საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №949 „ქ. თბილისის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის №3 სპეციალიზებული განყოფილების შექმნისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ

  • Word
საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №949 „ქ. თბილისის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის №3 სპეციალიზებული განყოფილების შექმნისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 949
დოკუმენტის მიმღები იუსტიციის სამინისტრო
მიღების თარიღი 25/08/2003
დოკუმენტის ტიპი სახელმწიფო მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 93, 26/08/2003
ძალის დაკარგვის თარიღი 08/05/2006
სარეგისტრაციო კოდი 040200001.11.106.006030
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
949
25/08/2003
სსმ, 93, 26/08/2003
040200001.11.106.006030
საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №949 „ქ. თბილისის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის №3 სპეციალიზებული განყოფილების შექმნისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ
იუსტიციის სამინისტრო
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

პირველადი სახე (26/08/2003 - 05/05/2006)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.200.010.11.106.006.030

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება 949

2003 წლის 25 აგვისტო

ქ. თბილისი

ქ. თბილისის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის №3 სპეციალიზებული განყოფილების შექმნისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ

„სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ” საქართველოს 1998 წლის 15 ოქტომბრის კანონის მე-9 მუხლის მე-9 პუნქტისა და საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 31 დეკემბრის №544 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების  მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის „დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. შეიქმნას ქ. თბილისის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის №3 სპეციალიზებული განყოფილება, რომელიც უზრუნველყოფს ქორწინების რეგისტრაციისათვის დამახასიათებელი განსაკუთრებული პირობების დაცვას;

 2. დამტკიცდეს ამ ბრძანების პირველი პუნქტის საფუძველზე შექმნილი განყოფილებისათვის თანდართული საშტატო ნუსხა /დანართი №1/;

 3. დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საკადრო საკითხთა დეპარტამენტს /თ. დევდარიანს/ კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოს ახლად შექმნილი განყოფილების მომსახურეთა დანიშვნის ორგანიზება;

 4. ქ. თბილისის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის №3 სპეციალიზებული განყოფილება განთავსებულ იქნეს შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ჩახრუხაძის ქ. №28/21;

 5. ქ. თბილისის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის №3 სპეციალიზებულმა განყოფილებამ უფლებამოსილების განხორციელება დაიწყოს ამ ბრძანების გამოქვეყნებიდან 31-ე დღეს;

 6. ამ ბრძანების პირველი პუნქტის საფუძველზე შექმნილმა განყოფილებამ საქმიანობა განახორციელოს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის განყოფილებების ტიპური დებულების საფუძველზე;

 7. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საკონკურსო-საატესტაციო კომისიამ უზრუნველყოს ახლადშექმნილი განყოფილების ვაკანტურ თანამდებობათა საკონკურსო წესით დაკომპლექტების ორგანიზება;

 8. ბრძანების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველ მოადგილეს გ. წკრიალაშვილს;

 9. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

რ. გილიგაშვილი

დანართი 1

ქ. თბილისის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის №3 სპეციალიზებული განყოფილების საშტატო ნუსხა

სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის სპეციალიზებული განყოფილების დასახელება

საშტატო ერთეულის (თანამდებობის) დასახელება

საშტატო ერთეულის რაოდენობა

1.

 

 

ქ. თბილისის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის №3 სპეციალიზებული განყოფილება

გამგე

მოადგილე

კონსულტანტი

სპეციალისტი

დამლაგებელი

1

1

4

2

1

 

სულ: 9