დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ფიზიკური პირის ინდივიდუალური საჭიროებისათვის ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების საქართველოში შემოტანისა და საქართველოდან გატანის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 15 ივნისის №01-32/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 01-50/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 08/11/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 111110009, 10/11/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470230000.22.035.016096 |
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის
ბრძანება №01- 50/ნ
2011 წლის 8 ნოემბერი
ქ. თბილისი
„ფიზიკური პირის ინდივიდუალური საჭიროებისათვის ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების საქართველოში შემოტანისა და საქართველოდან გატანის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 15 ივნისის № 01-32/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. „ფიზიკური პირის ინდივიდუალური საჭიროებისათვის ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების საქართველოში შემოტანისა და საქართველოდან გატანის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 15 ივნისის № 01-32/ნ ბრძანების (სსმ, ვებგვერდი, 110615003, 15/06/2011) პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული დანართი №1-ის (ფიზიკური პირის ინდივიდუალური საჭიროებისათვის ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების საქართველოში შემოტანისა და საქართველოდან გატანის წესი) პირველი მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა არ ვრცელდება საქართველოს მოქალაქის მიერ ინდივიდუალური საჭიროებისათვის გატანილი რაოდენობიდან ნაშთად დარჩენილი ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემოტანაზე. ამ შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს წარედგინება მე-2 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული, საგადასახადო ორგანოს მიერ დამოწმებული დოკუმენტი.“.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ურუშაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები