულ გამოწერილი რაოდენობა

Total quantity of medical preparation

 

 

დოკუმენტის გაცემაზე უფლებამოსილი              Chief of issuing authoriry

კომპეტენტური სამსახურის ხელმძღვანელის      (Signature and seal)

ხელმოწერა და ბეჭედი

 

საგადასახად ორგანოს წარმომადგენლის               Customs officer

ხელმოწერა და ბეჭედი                                          (Signature and seal)