დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საჯარო მოსამსახურე ქალების ორსულობისა და საშვებულებო დახმარებების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 707 |
| დოკუმენტის მიმღები | საგადასახადო შემოსავლების სამინისტრო |
| მიღების თარიღი | 20/09/2001 |
| დოკუმენტის ტიპი | სახელმწიფო მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 104, 02/10/2001 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 17/11/2006 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200250000.11.114.004978 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (02/10/2001 - 13/11/2006)
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.250.000.11.114.004.981
საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის
ბრძანება №707
2001 წლის 20 სექტემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საჯარო მოსამსახურე ქალების ორსულობისა და საშვებულებო დახმარებების შესახებ
„ზოგიერთი სამთავრობო დაწესებულების მატერიალური უზრუნველყოფისათვის საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს სპეციალურ ანგარიშზე აკუმულირებული თანხის განაწილების წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 1 სექტემბრის №352 ბრძანებულების მე-2 პუნქტის საფუძველზე, ქალთა ორსულობისა და მშობიარობის შემდგომი პერიოდის შვებულებასთან დაკავშირებით საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საჯარო მოსამსახურე ქალთა მატერიალური დახმარების მიზნით, ვბრძანებ:
1. საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საჯარო მოსამსახურე ქალებზე საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 159-ე მუხლით გათვალისწინებულ პერიოდში (მშობიარობამდე სამოცდაათი კალენდარული დღის ხანგრძლივობით და მშობიარობით შემდეგ ორმოცდათექვსმეტი კალენდარული დღის ოდენობით) საგადასახადო შემოსავლების მინისტრის მიერ 2000 წლის 31 ივლისის №141 ბრძანებით დადგენილი ყოველთვიური პრემიის ნაცვლად სპეციალური სახსრების ფონდიდან გაიცეს დახმარება ზემოაღნიშნული ბრძანებით დადგენილი ოდენობით თანამდებობათა მიხედვით.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ლ. ძნელაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები